მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის
გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის

მექ­სი­კურ სე­რი­ალს „ვე­ლუ­რი გული“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 90-იან წლებ­ში ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და. მთა­ვა­რი გმი­რე­ბის, მო­ნი­კა­სა და ხუ­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი თა­ნაბ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ.

მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და. ხუ­ა­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი გარ­და­იც­ვა­ლა, „მო­ნი­კა“ კი - სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის.

მო­ნი­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მექ­სი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მო­ცეკ­ვა­ვე ედიტ გონ­ზა­ლე­სი ახლა 53 წლი­საა. ექი­მებ­მა მას სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს და და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობს.

მსა­ხი­ობ­მა თმე­ბის გა­რე­შე არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­თვის იპო­ზი­ო­რა, სურს, შვი­ლის­თვის მა­მა­ცი დედა იყოს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, სიმ­სივ­ნეს და­ა­მარ­ცხებს.

და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა პირ­ვე­ლად 2017 წელს ისა­უბ­რა.

„სიმ­სივ­ნე­ზე იუ­მო­რით ვლა­პა­რა­კობ. ეს არა­ვის ეს­მის, რად­გან მე შავი იუ­მო­რი მაქვს, თუმ­ცა არ მივ­ცემ ნე­ბას, და­მა­მარ­ცხოს - არც სუ­ლი­ე­რად, არც ფი­ზი­კუ­რად,“ - გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უ­ში გონ­ზა­ლეს­მა.

და­ა­ვა­დე­ბის გამო, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. ედი­ტი ცდი­ლობს, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

გონ­ზა­ლესს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, კონ­სტან­ცა, რო­მე­ლიც მექ­სი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­გან, სან­ტი­ა­გო კრი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა.

ქა­ლე­ბის გულ­თამ­პყრო­ბე­ლი ედუ­არ­დო პა­ლო­მო, რო­მე­ლიც „ვე­ლურ გულ­ში“ ხუ­ა­ნის როლს ას­რუ­ლებ­და, 41 წლის ასაკ­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

პა­ლო­მო რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­ნე­ბა და­კარ­გა. მსა­ხი­ო­ბი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

პა­ლო­მომ ფილმში პირ­ვე­ლად 12 წლის ასაკ­ში ითა­მა­შა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ სე­რი­ალ­მა „ვე­ლუ­რი გული“ მო­უ­ტა­ნა.

ცხოვ­რე­ბის ბოლო წლე­ბი მან აშშ-ში გა­ა­ტა­რა, მსა­ხი­ობს სურ­და, ამე­რი­კულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მი­ეღ­წია წარ­მა­ტე­ბის­თვის.

ედუ­არ­დო პა­ლო­მო სა­ი­ენ­ტო­ლო­გი იყო, მას ორი შვი­ლი დარ­ჩა.

გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის

გახსოვთ "ველური გული"? - "ხუანი" გარდაიცვალა, "მონიკა" კი მძიმე დაავადებას ებრძვის

მექსიკურ სერიალს „ველური გული“ საქართველოში 90-იან წლებში ყველა ასაკის ადამიანი უყურებდა. მთავარი გმირების, მონიკასა და ხუანის სიყვარულის ისტორიას ქალები და კაცები თანაბრად გულშემატკივრობდნენ.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ხუანის როლის შემსრულებელი მსახიობი გარდაიცვალა, „მონიკა“ კი - სიმსივნეს ებრძვის.

მონიკას როლის შემსრულებელი, მექსიკელი მსახიობი და მოცეკვავე ედიტ გონზალესი ახლა 53 წლისაა. ექიმებმა მას სიმსივნე დაუდგინეს და დაავადებასთან ბრძოლას განაგრძობს.

მსახიობმა თმების გარეშე არაერთი ჟურნალისთვის იპოზიორა, სურს, შვილისთვის მამაცი დედა იყოს და დარწმუნებულია, სიმსივნეს დაამარცხებს.

დაავადების შესახებ მსახიობმა პირველად 2017 წელს ისაუბრა.

„სიმსივნეზე იუმორით ვლაპარაკობ. ეს არავის ესმის, რადგან მე შავი იუმორი მაქვს, თუმცა არ მივცემ ნებას, დამამარცხოს - არც სულიერად, არც ფიზიკურად,“ - განაცხადა ინტერვიუში გონზალესმა.

დაავადების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ედიტი ცდილობს, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იყოს ორიენტირებული.

გონზალესს ერთი ქალიშვილი ჰყავს, კონსტანცა, რომელიც მექსიკელი პოლიტიკოსისგან, სანტიაგო კრილისგან შეეძინა.

ქალების გულთამპყრობელი ედუარდო პალომო, რომელიც „ველურ გულში“ ხუანის როლს ასრულებდა, 41 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

პალომო რესტორანში ვახშმობდა, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პალომომ ფილმში პირველად 12 წლის ასაკში ითამაშა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება სწორედ სერიალმა „ველური გული“ მოუტანა.

ცხოვრების ბოლო წლები მან აშშ-ში გაატარა, მსახიობს სურდა, ამერიკულ კინემატოგრაფსა და ტელევიზიებში მიეღწია წარმატებისთვის.

ედუარდო პალომო საიენტოლოგი იყო, მას ორი შვილი დარჩა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ