სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო
ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო

ბრა­ზი­ლი­ა­ში მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვიდ­ნენ. რი­ო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი შედ­გა და მა­თე­მა­ტი­კა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი წვლი­ლის­თვის ოთხ ადა­მი­ანს ფილდსის მე­და­ლი გა­დას­ცეს.

ჯილ­დო იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას „მა­თე­მა­ტი­კის ნო­ბე­ლის პრე­მი­ას“ უწო­დე­ბენ.

მისი მფლო­ბე­ლე­ბი ქა­შერ ბირ­კა­რი, ალე­სიო ფი­გა­ლი, პი­ტერ შოლ­ცე და აქ­შაი ვენ­კა­ტე­ში გახ­დნენ.

მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი პრო­ფე­სო­რი ბირ­კა­რი მოხ­ვდა, რო­მე­ლიც ეროვ­ნე­ბით ქურ­თია და დიდ ბრი­ტა­ნეთს რამ­დე­ნი­მე წლის წინ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სთხო­ვა.

კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ამ­ბობს, რომ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ამ ყვე­ლა­ფერს რე­ა­ლუ­რად მი­აღ­წევ­და. თუმ­ცა, ცე­რე­მო­ნი­ა­ზე უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტსაც ჰქონ­და ად­გი­ლი - ოქ­როს მედ­ლის გა­და­ცე­მის შემ­დეგ ბირ­კა­რის ჩე­მო­და­ნი, რო­მელ­შიც პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო შე­ი­ნა­ხა, და­ი­კარ­გა.

ქა­შერ ბირ­კა­რი ქურ­თის­ტა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ირან-ერა­ყის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე სო­ფელ­ში და­ი­ბა­და. გა­მო­ცე­მას­თან Quanta magazine მან გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ი­რან­ში, მა­თე­მა­ტი­კის კლუბ­ში, სა­დაც თა­ვა­დაც და­დი­ო­და, ფილდსის მედ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის სუ­რა­თე­ბი კედ­ლებ­ზე ეკი­და.

„ვუ­ყუ­რებ­დი და ვე­კი­თხე­ბო­დი ჩემს თავს, ნეტა ოდეს­მე თუ შევ­ხვდე­ბო­დი ამ ადა­მი­ა­ნებს. მა­შინ იმა­საც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ირა­ნი­დან ოდეს­მე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში წა­ვი­დო­დი,“ - ჰყვე­ბა ბირ­კა­რი.

სწავ­ლა თე­ი­რა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი შეძ­ლო, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო და პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ეთხო­ვა. მისი მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. იმ დრო­ის­თვის მა­თე­მა­ტი­კოსს ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი გა­მარ­თუ­ლა­დაც არ შე­ეძ­ლო.

სულ მალე ბირ­კა­რის ნაშ­რომ­მა ბი­რა­ცი­ო­ნა­ლურ გე­ო­მეტ­რი­ა­ში დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მო­უ­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფილდსის მე­დალს, 40 წლამ­დე მა­თე­მა­ტი­კო­სებს ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში ერთხელ აჯილ­დო­ე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 15 ათას კა­ნა­დურ დო­ლარს იღებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო

ქურთმა ლტოლვილმა მათემატიკაში უმაღლესი ჯილდო მიიღო

ბრაზილიაში მათემატიკოსები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩავიდნენ. რიოში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონიალი შედგა და მათემატიკაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ოთხ ადამიანს ფილდსის მედალი გადასცეს.

ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას „მათემატიკის ნობელის პრემიას“ უწოდებენ.

მისი მფლობელები ქაშერ ბირკარი, ალესიო ფიგალი, პიტერ შოლცე და აქშაი ვენკატეში გახდნენ.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კი პროფესორი ბირკარი მოხვდა, რომელიც ეროვნებით ქურთია და დიდ ბრიტანეთს რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ამ ყველაფერს რეალურად მიაღწევდა. თუმცა, ცერემონიაზე უსიამოვნო ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი - ოქროს მედლის გადაცემის შემდეგ ბირკარის ჩემოდანი, რომელშიც პრესტიჟული ჯილდო შეინახა, დაიკარგა.

ქაშერ ბირკარი ქურთისტანის პროვინციაში, ირან-ერაყის საზღვართან მდებარე სოფელში დაიბადა. გამოცემასთან Quanta magazine მან განაცხადა, რომ თეირანში, მათემატიკის კლუბში, სადაც თავადაც დადიოდა, ფილდსის მედლის გამარჯვებულების სურათები კედლებზე ეკიდა.

„ვუყურებდი და ვეკითხებოდი ჩემს თავს, ნეტა ოდესმე თუ შევხვდებოდი ამ ადამიანებს. მაშინ იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ირანიდან ოდესმე დასავლეთის ქვეყნებში წავიდოდი,“ - ჰყვება ბირკარი.

სწავლა თეირანის უნივერსიტეტში გააგრძელა, მოგვიანებით კი შეძლო, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. იმ დროისთვის მათემატიკოსს ინგლისურად საუბარი გამართულადაც არ შეეძლო.

სულ მალე ბირკარის ნაშრომმა ბირაციონალურ გეომეტრიაში დიდი წარმატება მოიპოვა და პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

რაც შეეხება ფილდსის მედალს, 40 წლამდე მათემატიკოსებს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ აჯილდოებენ. თითოეული გამარჯვებული 15 ათას კანადურ დოლარს იღებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე