საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები
"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

გი­სო­სებს მიღ­მა მყო­ფე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მუდ­მი­ვად ოც­ნე­ბო­ბენ, თუმ­ცა ყვე­ლამ იცის, რომ ად­ვი­ლი არ არის თა­ვის დაღ­წე­ვა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­რა­ზუ­ლი რკი­ნის კა­რი­დან... შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ცი­ხე­ე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბი გაქ­ცე­ვას სხვა­დას­ხვა გზით მა­ინც ახერ­ხებ­დნენ.

ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ორ­თა­ჭა­ლა­ში იყო, იქ შეს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე რკი­ნის კარი უნდა გა­გევ­ლო, შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ ეზო­ში ხვდე­ბო­დი, სა­დაც პა­ტიმ­რე­ბის კორ­პუ­სი იდგა, იქ პა­ტიმ­რე­ბიმ­კურ­ნა­ლობ­დნენ. მათ­თვის სა­გან­გე­ბოდ იყო შე­მო­ღო­ბი­ლი პა­ტა­რა ეზო, სა­დაც ეკ­ლე­სი­აც იდგა, ლო­ცუ­ლობ­დნენ და დღი­სით ეზო­ში სე­ირ­ნო­ბის უფ­ლე­ბაც ჰქონ­დათ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთელ პე­რი­მეტრზე, ბე­ტო­ნის სქელ კედ­ლებ­ზე, ზე­ვი­დან ეკ­ლი­ა­ნი მავ­თუ­ლი იყო შე­მოვ­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლა კუ­თხე­ში, კოშ­კუ­რებ­ზე ია­რაღ­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუ­შა­გე­ბი მუდ­მი­ვად მო­რი­გე­ობ­დნენ, მათ მთე­ლი პე­რი­მეტ­რი უნდა ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ, თუმ­ცა ამ ბა­რი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ე.წ რეზ­ბალ­ნი­ცი­დან 2000 წლის 2 ოქ­ტომ­ბერს, სკან­და­ლუ­რი გაქ­ცე­ვა მოხ­და.

ცი­ხი­დან ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი გუ­რამ აბ­სან­ძე, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი ვახ­ტანგ (ლოთი) ქო­ბა­ლია და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, სულ 12 ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­გა­ში დი­ლის 12 სა­ათ­ზე ატყდა, როცა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ 12 ადა­მი­ა­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღარ იყო და იქ გა­თხრი­ლი გვი­რა­ბიც იპო­ვეს. ყვე­ლას უკ­ვირ­და, გუ­რამ აბ­სან­ძის აღ­ნა­გო­ბის ადა­მი­ან­მა იმ გვი­რა­ბი­დან გას­ვლა რო­გორ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ ფაქ­ტი რე­ა­ლუ­რი იყო. მთე­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­უდ­გნენ გაქ­ცე­უ­ლე­ბის ძებ­ნას.

გზე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­კე­ტა. მალე ხმა და­ირ­ხა, რომ მათ რა­ჭა­ში ეძებ­დნენ. მა­შინ მეც მივ­ლი­ნე­ბით გა­ვე­შუ­რე რა­ჭა­ში, მეტი ინ­ფორ­მა­ცია რომ მო­მე­პო­ვე­ბი­ნა. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ამ კუ­თხე­ში, ტრან­სპორ­ტში ყვე­ლა ამ გაქ­ცე­ვა­ზე სა­უბ­რობ­და. ამ­ბრო­ლა­ურ­ში ჩა­სულ­მა პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ას მი­ვა­კი­თხე, იმ იმე­დით, რომ მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ვი­ტყობ­დი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში გე­ნე­რა­ლი გია შერ­ვა­ში­ძე დამ­ხვდა, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტრო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იყო, თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად. არ ესი­ა­მოვ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტის და­ნახ­ვა და ამ­ბრო­ლა­უ­რის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ჩემ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბი­დან ხელ­მო­ცა­რუ­ლი გა­მო­ვე­დი, უკვე ღამ­დე­ბო­და, რა­ჭის მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ოჯახს ჩხრეკ­დნენ. ყველ­გან ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, ამი­ტომ ჟურ­ნა­ლის­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბას ხალ­ხი გა­ურ­ბო­და.

არც სას­ტუმ­რო იყო მა­შინ ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ვხე­დავ­დი ქუ­ჩა­ში ვრჩე­ბო­დი, ნაც­ნობ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ ერთ ოჯახ­ში მი­ვე­დი და გა­მი­მარ­თლა, აღ­მოჩ­ნდა, რომ გაქ­ცე­უ­ლი პა­ტიმ­რე­ბი სწო­რედ იმ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მი­სუ­ლიყ­ვნენ, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს მათ­თვის დას­ვრი­ლი ტან­საც­მე­ლიც კი გა­ე­რე­ცხა, თა­ვი­ან­თი თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლაც მო­ეს­წროთ და უფრო უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ად­გი­ლე­ბაც. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

"გურამმა თმები მდინარესთან შეიღება, მე წვერები ტყეში შევიჭერი და ჯიბეში ვინახავდი" - საუკუნის გაქცევის სკანდალური დეტალები

გისოსებს მიღმა მყოფები თავისუფლებაზე მუდმივად ოცნებობენ, თუმცა ყველამ იცის, რომ ადვილი არ არის თავის დაღწევა რამდენჯერმე ჩარაზული რკინის კარიდან... შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ციხეებიდან პატიმრები გაქცევას სხვადასხვა გზით მაინც ახერხებდნენ.

ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო ორთაჭალაში იყო, იქ შესვლამდე რამდენიმე რკინის კარი უნდა გაგევლო, შემოწმების შემდეგ ეზოში ხვდებოდი, სადაც პატიმრების კორპუსი იდგა, იქ პატიმრებიმკურნალობდნენ. მათთვის საგანგებოდ იყო შემოღობილი პატარა ეზო, სადაც ეკლესიაც იდგა, ლოცულობდნენ და დღისით ეზოში სეირნობის უფლებაც ჰქონდათ. დაწესებულების მთელ პერიმეტრზე, ბეტონის სქელ კედლებზე, ზევიდან ეკლიანი მავთული იყო შემოვლებული და ყველა კუთხეში, კოშკურებზე იარაღმომარჯვებული გუშაგები მუდმივად მორიგეობდნენ, მათ მთელი პერიმეტრი უნდა ეკონტროლებინათ, თუმცა ამ ბარიერების მიუხედავად, ე.წ რეზბალნიციდან 2000 წლის 2 ოქტომბერს, სკანდალური გაქცევა მოხდა.

ციხიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, სამუდამო პატიმრობა მისჯილი ვახტანგ (ლოთი) ქობალია და მათი თანამოაზრეები, სულ 12 ადამიანი გაიქცა.

დაწესებულებაში განგაში დილის 12 საათზე ატყდა, როცა აღმოაჩინეს, რომ 12 ადამიანი დაწესებულებაში აღარ იყო და იქ გათხრილი გვირაბიც იპოვეს. ყველას უკვირდა, გურამ აბსანძის აღნაგობის ადამიანმა იმ გვირაბიდან გასვლა როგორ მოახერხა, მაგრამ ფაქტი რეალური იყო. მთელი ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები შეუდგნენ გაქცეულების ძებნას.

გზები ყველა მიმართულებით გადაიკეტა. მალე ხმა დაირხა, რომ მათ რაჭაში ეძებდნენ. მაშინ მეც მივლინებით გავეშურე რაჭაში, მეტი ინფორმაცია რომ მომეპოვებინა. პირველად ვიყავი ამ კუთხეში, ტრანსპორტში ყველა ამ გაქცევაზე საუბრობდა. ამბროლაურში ჩასულმა პირველად პოლიციას მივაკითხე, იმ იმედით, რომ მეტ ინფორმაციას შევიტყობდი, პოლიციის უფროსის კაბინეტში გენერალი გია შერვაშიძე დამხვდა, რომელიც შს სამინისტროდან სპეციალურად მივლინებული იყო, თავის კოლეგებთან ერთად. არ ესიამოვნა ჟურნალისტის დანახვა და ამბროლაურის პოლიციის უფროსს ჩემთან საუბრის საშუალება არ მისცა. პოლიციის შენობიდან ხელმოცარული გამოვედი, უკვე ღამდებოდა, რაჭის მოსახლეობა შეშინებული იყო, აბსოლუტურად ყველა ოჯახს ჩხრეკდნენ. ყველგან ნიღბიანი სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები, ამიტომ ჟურნალისტთან ურთიერთობას ხალხი გაურბოდა.

არც სასტუმრო იყო მაშინ ამბროლაურში, ვხედავდი ქუჩაში ვრჩებოდი, ნაცნობთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ერთ ოჯახში მივედი და გამიმართლა, აღმოჩნდა, რომ გაქცეული პატიმრები სწორედ იმ სახლში რამდენიმე საათით მისულიყვნენ, ოჯახის დიასახლისს მათთვის დასვრილი ტანსაცმელიც კი გაერეცხა, თავიანთი თავგადასავლის მოყოლაც მოესწროთ და უფრო უსაფრთხო ადგილას გადაადგილებაც. განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ