ავტორი:

"აზერბაიჯანში პოპულარული ვარ... ჩემს სიმღერებს უსმენენ" - ვისი მიწვევით ჩავიდნენ სტეფანე და სოფო ნიჟარაძე ბაქოში "Жара 2018"-ზე

"აზერბაიჯანში პოპულარული ვარ... ჩემს სიმღერებს უსმენენ" - ვისი მიწვევით ჩავიდნენ სტეფანე და სოფო ნიჟარაძე ბაქოში "Жара 2018"-ზე

ბოლო დროს სტეფანე მღებრიშვილი კონცერტს კონცერტზე მართავს, მსმენელიც აქტიურობს, უყვარს მისი სიმღერები და კონცერტზეც უამრავი მსმენელი დადის. ამჯერად მომღერალმა საკუთარ დაბადების დღეს, 3 აგვისტოს დაამთხვია კონცერტი, რომელსაც მოუთმენლად ელის, თუმცა იმაზე ღელავს, რომ სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. მაგრამ იმასაც ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ ამინდში თავი არ დაზოგოს და მსმენელი გაახაროს.

რამდენიმე დღის წინ სტეფანემ ბაქოშიც მოასწრო წასვლა, სადაც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე - "Жара 2018"-ზე იყო მიწვეული სოფო ნიჟარაძესთან ერთად. ფესტივალი უკვე ორი წელია ბაქოში იმართება და ყოველწლიურად უამრავი ცნობილი მუსიკოსი სტუმრობს, რომელთა შორის რუსული ესტრადის ვარსკვლავები ჭარბობენ. წელს ფესტივალის მონაწილეებს შორის იყვნენ: სოსო პავლიაშვილი, ვალერი მელაძე, ვერა ბრეჟნევა, ანი ლორაკი, გრეგორი ლეპსი, ემინი, ქეთა თოფურია და "ა სტუდიო" და სხვები. ფესტივალზე სპეციალური მიწვევით მომღერალი ბუბა კიკაბიძე იმყოფებოდა, რომელიც ბაქოში ყოველთვის სასურველი სტუმარია.

AMBEBI.GE შთაბეჭდილებების გასაზიარებლად სტეფანე მღებრიშვილს დაუკავშირდა.

- ამ ფესტივალს ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი ატარებს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და პრეზიდენტ ალიევის სიძე იყო. დიდი ისტორიის მქონე ადამიანია და სწორედ მისი მოწვევით მოვხვდით იქ მე და სოფო ნიჟარაძე. ჩემგან ამის თქმა უხერხულია, მაგრამ უნდა ვთქვა, აზერბაიჯანში პოპულარული ვარ, მიცნობენ, შარშან აქტიურად ვმუშაობდი იქ. ჩემს სიმღერებს ინტენსიურად უსმენენ. განსაკუთრებით პოპულარულია ინგლისურენოვანი სიმღერა და "მე შენ დაგელოდები". ამ ფესტივალისთვის მუსიკოსებს ასე არჩევენ - ვის იცნობს აზერბაიჯანელი მაყურელი და ვინ არის მათთან პოპულარული.

- ფესტივალზე ბუბა კიკაბიძეც იყო და ყველამ ერთად წითელ ხალიჩაზე გაიარეთ...

- კი, ბატონი ბუბა ბატონი ბუბაა და აზარბაიჯანში ყოველთვის სასურველი სტუმარია... ისე დაემთხვა, რომ კონცერტზე ერთმანეთის მიყოლებით გამოვედით ქართველები: ჯერ ბუბა კიკაბიძე, მე და სოფო. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ფესტივალია და რუსი ვარსკვლავებიც იყვნენ, ასევე ადგილობრივები, აზერბაიჯანელი ვარსკვლავებიც. ვინც კი პოპულარულია, ყველა იქ იყო. ოთხივე დღეს ვიყავი მიწვეული, მაგრამ უდროობის გამო, რადგან აქ კონცერტისთვის ვემზადები, 29-ში ჩავფრინდი და 30-ში გამოვფრინდი. სოფო 28-ში ჩავიდა...

ძალიან მაგარი ხალხია აზერბაიჯანელები, ყოველთვის კომფორტულია მათთან სტუმრობა. საოცარი სცენა აქვთ და საოცარ კონცერტებს მართავენ. ამიტომ მიყვარს იქ სტუმრობა. ამჯერადაც უმაღლესი მასპინძლობა ჰქონდათ. ძალიან კმაყოფილები ვართ.

ვერ ვიტყვი, რომ სხვა დროს მონაწილეობა არ მიმიღია დიდი მასშტაბის კონცერტებში, იცით, რომ ევროპაში ბევრ ადგილას გამოვსულვარ, მაგრამ ეს ფესტივალი უმაღლეს ხარისხში, პროფესიონალურ დონეზე კეთდება. მართლა ძალიან მადლობელი ვარ ყველაფრით, რაც იქ მოხდა, ძალიან სასიამოვნო იყო და კარგი შთაბეჭდილებით დავბრუნდი.

ახლა კონცერტისთვის ვემზადები და ძალიან ვნერვიულობ. როგორც ყოველთვის ბილეთები გაყიდულია, მადლობელი ვარ. ეს მადლობები როგორ გადავიხადო არ ვიცი, ვეცდები, ადამიანებს ისევ კონცერტით მაინც დავუბრუნო. მაწუხებს ის, რომ წვიმაა გამოცხადებული. ახლა ვზივარ და ცაში ვიყურები და რომ გელაპარაკებით, გონება სულ ამისკენ გამირბის...

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?

"საბედნიეროდ, მასთან არ მქონია კონტაქტი" - მამუკა ჩარკვიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა