საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს
უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ფარ­გლებ­ში მკვლე­ვა­რებ­მა უნი­კა­ლუ­რი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თეს. ერთ-ერთი სა­თავ­სოს ია­ტა­კის დო­ნე­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ხის ყუთ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტე­ბის გან­ძი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნა­პოვ­ნი მო­ნე­ტე­ბი, ზო­დე­ბი და ფუ­ლა­დი ემის­სი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სპი­ლენ­ძის ფირ­ფი­ტე­ბი, სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე ზა­რა­ფხა­ნის შე­საძ­ლო არ­სე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი" ავ­რცე­ლებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გრძელ­დე­ბა სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცია. ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის სა­ფუძ­ველ­ზე წელს უკვე მე­ექ­ვსე სა­ვე­ლე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სე­ზო­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის კუ­თხით, გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სამ­შვილ­დის ცი­ტა­დელ­ში მიმ­დი­ნა­რე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბის პრო­ცე­სი, სა­დაც მძლავ­რი კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბი და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის ნაშ­თე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

ერთ-ერთი სა­თავ­სოს ია­ტა­კის დო­ნე­ზე ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა ხის ყუთ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტე­ბის გან­ძი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­თხრე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ განძს არ­ქე­ო­ლო­გე­ბი დიდი ალ­ბა­თო­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ შუა სა­უ­კუ­ნე­ებს (სა­ვა­რა­უ­დოდ XII-XIII სს.) მი­ა­კუთ­ვნე­ბენ. გან­ძში მეფე გი­ორ­გი III-ისა და მეფე ლაშა-გი­ორ­გის მო­ნე­ტებ­თან ერ­თად წარ­მოდ­გე­ნი­ლია თა­მარ მე­ფის მო­ნე­ტაც წარ­წე­რით „დე­დო­ფა­ლი დი­დე­ბუ­ლი, მშვე­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა და სარ­წუ­ნო­ე­ბი­სა, თა­მარ ასუ­ლი გი­ორ­გი­სა, მე­სი­ის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი“.

მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ის ფაქ­ტიც, რომ გან­ძში მო­ნე­ტე­ბის გარ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ზო­დე­ბი და ფუ­ლა­დი ემის­სი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სპი­ლენ­ძის ფირ­ფი­ტე­ბი, რაც მათ სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე ზა­რა­ფხა­ნის შე­საძ­ლო არ­სე­ბო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­მაც მსგავ­სი ტი­პის აღ­მო­ჩე­ნას მი­აკ­ვლია. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­შვილ­დის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა-ძი­ე­ბის პრო­ცე­სი 2013 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის (ფონ­დი „ქარ­თუ“) ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით 6 წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლე­ვე­ბი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­რეს­ტავ­რა­ციო-სა­კონ­სერ­ვა­ციო კუ­თხი­თაც წა­რი­მარ­თა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­შვილ­დის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ი­სა და ნა­ქა­ლა­ქა­რის ცენ­ტრა­ლურ უბან­ზე მდე­ბა­რე "პა­ლა­ტის ეკ­ლე­სი­ის’’ სა­მეც­ნი­ე­რო შეს­წავ­ლა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შედ­გა სამ­შვილ­დის კომ­პლექ­სის აერო-ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა, ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი და პა­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, არ­ქე­ო­ბო­ტა­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, ოს­ტე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის შეს­წავ­ლა და რამ­დე­ნი­მე უბ­ნის გე­ო­არ­ქე­ო­ლო­კა­ცი­უ­რი კვლე­ვა.

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­საც პროფ. და­ვით ბე­რი­კაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სამ­შვილ­დე­ში კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ყო­ველ­წლი­ურ სა­ან­გა­რი­შო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს

უნიკალური აღმოჩენა თეთრიწყაროში - არქეოლოგებმა თამარ მეფის დროინდელი მონეტები, ზოდები და სპილენძის ფირფიტები იპოვეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში მკვლევარებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს. ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს. ნაპოვნი მონეტები, ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს. ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს:

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელდება სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიური ექსპედიცია. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე წელს უკვე მეექვსე საველე არქეოლოგიური სეზონი მიმდინარეობს. არქეოლოგიური აღმოჩენების კუთხით, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სამშვილდის ციტადელში მიმდინარე არქეოლოგიური და ინტერდისციპლინური კვლევების პროცესი, სადაც მძლავრი კულტურული ფენები და არქიტექტურული ნაგებობის ნაშთები გამოვლინდა.

ერთ-ერთი სათავსოს იატაკის დონეზე ექსპედიციის წევრებმა ხის ყუთში დაგროვებული მონეტების განძი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად გამოვლენილ განძს არქეოლოგები დიდი ალბათობით განვითარებულ შუა საუკუნეებს (სავარაუდოდ XII-XIII სს.) მიაკუთვნებენ. განძში მეფე გიორგი III-ისა და მეფე ლაშა-გიორგის მონეტებთან ერთად წარმოდგენილია თამარ მეფის მონეტაც წარწერით „დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი“.

მეცნიერების ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ განძში მონეტების გარდა გაერთიანებულია ზოდები და ფულადი ემისსისათვის განკუთვნილი სპილენძის ფირფიტები, რაც მათ სამშვილდის ნაქალაქარზე ზარაფხანის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებს.

საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიციების ისტორიაში საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც მსგავსი ტიპის აღმოჩენას მიაკვლია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე სამშვილდის ნაქალაქარზე სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს.

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) ფინანსური უზრუნველყოფით 6 წლიანი ინტერვალის განმავლობაში კვლევები არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული მიმართულებების პარალელურად სარესტავრაციო-საკონსერვაციო კუთხითაც წარიმართა, რომლის შედეგადაც განხორციელდა სამშვილდის წმ. გიორგის ეკლესიისა და ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარე "პალატის ეკლესიის’’ სამეცნიერო შესწავლა და რეაბილიტაცია. ამავე პროექტის ფარგლებში შედგა სამშვილდის კომპლექსის აერო-ფოტო-ვიდეო გადაღება, ანთროპოლოგიური და პალინოლოგიური კვლევები, არქეობოტანიკური კვლევები, ოსტეოლოგიური მასალის შესწავლა და რამდენიმე უბნის გეოარქეოლოკაციური კვლევა.

არქეოლოგიური და ინტერდისციპლინარული კვლევები, რომელსაც პროფ. დავით ბერიკაშვილი ხელმძღვანელობს, სამშვილდეში კვლავაც გრძელდება. საბოლოო ანგარიში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ყოველწლიურ საანგარიშო კონფერენციაზე, მიმდინარე წლის დეკემბერში იქნება წარმოდგენილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ