საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მთაწმინდაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ. პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმა უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე მიულოცეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.