4 ხარჯი, რაც ავტომობილების მფლობელებს ეზრდებათ - ინფოგრაფიკა

4 ხარჯი, რაც ავტომობილების მფლობელებს ეზრდებათ - ინფოგრაფიკა

ავტომობილების მფლობელებისთვის 2018 წელი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ამოქმედდა ტექდათვალიერება, კიდევ უფრო გაძვირდა საწვავი, დაიწყო ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია. მომავალი წლიდან კი მოსალოდნელია თბილისში პარკირების გადახდის სისტემის ცვლილებაც, რაც ცენტრალურ უბნებში პარკირების გაძვირებას გამოიწვევს.

ტექდათვალიერება

დავიწყოთ სავალდებულო ტექდათვალირებით. პერიოდული ინსპექტირების ამოქმედება ეტაპობრივად მიმდინარეობს. იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის.

1 ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.

1 ოქტომბრიდან M1 - 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება გახდება სავალდებულო.

ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება დაიწყება

რაც შეეხება ფასს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის 60 ლარი, ხოლო ყველა სხვა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი ღირს.

საწვავი

ავტომფლობელებისთვის კიდევ ერთი ხარჯი იზრდება. ეს არის საწვავი.

ბენზინის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა. თუ 5 იანვარს მაგალითად, 1 ლიტრი საწვავი "ევრორეგულარი" ერთ-ერთ საშუალოფასიან ბენზინგასამართ სადგურზე ღირდა 2,09 ლარი, დღეს ღირს 2,29 ლარი. გაგრძელება+ინფოგრაფიკა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო