პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები
რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები

2017 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 9,7 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. საქსტა­ტის 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, 2017 წელს პირ­ვე­ლად დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის ავა­დო­ბა შემ­ცირ­და და­ა­ვა­დე­ბა­თა თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მი­ხედ­ვით, გარ­და რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი­სა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და 272 სა­ა­ვად­მყო­ფო, 15,1 ათა­სი სა­წოლ­თა ფონ­დით (2016 წელს 13,8 ათა­სი). სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ყოვ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა შე­ად­გი­ნა 5,2 დღე (2016 წელ­თან შე­და­რე­ბით არ შეც­ვლი­ლა), ხოლო დატ­ვირ­თვამ - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე).

ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2369 შე­ად­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ექიმ­თან მი­მარ­თვე­ბის რი­ცხვი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 11 493 ათასს გა­უ­ტოლ­და, რაც 12,1 პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბია 2016 წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 27,4 ათა­სი ექი­მი (ძი­რი­თა­დი პერ­სო­ნა­ლი), რაც წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს 810 ერ­თე­უ­ლით (3 პრო­ცენ­ტით) აღე­მა­ტე­ბა: 2017 წელს, 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით 2,4 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის რი­ცხოვ­ნო­ბა და 17998 კაცი შე­ად­გი­ნა.

„2017 წელს, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზოთ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 9,7 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და. ბოლო ათწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლურ ნიშ­ნულს 2015 წელს აღ­წევ­და: 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით, პირ­ვე­ლად დად­გე­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზით მო­სახ­ლე­ო­ბის ავა­დო­ბა შემ­ცირ­და და­ა­ვა­დე­ბა­თა თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მი­ხედ­ვით, გარ­და რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი­სა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. კერ­ძოდ, თვა­ლი­სა და მისი და­ნა­მა­ტე­ბის ავად­მყო­ფო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 34,7 პრო­ცენ­ტით, თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლი­ე­ბის - 14,7 პრო­ცენ­ტით, ხოლო ძვალ-სახ­სარ­თა სის­ტე­მის და შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ავად­მყო­ფო­ბე­ბი გაზ­რდი­ლია 4,8 პრო­ცენ­ტით.

ავა­დო­ბის 20 ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სუნ­თქვის ორ­გა­ნო­ე­ბის (რო­მელ­ზეც მო­დის და­ა­ვა­დე­ბა­თა 33 პრო­ცენ­ტი), ასე­ვე საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მი­სა (14 პრო­ცენ­ტი) და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მის (10 პრო­ცენ­ტი) ავად­მყო­ფო­ბე­ბი“, - აცხა­დე­ბენ საქსტატ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები

რომელი დაავადებების რიცხოვნობა გაიზარდა 2017 წელს საქართველოში - "საქსტატის" მონაცემები

2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. საქსტატის 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო, 15,1 ათასი საწოლთა ფონდით (2016 წელს 13,8 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 5,2 დღე (2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა), ხოლო დატვირთვამ - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე).

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2369 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 27,4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17998 კაცი შეადგინა.

„2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა: 2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები“, - აცხადებენ საქსტატში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი