პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ნაწლავის ჩხირით 2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, 43 ადამიანი გარდაიცვალა" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით
"ამ ნაწლავის ჩხირით 2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, 43 ადამიანი გარდაიცვალა" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს. რო­გორც პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სამი აფეთ­ქე­ბა იყო.

„ზა­ფხულ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე 20%-ით მე­ტია ხოლ­მე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი სხვა სე­ზო­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ახ­ლაც ასეა. უბ­რა­ლოდ ამ ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვე­ბის შიდა გა­და­ნა­წი­ლე­ბა მოხ­და. სამი მცი­რე აფეთ­ქე­ბა გვქონ­და - თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მა­ღალმთი­ან კუ­რორტზე და კა­ხე­თის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში. გა­მომ­წვე­ვი იყო ში­გა­ტოქ­სინ მაპ­რო­დუქ­ცი­რე­ბე­ლი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი”, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს ბაქ­ტე­რია ფა­ღა­რათს იწ­ვევს, რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

„ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა სის­ხლი­ა­ნი ფა­ღა­რა­თი. ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თონ ექიმს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ეს ბავ­შვებ­სა და მო­ხუ­ცებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ნაწ­ლა­ვის ჩხი­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ეპი­დე­მია 2011 წელს გერ­მა­ნი­ა­ში იყო.

„2011 წელს გერ­მა­ნი­ა­ში იყო ეპი­დე­მია, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და ავად და 43 გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა იყო 2009-2011 წლებ­ში, შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი შემ­თხვე­ვა იყო. წელს კი 45 შემ­თხვე­ვამ­დე და­ფიქ­სირ­და. ამ 45-დან, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ლე­ტა­ლუ­რად", - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ინ­ფექ­ცი­ამ თირკმელ­ზე ისე­თი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რომ პა­ცი­ენტს დი­ა­ლე­ზი სჭირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამ ნაწლავის ჩხირით 2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, 43 ადამიანი გარდაიცვალა" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით

"ამ ნაწლავის ჩხირით 2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, 43 ადამიანი გარდაიცვალა" - პაატა იმნაძის რეკომენდაციები ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს საქართველოში ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებული სამი აფეთქება იყო.

„ზაფხულში ჩვეულებრივზე 20%-ით მეტია ხოლმე ნაწლავური ინფექციები სხვა სეზონებთან შედარებით, ახლაც ასეა. უბრალოდ ამ ინფექციების გამომწვევების შიდა გადანაწილება მოხდა. სამი მცირე აფეთქება გვქონდა - თბილისში, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე და კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გამომწვევი იყო შიგატოქსინ მაპროდუქცირებელი ნაწლავის ჩხირი”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეს ბაქტერია ფაღარათს იწვევს, რაც საყურადღებოა.

„ძალიან საყურადღებოა სისხლიანი ფაღარათი. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით საშიშია ეს ბავშვებსა და მოხუცებში”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების ეპიდემია 2011 წელს გერმანიაში იყო.

„2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, რამდენიმე ასეული ადამიანი გახდა ავად და 43 გარდაიცვალა. ჩვენთან საქართველოში ამ დაავადების შემთხვევების მატება იყო 2009-2011 წლებში, შემდეგ ყოველწლიურად თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა იყო. წელს კი 45 შემთხვევამდე დაფიქსირდა. ამ 45-დან, საბედნიეროდ, არც ერთი არ დამთავრებულა ლეტალურად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ინფექციამ თირკმელზე ისეთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, რომ პაციენტს დიალეზი სჭირდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ