მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა ძაღლი ბათურა "მაშველად" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ოთხფეხა მეგობარი გაწვრთნა
როგორ იქცა ძაღლი ბათურა "მაშველად" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ოთხფეხა მეგობარი გაწვრთნა

ბა­თუ­მის ზღვის­პი­რე­თის ახა­ლი "მაშ­ვე­ლი" ძაღ­ლი, ბა­თუ­რა სრუ­ლი­ად "სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის" ​ვარ­სკვლა­ვი გახ­და. ვი­დე­ოს, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა, "ფე­ის­ბუქ­ზე" უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს.

რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­თუ­რა 32 წლის მაშ­ველ­მა გო­დერ­ძი გო­გიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­თუმ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვა. ძაღ­ლი ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს თა­ვი­დან­ვე მი­ე­კედ­ლა და აღარ ჩა­მო­შო­რე­ბია. მაშ­ველ­მა ძაღ­ლის გაწ­ვრთნა და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მას მაშ­ვე­ლის ინ­სტინ­ქტე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­და და ახლა ის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს.

Ambebi.ge გო­დერ­ძი გო­გიშ­ვილს ესა­უბ­რა:

"ორი თვეა სა­ნა­პი­რო­ზე მაშ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ. ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა წელს და­ვი­წყე. საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში დი­ლი­დან გვი­ან ღა­მემ­დე ვმუ­შა­ობ. ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი სა­ნა­პი­რო­ზე ვი­პო­ვე, ორი თვეა ჩემ­თან იმ­ყო­ფე­ბა, ყავს თუ არა პატ­რო­ნი არ ვიცი. ამ დრომ­დე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. კარ­გი მე­გო­ბა­რია და ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვარს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მის­თვის სა­მაშ­ვე­ლო წე­სე­ბი მეს­წავ­ლე­ბი­ნა - რო­დე­საც წყალ­ში შევ­დი­ო­დი და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ვცდი­ლობ­დი ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რომ უკან მომ­დევ­და ზღვა­ში. ეს რომ შევ­ნიშ­ნე გა­დავ­წყვი­ტე, მის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა მეს­წავ­ლე­ბი­ნა. უკვე იცის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ინ­ვენ­ტა­რი წყალ­ში მო­გა­წო­დოს. ჯერ­ჯე­რო­ბით სწავ­ლის რე­ჟიმ­ში ვართ",- ამ­ბობს მაშ­ვე­ლი გო­დერ­ძი გო­გიშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.

ნა­ხეთ ვი­დეო: ძაღ­ლი ბა­თუ­რა, რო­მე­ლიც მაშ­ვე­ლად მუ­შა­ობს - რა გზა გა­ი­ა­რა ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლავ­მა, ვიდ­რე ის მაშ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორ იქცა ძაღლი ბათურა "მაშველად" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ოთხფეხა მეგობარი გაწვრთნა

როგორ იქცა ძაღლი ბათურა "მაშველად" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელმაც ოთხფეხა მეგობარი გაწვრთნა

ბათუმის ზღვისპირეთის ახალი "მაშველი" ძაღლი, ბათურა სრულიად "სოციალური ქსელის" ​ვარსკვლავი გახდა. ვიდეოს, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა, "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი აზიარებს.

როგორც გაირკვა, ბათურა 32 წლის მაშველმა გოდერძი გოგიშვილმა რამდენიმე თვის წინ ბათუმში, ქუჩაში იპოვა. ძაღლი ახალგაცნობილ მეგობარს თავიდანვე მიეკედლა და აღარ ჩამოშორებია. მაშველმა ძაღლის გაწვრთნა დაიწყო, რამდენიმე თვეში მას მაშველის ინსტინქტები გამოუმუშავდა და ახლა ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.

Ambebi.ge გოდერძი გოგიშვილს ესაუბრა:

"ორი თვეა სანაპიროზე მაშველად ვმუშაობ. ამ სამსახურში მუშაობა წელს დავიწყე. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობ. ოთხფეხა მეგობარი სანაპიროზე ვიპოვე, ორი თვეა ჩემთან იმყოფება, ყავს თუ არა პატრონი არ ვიცი. ამ დრომდე არ გამოჩენილა. კარგი მეგობარია და ადამიანები უყვარს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე მისთვის სამაშველო წესები მესწავლებინა - როდესაც წყალში შევდიოდი და ადამიანების გადარჩენას ვცდილობდი ვაკვირდებოდი, რომ უკან მომდევდა ზღვაში. ეს რომ შევნიშნე გადავწყვიტე, მისთვის ადამიანების გადარჩენა მესწავლებინა. უკვე იცის, თუ როგორ შეიძლება სამაშველო ინვენტარი წყალში მოგაწოდოს. ჯერჯერობით სწავლის რეჟიმში ვართ",- ამბობს მაშველი გოდერძი გოგიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ნახეთ ვიდეო: ძაღლი ბათურა, რომელიც მაშველად მუშაობს - რა გზა გაიარა ინტერნეტვარსკვლავმა, ვიდრე ის მაშველი გახდებოდა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ