აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო რაკეტების შექმნის სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ სადაზვერვო სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post წერს.
მათი ინფორმაციით, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალა ადასტურებს, რომ ფხენიანთან მდებარე კვლევით ცენტრში, სადაც ჩრდილოეთ კორეის პირველი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები შეიქმნა, თხევად საწვავზე მომუშავე ერთი ან ორი რაკეტის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის 27 აპრილს გააფორმეს.