მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას
ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას

დღეს დი­ლი­დან გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ჩემ­თვის ეს გან­ცხა­დე­ბა იყო სამ­წუ­ხა­რო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი. მინ­და ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდი­ვან­მა, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ საბ­ჭო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნინო გვე­ნე­ტა­ძეს და პი­რა­დად მას გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ბოლო დროს მათი ხედ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ახ­ლოვ­და.კი­თხვა­ზე, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ნინო გვე­ნე­ტა­ძის მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭოს მხრი­დან ზე­წო­ლის სა­კითხს, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის მცდე­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­ი­ტა­ნონ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კით და­იტ­ვირ­თოს სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მა.

„ეს ნამ­დვი­ლად არ არის ასე. იცით, საბ­ჭოს სხდო­მე­ბი­და­ნაც, რომ გარ­კვე­ულ თე­მებ­ზე გვქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ჩვენ გა­და­სუ­ლი ვი­ყა­ვით საქ­მი­ა­ნო­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში. ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ თით­ქმის ერ­თსუ­ლოვ­ნად იყო საბ­ჭო ყვე­ლა სა­კი­თხის მი­მართ გან­წყო­ბი­ლი. ეს აგ­რეთ­ვე და­დას­ტურ­და სტრა­ტე­გი­ის შეს­რუ­ლე­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით და თუ არ ვცდე­ბი, თავ­მჯდო­მა­რე­მაც გა­ა­კე­თა ამა­ზე კო­მენ­ტა­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის თქმით, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ას­რუ­ლებს ნინო გვე­ნე­ტა­ძის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მზია თო­დუა. მისი თქმით, ის არის სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე და ამავდრო­უ­ლად უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. შე­სა­ბა­მი­სად, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ყოფ­ნი­სას ის ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ამ ფუნ­ქცი­ას იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მოქ­მე­დი მდი­ვა­ნი, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე შე­ას­რუ­ლებს.შე­გახ­სე­ნებთ, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო გვე­ნე­ტა­ძე და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ნინო გვე­ნე­ტა­ძე გა­დად­გო­მის მი­ზე­ზად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ზღვარ­გა­რეთ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ასა­ხე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას

ვინ შეასრულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას

დღეს დილიდან გავრცელდა განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ნინოს, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნინო გვენეტაძეს და პირადად მას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, თუმცა ბოლო დროს მათი ხედვები მნიშვნელოვნად დაახლოვდა.კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლის საკითხს, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკით დაიტვირთოს სასამართლოს სისტემა.

„ეს ნამდვილად არ არის ასე. იცით, საბჭოს სხდომებიდანაც, რომ გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოებული იყო. ჩვენ გადასული ვიყავით საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო ყველა საკითხის მიმართ განწყობილი. ეს აგრეთვე დადასტურდა სტრატეგიის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით და თუ არ ვცდები, თავმჯდომარემაც გააკეთა ამაზე კომენტარი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება პროცედურებს, გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ნინო გვენეტაძის პირველი მოადგილე მზია თოდუა. მისი თქმით, ის არის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ის ასრულებს მოვალეობას.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ამ ფუნქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები