მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კო­ჯრის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, 5 პირი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი არი­ან ამა­ვე აკა­დე­მი­ის მე­თა­უ­რი ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ზ.ზ., აკა­დე­მი­ის სერ­ჟან­ტი, მთა­ვა­რი სერ­ჟან­ტი გ. ბ., საშ­ტა­ბო და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი მა­ი­ო­რი ა. რ., ასე­უ­ლის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ვ. მ. და ასე­უ­ლის სერ­ჟან­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სერ­ჟან­ტი ა.გ.

„სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის, რო­გორც სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას არ ახორ­ცი­ე­ლებს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის ტე­რი­ტო­რი­ის და მას­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის საშ­ტა­ბო და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ასე­უ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ობი­ექ­ტის დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ის შე­სა­ბა­მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის კო­ჯრის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ა­ში 1-ელ აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რის აკა­დე­მი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სი­გა­რე­ტის მო­სა­წევ სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას და­ი­წყო, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. შე­დე­გად სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ხუ­თი­ვე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, მათ შო­რის სამს და­უდ­გინ­და ცივი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი, ხოლო ორი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად და­შავ­და. ხუ­თი­ვე მათ­გა­ნი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იქნა მო­თავ­სე­ბუ­ლი. ხუ­თი­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

„შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს შსს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი; დად­გინ­და და მოწ­მის სტა­ტუ­სით გა­მო­ი­კი­თხნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე და თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბი; სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვი­სათ­ვის ამო­ღე­ბუ­ლია ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის ტან­საც­მე­ლი; გა­მო­ი­კი­თხა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლი“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 5 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ., აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ., საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ., ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების სარდლობის ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვით უზრუნველყოფას არ ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიის და მასზე განლაგებული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს სერჟანტთა აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული. შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში 1-ელ აგვისტოს საღამოს საათებში მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები; საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი; გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი" - ნატო-ს გენერალური მდივანი ყარაბაღის კონფლიქტზე

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ფრონტის ხაზის გარღვევას უშედეგოდ ცდილობს, აზერბაიჯანი კი ყარაბაღიდან სომხების განდევნაზე იუწყება - ვითარება კონფლიქტის ზონაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის "ლიდერი" მძიმედ დაჭრილია - ბოლო ცნობები საომარი ზონიდან