Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხა იზ­რდე­ბა. სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას მი­კუთ­ნე­ბულ ობი­ექტთა შო­რის გა­ნი­სა­ზღვრა: საკ­ლუ­ბო და გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზე­ბი, სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, კემ­პინ­გე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის (რეს­ტო­რა­ნი) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მათი ფარ­თო­ბი­სა და შე­ნო­ბებ­ში მყოფ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა.

ამას “სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ“ ახა­ლი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც 1-ელი აგ­ვის­ტო­დან ამოქ­მედ­და.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბია: - სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­აღ­მზრდე­ლო, სპორ­ტუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი ობი­ექ­ტე­ბი; 28 მეტრზე მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; ორი და მეტი მი­წის­ქვე­შა სარ­თუ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი შე­ნო­ბე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი, ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბი, საკ­ლუ­ბო და გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბის (მათ შო­რის, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო), ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზე­ბის, სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბის, კემ­პინ­გე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტის (რეს­ტო­რა­ნი) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; 2000 მ2 და მეტი სა­ერ­თო ფარ­თო­ბის მქო­ნე სა­ცა­ლო და სა­ბი­თუ­მო სა­ვაჭ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი/ტე­რი­ტო­რია; სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის სად­გუ­რე­ბი, აგ­რეთ­ვე, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო პორ­ტე­ბის (ნავ­სად­გუ­რე­ბის) შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; 500 მ3 და მეტი ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბის ავ­ზე­ბის მქო­ნე ნავ­თო­ბის ბა­ზე­ბი და ტერ­მი­ნა­ლე­ბი, ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­სა და კომ­პლექ­სე­ბის (ავ­ტო­გა­სა­მარ­თი, აირ­გა­სა­მარ­თი და აირ­სავ­სე­ბი სად­გუ­რე­ბი), თბო და ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი; 1000 მ2 და მეტი ფარ­თო­ბის მქო­ნე ხან­ძარ­სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბის, მა­სა­ლის, პრო­დუქ­ცი­ი­სა და ნედ­ლე­უ­ლის სა­სა­წყო­ბო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი და სა­თავ­სე­ბი; მარ­ცვლე­უ­ლის შე­სა­ნა­ხი ან/და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო­ე­ბი (წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტე­ბი), აფეთ­ქე­ბა­ხან­ძარ­სა­ში­ში ობი­ექ­ტე­ბი, აგ­რეთ­ვე, ხან­ძარ­სა­ში­ში ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აფეთ­ქე­ბა­ხან­ძარ­სა­ში­ში სა­თავ­სი ან/და უბა­ნი აქვს; სა­ხან­ძრო ჰიდ­რან­ტე­ბი (მი­უ­ხე­და­ვად მათი სა­კუთ­რე­ბის ფორ­მი­სა).

“სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი თავ­შეყ­რის ობი­ექ­ტებ­ზე, ბოლო წლებ­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი აშ­კა­რად მიგ­ვა­ნიშ­ნებს ამ ტი­პის ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის კონ­ტრო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე. სას­ტუმ­რო­ე­ბის, საკ­ლუ­ბო და გა­სარ­თობ-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბი­თა და გა­მოკ­ვლე­ვით დად­გინ­და, რომ ობი­ექ­ტებ­ში მთელ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, უხე­შად ირ­ღვე­ვა სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, რო­გორც წესი, ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს შე­უქ­მნის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას. აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­სა და სხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლით გა­ირ­კვა, რომ ამ ობი­ექ­ტე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა (ძი­რი­თა­დად ე.წ. ოჯა­ხუ­რი ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი) სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის­თვის მი­კუთ­ვნე­ბულ ობი­ექ­ტებს არ წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან ამ სას­ტუმ­რო­ებ­ში ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100 ადა­მი­ან­ზე ნაკ­ლე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ხან­ძრო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ამ ობი­ექ­ტებ­ზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია 2015 წლის 10 მა­ისს ქო­ბუ­ლეთ­ში, სას­ტუმ­რო “არ­მაზ­ში“ მომ­ხდა­რი ხან­ძა­რი, რო­მელ­მაც სამი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა“, - გან­მარ­ტავს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი.

გარ­და ამი­სა, დღე­ი­დან იზ­რდე­ბა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი ისე­თი ქმე­დე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა. თით­ქმის ათ­მაგ­დე­ბა ჯა­რი­მე­ბი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 1-ელი აგ­ვის­ტო­დან შე­დის ძა­ლა­ში. კერ­ძოდ, სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­ჟი­მის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩა­დე­ნა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

აქამ­დე “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვა­თა კო­დექ­სი“ 50-ლა­რი­ან და 200-ლა­რი­ან ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ში­და­ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წყალ­მო­მა­რა­გე­ბი­სათ­ვის, ელექტრო­და­ნად­გა­რე­ბი­სათ­ვის, ელექტრო­ტექ­ნი­კუ­რი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის პირ­ვე­ლა­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად დღეს არ­სე­ბუ­ლი 100 ლა­რი­სა. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გზე­ბი­სათ­ვის, სა­ე­ვა­კუ­ა­ციო და ავა­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლე­ბი­სათ­ვის, ხან­ძრის ავ­ტო­მა­ტუ­რი ჩაქ­რო­ბის, სა­ხან­ძრო სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ის, ხან­ძრის დროს ადა­მი­ან­თა მა­უ­წყებ­ლო­ბის, ევა­კუ­ა­ცი­ის მარ­თვი­სა და კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სის­ტე­მე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა - გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1 000 ლა­რი­დან 5000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვი­სათ­ვის 200-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, იმ პი­რის მიერ, რო­მელ­საც შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვი­სათ­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი, იმა­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნა − გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბით, და­მამ­ზა­დებ­ლის (მომ­წო­დებ­ლის) მიერ ნივ­თი­ე­რე­ბის, მა­სა­ლის, ნა­კე­თო­ბი­სა და და­ნად­გა­რის შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ამ ნივ­თი­ე­რე­ბის, მა­სა­ლის, ნა­კე­თო­ბი­სა და და­ნად­გა­რის ხან­ძარ­სა­შიშ­რო­ე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ან მათი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მი­სა­ღე­ბი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა, თუ აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ტა­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას­თან მი­სას­ვლე­ლე­ბი­სათ­ვის და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბი­დან გა­სას­ვლე­ლე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კერ­ძო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყო­ფის მიერ ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა – გა­მო­იწ­ვევს კერ­ძო სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო და­ნა­ყო­ფის მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რი­დან – 10 000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბით. სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა ან შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მზად­ყოფ­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან დად­გე­ნი­ლი წე­სით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მარ­თვის გეგ­მი­თა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის რის­კის მარ­თვის გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის ზო­ნა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბით გაგ­ზავ­ნა − გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის დროს მო­სახ­ლე­ო­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა – გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები თითქმის ათმაგდება - ცვლილებები კანონში, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა იზრდება. სახანძრო ზედამხედველობას მიკუთნებულ ობიექტთა შორის განისაზღვრა: საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროები, ტურისტული ბაზები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, კემპინგებისა და საზოგადოებრივი კვების (რესტორანი) შენობა-ნაგებობები, მიუხედავად მათი ფართობისა და შენობებში მყოფ ადამიანთა რაოდენობისა.

ამას “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომელიც 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტებია: - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობები; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტები; 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობები; მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობები; 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობები; 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობები; 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).

“საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, მათ შორის, განსაკუთრებით ადამიანების მასობრივი თავშეყრის ობიექტებზე, ბოლო წლებში მომხდარი ხანძრების შედეგების ანალიზი აშკარად მიგვანიშნებს ამ ტიპის ფუნქციური დანიშნულების შენობებში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერების აუცილებლობაზე. სასტუმროების, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების შენობა-ნაგებობებში ჩატარებული შემოწმებითა და გამოკვლევით დადგინდა, რომ ობიექტებში მთელ რიგ შემთხვევებში, უხეშად ირღვევა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომელთა შეუსრულებლობა, როგორც წესი, ხანძრის შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სხვა რეგიონებში არსებული სასტუმროების შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლით გაირკვა, რომ ამ ობიექტების დიდი უმრავლესობა (ძირითადად ე.წ. ოჯახური ტიპის სასტუმროები) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ობიექტებს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ სასტუმროებში ადგილების რაოდენობა 100 ადამიანზე ნაკლებია და შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა ამ ობიექტებზე არ ხორციელდება. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში“ მომხდარი ხანძარი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა“, - განმარტავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გარდა ამისა, დღეიდან იზრდება ფინანსური სანქციები ისეთი ქმედებისათვის, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა. თითქმის ათმაგდება ჯარიმები სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები 1-ელი აგვისტოდან შედის ძალაში. კერძოდ, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

აქამდე “ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 50-ლარიან და 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 100 ლარისა. შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისათვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული დარღვევისათვის 200-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ამასთან, იმ პირის მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს აღნიშნული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით, დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მესაკუთრის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან – 10 000 ლარამდე ოდენობით. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი