პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა
შსს-მ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით ტაქ­სის მძღო­ლი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ლისს, ღა­მით, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გლ­დან­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ოპე­რა­ტორს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ქალ­მა, ასე­ვე, გა­ა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი, მის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა და პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს მო­ძა­ლა­დის - მის­თვის უც­ნო­ბი ტაქ­სის მძღო­ლის მო­ნა­ცე­მე­ბიც აღუ­წე­რა. ქალი სხე­ულ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით, 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ძა­ლა­დო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი დ.ც. და­ა­კა­ვეს. ჩხრე­კის შე­დე­გად, ნა­ძარ­ცვი ნივ­თე­ბი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით იქნა ამო­ღე­ბუ­ლი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძარ­ცვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 137-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 178-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

შსს-მ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

შსს-მ ძალადობის, გაუპატიურებისა და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა და პატრულ-ინსპექტორებს მოძალადის - მისთვის უცნობი ტაქსის მძღოლის მონაცემებიც აღუწერა. ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი დ.ც. დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს