როგორც ჩანს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ფეხსაცმელების მიმართ გულგრილი არ არის - მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც „ბალენსიაგას“ ბოტასები აცვია.
სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი შესანიშნავად გამოიყურება.
მიშა რა მაგარ ვიდზე ხარ -ბენჟამინ ბატონი ხარ აქ ყველა ბერდება და შენ პირიქით... ერთი შენი დრაივი უნდა ამ ჭაობს
საუკეთესო ფორმაში ხართ, ბატონო მიხეილ!
მიშა სუპერ, უმაგრეს ფორმაში! მალე საქართველოში! ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ბოტასები, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს აცვია, 765 ევრო ღირს.