ცნობილი მოდელი, კარლი კლოსი ჯოშუა კუშნერზე ქორწინდება. ჯოშუა აშშ-ს პრეზიდენტის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმაა. წყვილი 6-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა.
თუმცა, როგორც მედიამ გაარკვია, კლოსმა ჯოშუასგან დაქორწინების შეთავაზებამდე მამაკაცის რწმენა მიიღო, კუშნერები იუდეველები არიან.
იუდეველი გახდა ივანკა ტრამპიც, მან სარწმუნოება ჯარედ კუშნერზე დაქორწინებამდე, 2009 წელს მიიღო. პრეზიდენტის ქალიშვილი და სიძე ზედმიწევნით იცავენ ყველა წესს, რასაც მათი რელიგია მორწმუნეებისგან მოითხოვს. მიუხედავად თეთრ სახლში მათზე დაკისრებული სერიოზული მოვალეობებისა, ივანკა და ჯარედი პარასკევს საღამოს (შაბათის ჩათვლით) თიშავენ ტელეფონებს, ინტერნეტს, ტელევიზორს.
კარლიმ და ჯოშმა ნიშნობის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ბრილიანტის ბეჭდის ფოტოც გააზიარა.
მაზლისა და მოდელის ნიშნობის შესახებ სოციალურ ქსელში ივანკა ტრამპმაც დაწერა.
„ძალიან ბედნიერი ვარ შენი და ჯოშის გამო! ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემი და იქნები, კარლი. დარწმუნებული ვარ, უამრავი საერთო ბედნიერი მოგონება გვექნება ათწლეულების შემდეგ, როგორც ერთი ოჯახის წევრებს!“ - დაწერა ივანკამ „ინსტაგრამზე“.
თუმცა, წყვილებს ერთი „უხერხული“ მოგონება უკვე აქვთ - ჯოშმა და კარლიმ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ ხმა ჰილარი კლინტონს მისცეს.