სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული - რძალი და შვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდნენ...
მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული - რძალი და შვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდნენ...

„სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია არას­რუ­ლად შე­ავ­სო, დო­კუ­მენ­ტში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და მა­თი­ვე სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა. ამას­თან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მი­ნოშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კონ­კურ­სის გა­რე­შე იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვაა.

ქო­ნე­ბა და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის 2017 წლის 31 აგ­ვის­ტოს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ მი­მი­ნოშ­ვი­ლის (მას­თან მცხოვ­რე­ბი) შვი­ლი ალექ­სან­დრე ყან­ჩა­ვე­ლი ფლობ­და 14%-იან წილს შპს „არქი დე­ვე­ლოპ­მენ­ტში”. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში ყან­ჩა­ვე­ლი წი­ლის მფლო­ბე­ლი იყო კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბი­დან­ვე - 2013 წლის 25 თე­ბერ­ვლი­დან, თუმ­ცა მაია მი­მი­ნოშ­ვილს ამის შე­სა­ხებ არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თე­ბია. ალექ­სან­დრე ყან­ჩა­ველ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი წილი 140 ათას ლა­რად ირაკ­ლი ქა­ფი­ა­ნი­ძეს 2017 წლის 30 იან­ვარს მი­ყი­და.

მი­მი­მოშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის კავ­ში­რი აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ას­თან მით უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ „არქი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის” კი­დევ ერთი მე­წი­ლე (59%) სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­დან ივ­ლი­ა­ნე წუ­ლა­ია და დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ წუ­ლა­ია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მსხვი­ლი შემ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან: ივ­ლი­ა­ნე წუ­ლა­ი­ამ 2016-2017 წლებ­ში მმარ­თველ გუნდს 110 000 ლარი, თენ­გიზ წუ­ლა­ი­ამ კი 2016 წელს 50 000 ლარი შეს­წი­რეს.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ბოლო ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ორი გა­რე­მო­ე­ბა - გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის რძალ­მა, ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­იშ­ვილ­მა (რო­მე­ლიც, ასე­ვე, მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს) 2016 წლის 12 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში, მუ­ხი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში 60 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბი შე­ი­ძი­ნა. ამას­თან, მი­ქე­ლა­იშ­ვი­ლი 2016 წლის 8 დე­კემ­ბერს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი შპს „კთ-ს” დი­რექ­ტო­რი და 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2009-2012 წლებ­ში რძა­ლი - ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­იშ­ვი­ლი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და, ხოლო 2014- 2016 წლებ­ში მი­მი­ნოშ­ვი­ლის შვი­ლი - ალექ­სან­დრე ყან­ჩა­ვე­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბა­თუ­მის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იყო. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული - რძალი და შვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდნენ...

მაია მიმინოშვილის ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არაა მითითებული - რძალი და შვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდნენ...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო, დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.

ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული

ორგანიზაციის ცნობით, მაია მიმინოშვილის 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14%-იან წილს შპს „არქი დეველოპმენტში”. აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე - 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიყიდა.

მიმიმოშვილის ოჯახის წევრის კავშირი აღნიშნულ კომპანიასთან მით უფრო საყურადღებოა, რომ „არქი დეველოპმენტის” კიდევ ერთი მეწილე (59%) საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ივლიანე წულაია და დირექტორი თენგიზ წულაია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველები არიან: ივლიანე წულაიამ 2016-2017 წლებში მმართველ გუნდს 110 000 ლარი, თენგიზ წულაიამ კი 2016 წელს 50 000 ლარი შესწირეს.

მაია მიმინოშვილის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული კიდევ ორი გარემოება - გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის რძალმა, ქეთევან მიქელაიშვილმა (რომელიც, ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს) 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მშენებარე კორპუსში 60 კვადრატული მეტრის ფართობი შეიძინა. ამასთან, მიქელაიშვილი 2016 წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „კთ-ს” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია.

მაია მიმინოშვილის ოჯახის წევრები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში

მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2009-2012 წლებში რძალი - ქეთევან მიქელაიშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2014- 2016 წლებში მიმინოშვილის შვილი - ალექსანდრე ყანჩაველი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი იყო. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ