პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში
"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში

მოს­კოვ­ში სამ­მა დამ სა­კუ­თა­რი მამა, 57 წლის მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი და­ნე­ბით მოკ­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას armeniasputnik.am ავ­რცე­ლებს.

პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უფ­როს­მა დამ, 19 წლის კრის­ტი­ნამ უამ­ბო. მან და მის­მა დებ­მა, 17 წლის მა­რი­ამ და 18 წლის ან­გე­ლი­ნამ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრეს, რომ მამა შვი­ლე­ბის და­ხოც­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რეს, რომ ეს თავ­დაც­ვა არ იყო.

მა­მის მოკ­ვლა­ზე გო­გო­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­სა­ხეს.

27 ივ­ლისს, რო­დე­საც მი­ხა­ილს სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ე­ძი­ნა, გო­გო­ნე­ბი მა­მას და­ნე­ბით და­ესხნენ თავს. მა­მა­კაც­მა შეძ­ლო მათ­გან თავი და­ეხ­სნა, თუმ­ცა ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის გამო გაქ­ცე­ვა ვერ შეძ­ლო და მალე გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც.

„ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და - და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრის­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ის დიდი ხა­ნია, ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სხვა სახ­ლში ცხოვ­რობს.

მი­ხა­ი­ლის მან­ქა­ნის ჩხრე­კის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს 2 კგ ჰე­რო­ი­ნი, არ­ბა­ლე­ტი, სამი პნევ­მა­ტუ­რი პის­ტო­ლე­ტი და სხვა ია­რა­ღი.

კრის­ტი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, ანა ჰყვე­ბა, რომ მამა გო­გო­ნებს არც სა­სე­ირ­ნოდ უშ­ვებ­და, არც სკო­ლა­ში და მათ რე­გუ­ლა­რუ­ლად სცემ­და.

„მათ­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ვიცი, რომ ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რებს მო­იხ­მარ­და და შვი­ლებს ხში­რად სცემ­და, თუმ­ცა გო­გო­ნებს მა­მის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ და პო­ლი­ცი­ის­თვი­საც არ მი­უ­მარ­თავთ,“ - ამ­ბობს ანა.

ან­გე­ლი­ნას მე­გო­ბა­რი ელე­ნა ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ შვი­ლებს მი­ხა­ი­ლის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ, დედა კი მათ­გან გა­იქ­ცა.

„ზუს­ტად ვიცი, რომ უმი­ზე­ზოდ არ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ასე. ვფიქ­რობ, მამა მათ მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა,“ - აცხა­დებს ელე­ნა.

ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქალი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჰყვე­ბა, რა ხდე­ბო­და ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში:

„იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მა­მამ ხა­ლი­ჩა­ზე იპო­ვა ძაღ­ლის ბეწ­ვი, და­უ­ძა­ხა ერთ-ერთ გო­გო­ნას და უბ­რძა­ნა ბეწ­ვი შე­ე­ჭა­მა“.

ამას­თან, მი­ხა­ილ­მა დე­რე­ფან­ში და­ა­ყე­ნა კა­მე­რე­ბი და მიკრო­ფო­ნე­ბი, რათა შვი­ლე­ბის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა. შე­ში­ნე­ბულ გო­გო­ნებს არ შე­ეძ­ლოთ, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლი­დან, ან - დედა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ.

„ეს ის­ტო­რია დიდი ხა­ნია, გრძელ­დე­ბა. მამა ერთ-ერთ შვილს აუ­პა­ტი­უ­რებ­და კი­დეც, ეს მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და. ერთხელ ტყე­ში წა­იყ­ვა­ნა და მოკ­ვლით და­ე­მუქ­რა. დედა გა­იქ­ცა, მათ­თან კონ­ტაქ­ტი შვი­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. მი­ხა­ილს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ჰქონ­და კავ­ში­რი, "ავ­ტო­რი­ტე­ტი" იყო. არ­სად მუ­შა­ობ­და, მის ბა­რათ­ზე ფული თა­ვი­სით ირი­ცხე­ბო­და,“ - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო მი­ხა­ი­ლის შვილ­მა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და და ბევ­რი აბი მი­ი­ღო. ექი­მებს მა­მამ გა­ნუ­ცხა­და, რომ გო­გო­ნას წამ­ლე­ბი აე­რია.

დე­ბის და­კა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე არ მი­ი­ღო. საქ­მის მოს­მე­ნა 2 აგ­ვის­ტოს გაგ­რძელ­დე­ბა. გო­გო­ნებს ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი მკვლე­ლო­ბის გამო 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში

"კრიმინალური ავტორიტეტი" საკუთარმა სამმა ქალიშვილმა დანებით მოკლა - რა მოხდა მოსკოვში, ხაჩატურიანების ოჯახში

მოსკოვში სამმა დამ საკუთარი მამა, 57 წლის მიხაილ ხაჩატურიანი დანებით მოკლა. ინფორმაციას armeniasputnik.am ავრცელებს.

პოლიციას მომხდარის შესახებ უფროსმა დამ, 19 წლის კრისტინამ უამბო. მან და მისმა დებმა, 17 წლის მარიამ და 18 წლის ანგელინამ თავდაპირველად სამართალდამცველებს უთხრეს, რომ მამა შვილების დახოცვას ცდილობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ეს თავდაცვა არ იყო.

მამის მოკვლაზე გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუმცა კონკრეტული გეგმა რამდენიმე დღით ადრე დასახეს.

27 ივლისს, როდესაც მიხაილს სავარძელში ჩაეძინა, გოგონები მამას დანებით დაესხნენ თავს. მამაკაცმა შეძლო მათგან თავი დაეხსნა, თუმცა ძლიერი სისხლდენის გამო გაქცევა ვერ შეძლო და მალე გარდაიცვალა კიდეც.

„ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრისტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

მიხაილის მანქანის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2 კგ ჰეროინი, არბალეტი, სამი პნევმატური პისტოლეტი და სხვა იარაღი.

კრისტინა ხაჩატურიანის მეგობარი, ანა ჰყვება, რომ მამა გოგონებს არც სასეირნოდ უშვებდა, არც სკოლაში და მათ რეგულარულად სცემდა.

„მათზე ფიზიკურად ძალადობდა. ვიცი, რომ ტრანკვილიზატორებს მოიხმარდა და შვილებს ხშირად სცემდა, თუმცა გოგონებს მამის ძალიან ეშინოდათ და პოლიციისთვისაც არ მიუმართავთ,“ - ამბობს ანა.

ანგელინას მეგობარი ელენა ასევე ადასტურებს, რომ შვილებს მიხაილის ძალიან ეშინოდათ, დედა კი მათგან გაიქცა.

„ზუსტად ვიცი, რომ უმიზეზოდ არ მოიქცეოდნენ ასე. ვფიქრობ, მამა მათ მოკვლით დაემუქრა,“ - აცხადებს ელენა.

ოჯახთან დაახლოებული ქალი ჟურნალისტებთან ჰყვება, რა ხდებოდა ხაჩატურიანების ოჯახში:

„იყო შემთხვევა, როდესაც მამამ ხალიჩაზე იპოვა ძაღლის ბეწვი, დაუძახა ერთ-ერთ გოგონას და უბრძანა ბეწვი შეეჭამა“.

ამასთან, მიხაილმა დერეფანში დააყენა კამერები და მიკროფონები, რათა შვილებისთვის ეთვალთვალა. შეშინებულ გოგონებს არ შეეძლოთ, მისი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ სახლიდან, ან - დედა მოენახულებინათ.

„ეს ისტორია დიდი ხანია, გრძელდება. მამა ერთ-ერთ შვილს აუპატიურებდა კიდეც, ეს მუდმივად ხდებოდა. ერთხელ ტყეში წაიყვანა და მოკვლით დაემუქრა. დედა გაიქცა, მათთან კონტაქტი შვილებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ. მიხაილს კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, "ავტორიტეტი" იყო. არსად მუშაობდა, მის ბარათზე ფული თავისით ირიცხებოდა,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი გოგონა, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა და ბევრი აბი მიიღო. ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.

დების დაკავების გადაწყვეტილება სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე არ მიიღო. საქმის მოსმენა 2 აგვისტოს გაგრძელდება. გოგონებს ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის გამო 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.