პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით
"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით

ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა და დად­გინ­და, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვილს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძემ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის სერ­გი კა­პა­ნა­ძის კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

სერ­გი კა­პა­ნა­ძემ ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს იმის თა­ო­ბა­ზე და­უს­ვა შე­კი­თხვა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლად თვლის თუ არა იგი მის მიერ გა­ცე­მულ და­ვა­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ იქნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

„საქ­მის მა­სა­ლე­ბით დგინ­დე­ბა, რომ არ იქნა ამო­ღე­ბუ­ლი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი, არ იქნა ამო­ღე­ბუ­ლი მი­მო­წე­რა, არ იქნა გა­ჩხრე­კი­ლი სახ­ლი, სუ­ბე­ლი­ა­ნი არ იქნა და­კი­თხუ­ლი, სუ­ბე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე არ იქნა და­კი­თხუ­ლი, მ.კ.-ს სახ­ლი არ იქნა გა­ჩხრე­კი­ლი, მისი ტან­საც­მე­ლი არ იქნა ამო­ღე­ბუ­ლი, მისი მი­მო­წე­რა არ იქნა ამო­ღე­ბუ­ლი და ა.შ. ფაქ­ტია, რომ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ეს 10-12 მოქ­მე­დე­ბა. თქვენ რომ და­ვა­ლე­ბა გა­ე­ცით, ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იმის და­სად­გე­ნად, თუ რა კავ­ში­რი ჰქონ­დათ მომ­ხდარ­თან თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის (მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის) შვილ­სა და მის ნა­თე­სავს, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რო­გორ თვლით, შეს­რულ­და თქვე­ნი და­ვა­ლე­ბა თუ არა?“ - ამ კი­თხვით მი­მარ­თა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, სერ­გი კა­პა­ნა­ძემ ირაკ­ლი შო­თა­ძეს.

შო­თა­ძემ, თა­ვის მხრივ, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უპა­სუ­ხა, რომ ის და­ვა­ლე­ბას შეს­რუ­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს.

„მე ვთვლი, რომ მი­ვი­ღე სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მკვლე­ლო­ბა­ში მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვი­ლის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი და­ვა­ლე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, მე რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და კონ­კრე­ტულ ფაქტთან და­კავ­შრე­ბით, ეს გა­ვი­გე. ჩა­ტარ­და ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა და დად­გინ­და, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის შვილს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქონ­და ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას­თან,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი შო­თა­ძემ.

ოთარ კა­ხი­ძე და­ინ­ტე­რეს­და თვლიდ­ნენ თუ არა გი­რო­გი გა­ხა­რია და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი შო­თა­ძე, რომ და­სა­წყე­ბია გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­მაც უნდა შე­ის­წავ­ლოს მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ხომ არ იყე­ნებ­და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას ან პი­რად ნაც­ნო­ბო­ბას იმის­თვის, რომ ხელი შე­ე­შა­ლა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

„ძა­ლი­ან თე­ო­რი­უ­ლი შე­კი­თხვაა და თე­ო­რი­ულ პა­სუხს გაგ­ცემთ. იმის­თვის, რომ თქვენს თე­ო­რი­ულ შე­კი­თხვა­ზე რა­ი­მე პა­სუ­ხი მი­ვი­ღოთ, პირ­ველ რიგ­ში უნდა და­ვად­გი­ნოთ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი სა­ბო­ლოო შე­დეგ­თან. რე­ა­ლუ­რად, მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი, მისი შვი­ლი და მისი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან ერ­თე­უ­ლე­ბი იმ მცი­რე­ო­დენ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვინც მა­ში­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან და დღე­საც თა­ნამ­შრომ­ლობს. რე­ა­ლუ­რად, და­ვე­ლო­დე­ბით კო­მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბას, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნიც არის, რომ გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ის შე­საძ­ლო პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, ან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა და ამის შემ­დეგ ვიმ­სჯე­ლებთ თქვენ­თან ერ­თად ამ საქ­მე­ზე. ამ ეტაპ­ზე ვთვლი, რომ მირ­ზა სუ­ბე­ლი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, ის არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ თუ გა­მოვ­ლინ­და და­მა­ტე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, ბრა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვა­ლოს. ვე­ლო­დე­ბით თქვენს დას­კვნას, ამის­თვის ხართ შექ­მნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

აღ­ნიშ­ნულ კი­თხვა­ზე ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი შო­თა­ძე­მაც უპა­სუ­ხა.

„ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი შე­ფა­სე­ბუ­ლია, ის გა­მო­ძი­ე­ბა, რაც მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნის მი­მართ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, და­წყე­ბუ­ლია. იმა­ზე, რა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტიც შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ჩა­დე­ნი­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არის და­წყე­ბუ­ლი და სხვა რა­ი­მე ფაქ­ტზე რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა და­სა­წყე­ბი, და­ი­წყე­ბო­და. ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რაც უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ჩა­ტარ­და“, - აღ­ნიშ­ნა შო­თა­ძემ.

1 დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ირაკ­ლი შო­თა­ძეს უს­მე­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით

"დადგინდა, რომ მას შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან" - რა კითხვებს უპასუხეს გახარიამ და შოთაძემ მირზა სუბელიანის შვილთან დაკავშირებით

ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან, - ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

სერგი კაპანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორს იმის თაობაზე დაუსვა შეკითხვა, შესრულებულად თვლის თუ არა იგი მის მიერ გაცემულ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებები.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ არ იქნა ამოღებული მირზა სუბელიანის შვილის ტელეფონი, არ იქნა ამოღებული მიმოწერა, არ იქნა გაჩხრეკილი სახლი, სუბელიანი არ იქნა დაკითხული, სუბელიანის მეუღლე არ იქნა დაკითხული, მ.კ.-ს სახლი არ იქნა გაჩხრეკილი, მისი ტანსაცმელი არ იქნა ამოღებული, მისი მიმოწერა არ იქნა ამოღებული და ა.შ. ფაქტია, რომ არ განხორციელებულა ეს 10-12 მოქმედება. თქვენ რომ დავალება გაეცით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ყოფილიყო ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა კავშირი ჰქონდათ მომხდართან თქვენი თანამშრომლის (მირზა სუბელიანის) შვილსა და მის ნათესავს, ამ გადასახედიდან როგორ თვლით, შესრულდა თქვენი დავალება თუ არა?“ - ამ კითხვით მიმართა კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ირაკლი შოთაძეს.

შოთაძემ, თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარეს უპასუხა, რომ ის დავალებას შესრულებულად მიიჩნევს.

„მე ვთვლი, რომ მივიღე სრული ინფორმაცია მკვლელობაში მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. შესაბამისად, ჩემი დავალება შესრულებულია, მე რაც მაინტერესებდა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით, ეს გავიგე. ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ოთარ კახიძე დაინტერესდა თვლიდნენ თუ არა გიროგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომ დასაწყებია გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს მირზა სუბელიანი ხომ არ იყენებდა სამსახურეობრივ მდგომარეობას ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.

„ძალიან თეორიული შეკითხვაა და თეორიულ პასუხს გაგცემთ. იმისთვის, რომ თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე პასუხი მივიღოთ, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგთან. რეალურად, მირზა სუბელიანი, მისი შვილი და მისი ნათესავები არიან ერთეულები იმ მცირეოდენ ადამიანებს შორის, ვინც მაშინაც თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დღესაც თანამშრომლობს. რეალურად, დაველოდებით კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, რომ გამოვავლინოთ ის შესაძლო პროცედურული დარღვევები, ან უფლებამოსილების გადამეტება და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ თქვენთან ერთად ამ საქმეზე. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს. ველოდებით თქვენს დასკვნას, ამისთვის ხართ შექმნილი“, - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნულ კითხვაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც უპასუხა.

„ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია, ის გამოძიება, რაც მირზა სუბელიანის მიმართ უნდა დაწყებულიყო, დაწყებულია. იმაზე, რა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტიც შეიძლება ყოფილიყო ჩადენილი, სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული და სხვა რაიმე ფაქტზე რომ ყოფილიყო გამოძიება დასაწყები, დაიწყებოდა. ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა“, - აღნიშნა შოთაძემ.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ