პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს
ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს

მთე­ლი ეს წლე­ბია ნაძ­ვის ხე­სა­ვით ვტრი­ა­ლებთ ამ მცე­ნა­რის (მა­რი­ხუ­ა­ნას) გარ­შე­მო და ვე­რა­ფერს ვშვე­ლით 0,0000000... გრა­მებ­ზე წლო­ბით ცი­ხე­ში მყოფ ათა­სო­ბით წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულს თუ ეპი­ზო­დურ მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს წლე­ბია გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბით მოგვჩე­რე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ „თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ წერს. მისი თქმით, ამ პრობ­ლე­მე­ბის გამო მა­რი­ხუ­ა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დგომ ზე­იმს ვერ უერ­თდე­ბა.

„2015 წელს 70 გრ გა­მომშრა­ლი მა­რი­ხუ­ა­ნის დე­პე­ნა­ლი­ზა­ცია ვი­ზე­ი­მეთ, 2016 წელს - ნედ­ლის 140 გრ დე­პე­ნა­ლი­ზა­ცია, 2017 წელს ზა­ფხულ­ში - კა­ნა­ფის და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნის დე­პე­ნა­ლი­ზა­ცია, 2017 წელს ზამ­თარ­ში - მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, 2018 წელს - მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

მთე­ლი ეს წლე­ბია ნაძ­ვის­ხე­სა­ვით ვტრი­ა­ლებთ ამ მცე­ნა­რის გარ­შე­მო და ვე­რა­ფერს ვშვე­ლით 0,0000000... გრ-ებზე წლო­ბით ცი­ხე­ში მყოფ ათა­სო­ბით წა­მალ­და­მო­კი­დე­ბულს თუ ეპი­ზო­დურ მომ­ხმა­რე­ბელს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ეს წლე­ბია გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმე­დე­ბით მოგვჩე­რე­ბი­ან, ვე­რა­ფერს ვშვე­ლით პრობ­ლე­მუ­რი მომ­ხა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მუდ­მივ ზრდას (მე-3 ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში), რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა, ვერ ვშვე­ლით ამ ზრდის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, ვერ ვშვე­ლით მოხ­მა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბულ შე­დე­გებს (უკვე ორ ჩემს მე­გო­ბარს ვერ და­ვეხ­მა­რე მოშ­ლი­ლი სამ­კურ­ნა­ლო სის­ტე­მი­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო), ვერ ვშვე­ლით რეპ­რე­სი­ას, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩე­ნი 200-ზე მეტი ნივ­თი­ე­რე­ბის­თვის კვლა­ვაც სა­ხე­ზეა, ვერ ვშვე­ლით უვა­დო­ე­ბამ­დე სას­ჯე­ლებს დიდ და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ ოდე­ნო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის დო­ზე­ბია, ვერ ვშვე­ლით ცი­ხეს თავ­დაღ­წე­ულ მაგ­რამ უუფ­ლე­ბოდ, "უპ­რა­ვოდ" და უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, ვერ ვშვე­ლით ნივ­თი­ე­რე­ბებს ბა­ზარ­ზე, რომ­ლე­ბიც გვხო­ცავს, ვერ ვშვე­ლით ინ­ფექ­ცი­ებს, ვერ ვშვე­ლით ინ­ფორ­მა­ცი­ის, ცოდ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას, და­საქ­მე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას, პრე­ვენ­ცი­ის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბას.

ეს მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია პრობ­ლე­მებ­ზე ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა­ში, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ პრობ­ლე­მებ­ზე სა­ერ­თო პო­ლი­ტი­კა­ში, ჰოდა ამ ფონ­ზე მე მა­პა­ტი­ეთ თუ მე­ხუ­თედ ვე­ღარ ვუ­ერ­თდე­ბი აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის პა­თოსს მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ჩა­ნა­სახ­ზე, რო­მე­ლიც ჩემს პერ­სო­ნა­ლურ ხედ­ვა­ში ბო­ლოს­კენ იდგა და რო­მელ­საც თა­ვის მხრივ ზურგს არ უმაგ­რებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და გა­რე­მო სუბსტან­ცი­ებ­ზე უა­რის თქმის მსურ­ველ­თათ­ვის“, - აცხა­დებს წი­ქა­რიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე სან­ქცი­ე­ბი გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ „გირ­ჩის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძი­სა და ამა­ვე პარ­ტი­ის წევ­რის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი სარ­ჩე­ლი გა­ნი­ხი­ლა, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს

ბექა წიქარიშვილი - წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ მარიხუანას გარშემო და ვერაფერს ვშველით 0 გრამზე ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს

მთელი ეს წლებია ნაძვის ხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის (მარიხუანას) გარშემო და ვერაფერს ვშველით 0,0000000... გრამებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, - ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, ამ პრობლემების გამო მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდგომ ზეიმს ვერ უერთდება.

„2015 წელს 70 გრ გამომშრალი მარიხუანის დეპენალიზაცია ვიზეიმეთ, 2016 წელს - ნედლის 140 გრ დეპენალიზაცია, 2017 წელს ზაფხულში - კანაფის დათესვა-მოყვანის დეპენალიზაცია, 2017 წელს ზამთარში - მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია, 2018 წელს - მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია.

მთელი ეს წლებია ნაძვისხესავით ვტრიალებთ ამ მცენარის გარშემო და ვერაფერს ვშველით 0,0000000... გრ-ებზე წლობით ციხეში მყოფ ათასობით წამალდამოკიდებულს თუ ეპიზოდურ მომხმარებელს, რომლებიც მთელი ეს წლებია გაცრუებული იმედებით მოგვჩერებიან, ვერაფერს ვშველით პრობლემური მომხარებლების რაოდენობის მუდმივ ზრდას (მე-3 ადგილი მსოფლიოში), რომელიც სოციალური უთანასწორობის პროპორციულად იზრდება, ვერ ვშველით ამ ზრდის გამომწვევ მიზეზებს, ვერ ვშველით მოხმარების გართულებულ შედეგებს (უკვე ორ ჩემს მეგობარს ვერ დავეხმარე მოშლილი სამკურნალო სისტემისა და მასზე ხელმისაწვდომობის სირთულეების გამო), ვერ ვშველით რეპრესიას, რომელიც დანარჩენი 200-ზე მეტი ნივთიერებისთვის კვლავაც სახეზეა, ვერ ვშველით უვადოებამდე სასჯელებს დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებზე, რომელიც სინამდვილეში პირადი მოხმარების დოზებია, ვერ ვშველით ციხეს თავდაღწეულ მაგრამ უუფლებოდ, "უპრავოდ" და უფუნქციოდ დარჩენილ ადამიანებს, ვერ ვშველით ნივთიერებებს ბაზარზე, რომლებიც გვხოცავს, ვერ ვშველით ინფექციებს, ვერ ვშველით ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობას, დასაქმების შეუძლებლობას, პრევენციის სისტემის არარსებობას.

ეს მოკლე ჩამონათვალია პრობლემებზე ნარკოპოლიტიკაში, აღარაფერს ვამბობ პრობლემებზე საერთო პოლიტიკაში, ჰოდა ამ ფონზე მე მაპატიეთ თუ მეხუთედ ვეღარ ვუერთდები აღტკინებული სიხარულის პათოსს მარიხუანას ლეგალიზაციის ჩანასახზე, რომელიც ჩემს პერსონალურ ხედვაში ბოლოსკენ იდგა და რომელსაც თავის მხრივ ზურგს არ უმაგრებს ინფრასტრუქტურა და გარემო სუბსტანციებზე უარის თქმის მსურველთათვის“, - აცხადებს წიქარიშვილი.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

"ისრაელში კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალი... თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა" - რას წერს მწერალი ნინო ქოქოსაძე

"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა..." - რას წერს "ფეისბუქზე" ნინო ჟვანია

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე