პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება
ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება

აშშ-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ გა­ნა­ცხა­და.

„აშშ-ს მცდე­ლო­ბა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს ჩვენს ორ მი­ნისტრს თურ­ქე­თის მხრი­დან უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა. ჩვენ ვერ შევ­ძლებთ სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას თუ აშშ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცია არ გა­ი­აზ­რებს, რომ ამ­გვა­რი მე­თო­დე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია არა­კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მიღ­წე­ვა“, - აღ­ნიშ­ნა მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუმ.

გუ­შინ აშშ-ს ხა­ზი­ნას დე­პარ­ტა­მენ­ტმა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს აბ­დულ­ჰა­მით გი­ულ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუს ამე­რი­კე­ლი პას­ტო­რის ენ­დრიუ ბრან­სო­ნის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. პრო­ტეს­ტან­ტი პას­ტო­რი ენ­დრიუ ბრან­სო­ნი, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში, იზ­მირ­ში ცხოვ­რობ­და, 2017 წელს და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად თურ­ქეთ­ში აკ­რძა­ლულ „ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ას­თან“ და ფე­თჰუ­ლაჰ გი­უ­ლე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან კავ­ში­რი ედე­ბა. ამე­რი­კამ თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის წევ­რებს სან­ქცი­ე­ბი „მაგ­ნიტსკის გლო­ბა­ლუ­რი აქ­ტის“ ფარ­გლებ­ში და­უ­წე­სა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც გა­რე­ულ­ნი არი­ან კო­რუფ­ცი­ა­ში და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დაგ­მო აშშ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვა­შინგტონს მო­უ­წო­და უარი თქვას მას­ზე, ვი­ნა­ი­დან „ეს აგ­რე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არა­ვის ინ­ტე­რე­სებს არ პა­სუ­ხობს, არ დარ­ჩე­ბა სა­პა­სუ­ხო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება

ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა - მევლუთ ჩავუშოღლუს საპასუხო განცხადება

აშშ-ს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„აშშ-ს მცდელობა სანქციები დაუწესოს ჩვენს ორ მინისტრს თურქეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ვერ შევძლებთ საერთო პრობლემების გადაჭრას თუ აშშ-ს ადმინისტრაცია არ გაიაზრებს, რომ ამგვარი მეთოდებით შეუძლებელია არაკანონიერი მოთხოვნების აღსრულების მიღწევა“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გუშინ აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულსა და შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაკავებასთან დაკავშირებით. პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ამერიკამ თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში დაუწესა, რომელიც მიმართულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც გარეულნი არიან კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ს ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება და ვაშინგტონს მოუწოდა უარი თქვას მასზე, ვინაიდან „ეს აგრესიული პოზიცია, რომელიც არავის ინტერესებს არ პასუხობს, არ დარჩება საპასუხო რეაგირების გარეშე“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე