როგორია დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ექიმების ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკასა და „ამეტელ ჰოსპიტალში“ მოთავსებული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორი სამხედრო მოსამსახურე ამ კლინიკებში გუშინ მოათავსეს.

როგორც „ამეტელ ჰოსპიტალის“ ქირურგმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა, სამხედრო მოსამსახურე სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი.

„გუშინ გაკეთდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და პლევრის ღრუს დამუშავება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად შესაბამის პალატაში იმყოფება და გადის მკურნალობას“, - განაცხადა ქირურგმა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა განუცხადა, 20 წლის სამხედრო მოსამსახურეს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა. ექიმის თქმით, დაჭრილ ჯარისკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

„მუცლის ღრუში შემავალი ჭილობა ჰქონდა. ბადე და კუჭი იყო დაზიანებული, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი პალატაშია მოთავსებული. ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით იყო მიყენებული. შემოყვანის დროს გონზე იყო", - განაცხადა ექიმმა. მისივე ინფორმაციით, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში თავდაპირველად 3 პაციენტი შეიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება, ორი კი გორის ჰოსპოტალში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ