დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური ქულა მიიღო - დადიოდა თუ არა წლის გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან

დევი ონიანმა უცხო ენაშიც მაქსიმალური ქულა მიიღო - დადიოდა თუ არა წლის გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგი თბილისი 55-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ დევი ონიანს ეკუთვნის, რომელიც სამედიცინოზე აბარებს.

mshoblebi.ge დაინტერესდა თუ ვინ გახდა უმაღლესი ქულის მფლობელი. აღმოჩნდა, რომ დევი ონიანმა, რომელმაც ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულა მიიღო, ინგლისურიც უმაღლესი შედეგით ჩააბარა. მან მაქსიმალური 90 ქულა მიიღო.

ასეთი განსაცვიფრებელი შედეგების შემდეგ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვა, დადიოდა თუ არა წლის წარმატებული და გამორჩეული აბიტურიენტი კერძო მასწავლებლებთან.

როგორც დევის დედამ, ლალი ბუხრაშვილმა გვიპასუხა მისი შვილს არ უვლია კერძო მასწავლებლებთან. უბრალოდ, პირველი კლასიდან ერთ-ერთ წარმატებულ კერძო სკოლა-ლიცეუმში დადიოდა და მის განათლებას საფუძველი სწორედ იქ ჩაეყარა. მეოთხე კლასიდან კი გადავიდა თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში.

განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ