ავტორი:

ცენტრალურ აფრიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს - რა ვერსიები ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით

ცენტრალურ აფრიკაში რუსი ჟურნალისტები მოკლეს - რა ვერსიები ვრცელდება მომხდართან დაკავშირებით

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის სამი მოქალაქე მოკლული იპოვეს, მათგან ორს გაზეთ Известиa-ს პრესკარტები აღმოაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი სამსახურებრივი მისიის შესასრულებლად, ცენტრალურ აფრიკაში რამდენიმე თვის წინ ჩავიდნენ და სავარაუდოდ, ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა დახოცეს.

ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოკლული რუსეთის მოქალაქეები, ქალაქ სიბიუდან 23 კილომეტრის დაშორებით, ქვეყნის ცენტრალურ ტერიტორიაზე, კემოს პრეფექტურასთან ახლოს იპოვეს.

თავდაპირველად არ არსებობდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მოკლულებიდან ორი Известиa-ს თანამშრომელი იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ყაჩაღობა ყოფილიყო, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც - თითქოს ჟურნალისტები იქ მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობით იყვნენ დაინტერესებული. ეს ვერსია მას შემდეგ გავრცელდა, რაც Известиa-მ უარყო, რომ ჟურნალისტური გამოძიებისთვის ცენტრალურ აფრიკაში თანამშრომლები ჰყავდა მივლენილი.

"ყველა ჩვენი თანამშრომელი ადგილზეა და სტანდარტულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, საგანგებო შემთხვევებისა და საქმისთვის ჩვენ ჟურნალისტები აფრიკაში არ გაგვიშვია"- აცხადებს გამოცემის პრესსამსახური.

რუსი დიპლომატები ცენტრალური აფრიკის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე არიან და მეტი ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ. მათივე ცნობით, სამივეს ცხედარი ქალაქის ადგილობრივ ჰოსპიტალშია გადასვენებული და პირველადი ინფორმაციით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ ნასროლი.

"ჩვენ მომხდართან დაკავშირებით ველოდებით ახსნა-განმარტებას, როგორ და რა ვითარებაში მოკლეს ჩვენი სამი მოქალაქე" - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე