10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება
18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

18 წლის მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძეს, რო­მელ­საც ხერ­ხემ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვს, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა. მო­ზარ­დი 35 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, უჭირს გა­და­ად­გი­ლე­ბა, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა, ცალი ფილ­ტვი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, აწუ­ხებს ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა, არ­სე­ბობს გზა, რი­თაც ის ძა­ლი­ან მალე შეძ­ლებს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გვა­შო­რებს და ჩვენ ერ­თად შევ­ძლებთ მი­ში­კოს­თვის ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის შექ­მნას.

ბი­ჭის ოპე­რა­ცი­ის­თვის 60 ათა­სი ლა­რია სა­ჭი­რო. სამ­წუ­ხა­როდ, სხვი­ტა­რი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობს და შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­დან აქვთ, ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მო­ად­გენს.

მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძის და­სახ­მა­რებ­ლად, „ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ ორ­გა­ნი­ზე­ბით 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­ი­მარ­თა, სა­დაც სრუ­ლად გა­ი­ყი­და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის მიერ უსას­ყიდ­ლოდ გად­მო­ცე­მუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. ჯამ­ში შე­მო­სულ­მა თან­ხამ 18 600 ლარი შე­ად­გი­ნა, თუმ­ცა ეს თან­ხა არ არის საკ­მა­რი­სი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

„ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა“ გა­ა­ორ­მა­გა ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა და ჯამ­ში 40 ათა­სი ლარი გა­ი­ღო მი­ში­კოს და­სახ­მა­რებ­ლად. დღემ­დე, ფონ­დის და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბით, მი­ში­კოს ჩა­უ­ტარ­და არა­ერ­თი გა­მოკ­ვლე­ვა და საკ­მა­ოდ მძი­მე წინა სა­ო­პე­რა­ციო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო სამ­ზა­დის­თან ერ­თად, „ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ ამ ხნის მან­ძილ­ზე აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან.

და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის და მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფონდმა მი­ი­ღო წე­რი­ლი თურ­ქე­თის ერთ-ერთი წამ­ყვან კლი­ნი­კი­დან, სა­დაც ექი­მე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის.

„ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ მად­ლო­ბას უხ­დის თი­თო­ე­ულ კომ­პა­ნი­ას, რომ­ლებ­მაც გა­მოთ­ქვეს მზა­ო­ბა და გვერ­დში და­უდ­გნენ მი­ხე­ილ სხვი­ტა­რი­ძეს. ასე­ვე, მად­ლო­ბა მხატ­ვრებს - გია ბუ­ღა­ძეს, ოლეგ ტიმ­ჩენ­კოს, გია ჯა­ფა­რი­ძეს, გივი თო­ი­ძეს, მაია თო­ი­ძეს, და­ვით პო­პი­აშ­ვილს, ნინო ჩაკ­ვე­ტა­ძეს, გია გუ­გუშ­ვილს, ნანი ფო­ცხვე­რაშ­ვილს, და­ვით ბა­ძა­ღუ­ას, თეა თო­მა­ძეს, ირმა სვა­ნი­ძეს, ბაჩო გე­გუ­ჩა­ძეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რებ­სა და სტუ­დენ­ტებს, უან­გა­რო დახ­მა­რე­ბის­თვის.

„ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ სთხოვს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გვერ­დში და­უდ­გეს მი­ში­კოს და ქველ­მოქ­მე­დე­ბით შე­მო­უ­ერ­თდეს კე­თილ საქ­მეს. მი­ზა­ნი მიღ­წე­ვა­დია და ამის­თვის სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არის სა­ჭი­რო!

„ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ 2014 წელს და­არ­სდა და ამ პე­რი­ოდ­ში 1000-მდე საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბის მთა­ვარ წყა­როს წარ­მო­ად­გენს კომ­პა­ნია „ფრეს­კო“ და მისი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში“ შე­მო­სუ­ლი თი­თო­ე­ლი ლარი 100%-ით ხმარ­დე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს.

„ფრეს­კოს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ ან­გა­რი­შის ნო­მე­რია:

ბან­კის კოდი: BAGAGE22 სს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" ა/ა GE75BG0000000349521500GEL

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

18 წლის ბიჭი, რომელიც 35 კგ-ს იწონის ხერხემლის იშვიათი დაავადებით იტანჯება - მიშიკო სხვიტარიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება

18 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე დაავადება აქვს, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. მოზარდი 35 კილოგრამს იწონის, უჭირს გადაადგილება, დაქვეითებული აქვს მხედველობა, ცალი ფილტვი არ ფუნქციონირებს, აწუხებს ძლიერი ტკივილები. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა, არსებობს გზა, რითაც ის ძალიან მალე შეძლებს გამოჯანმრთელებას. მიზნის შესრულებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს და ჩვენ ერთად შევძლებთ მიშიკოსთვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნას.

ბიჭის ოპერაციისთვის 60 ათასი ლარია საჭირო. სამწუხაროდ, სხვიტარიძეების ოჯახისთვის, რომელიც ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს და შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებიდან აქვთ, ფინანსების მოძიება ძალიან დიდ სირთულეებს წარმოადგენს.

მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით 2017 წლის დეკემბერში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც სრულად გაიყიდა ქართველი მხატვრების მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული ნამუშევრები. ჯამში შემოსულმა თანხამ 18 600 ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ გააორმაგა ღონისძიებიდან შემოსული თანხა და ჯამში 40 ათასი ლარი გაიღო მიშიკოს დასახმარებლად. დღემდე, ფონდის დამატებითი დაფინანსებით, მიშიკოს ჩაუტარდა არაერთი გამოკვლევა და საკმაოდ მძიმე წინა საოპერაციო მოსამზადებელი პროცედურები. წინასაოპერაციო სამზადისთან ერთად, „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ამ ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან.

დაუზოგავი შრომის და მცდელობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფონდმა მიიღო წერილი თურქეთის ერთ-ერთი წამყვან კლინიკიდან, სადაც ექიმები გამოთქვამენ მზადყოფნას ოპერაციის ჩატარებისთვის.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მადლობას უხდის თითოეულ კომპანიას, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა და გვერდში დაუდგნენ მიხეილ სხვიტარიძეს. ასევე, მადლობა მხატვრებს - გია ბუღაძეს, ოლეგ ტიმჩენკოს, გია ჯაფარიძეს, გივი თოიძეს, მაია თოიძეს, დავით პოპიაშვილს, ნინო ჩაკვეტაძეს, გია გუგუშვილს, ნანი ფოცხვერაშვილს, დავით ბაძაღუას, თეა თომაძეს, ირმა სვანიძეს, ბაჩო გეგუჩაძეს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორებსა და სტუდენტებს, უანგარო დახმარებისთვის.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ სთხოვს სხვადასხვა ორგანიზაციას, გვერდში დაუდგეს მიშიკოს და ქველმოქმედებით შემოუერთდეს კეთილ საქმეს. მიზანი მიღწევადია და ამისთვის სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო!

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა და ამ პერიოდში 1000-მდე საქველმოქმედო აქტივობა აქვს ჩატარებული. ფონდის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს კომპანია „ფრესკო“ და მისი ერთგული მომხმარებლების შემოწირულობები. მნიშვნელოვანია, რომ „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდში“ შემოსული თითოელი ლარი 100%-ით ხმარდება ბენეფიციარებს.

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ანგარიშის ნომერია:

ბანკის კოდი: BAGAGE22 სს "საქართველოს ბანკი" ა/ა GE75BG0000000349521500GEL

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი