პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში შიდსით ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება - "ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო"
რუსეთში შიდსით ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება - "ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო"

რუ­სეთს აივ ინ­ფექ­ცია უტევს. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა rbc.ru-ს ცნო­ბით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ მოს­კოვ­ში ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20%-ით გა­ი­ზარ­და და ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­მა, აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა პრო­ვინ­ცი­ებ­ში, სა­დაც ცნო­ბი­ე­რე­ბაც და­ბა­ლია და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბაც ცუ­დად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

აკა­დე­მი­კოს ვა­დიმ პოკ­როვ­სკის თქმით, შიდსით, რუ­სეთ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, 100-მდე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და ეს ეხე­ბა და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ან სო­ცი­ა­ლურ ფე­ნას. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, რუ­სე­თის მი­ლი­ო­ნო­ბით მო­ქა­ლა­ქე აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვირუ­სის მარ­თვას ახერ­ხებს...

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­საკ­მა­რი­სი აქ­ტი­უ­რო­ბის, გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, რუ­სე­თის ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ვირუს­მა უკვე ეპი­დე­მი­ის სახე მი­ი­ღო და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე არა­ვის ზრუ­ნავს“, - აცხა­დებს ის. სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ ზრუ­ნავს ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მე­ტიც, ცდი­ლობს, არ ისა­უბ­როს ამ თე­მა­ზე. ამა­სო­ბა­ში კი ვი­თა­რე­ბა სულ უფრო მწვავ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდავ­დე­ბა.

“მხო­ლოდ 2017 წელს, აივ-ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი 20,4 %-ით გა­ი­ზარ­და. ეს რაც შე­ე­ხე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია და ბევ­რმა არც იცის, რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია,” - წერს ვა­დიმ პოკ­როვ­სკი.

მი­სი­ვე თქმით, თუნ­დაც მცი­რე­დი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, სა­ხელ­მწი­ფომ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თან­ხა უნდა გა­ა­სამ­მა­გოს, თუმ­ცა, აქვე დას­ძენს, რომ სა­პენ­სიო ასა­კის გაზ­რდის ფონ­ზე, ეს სუ­ლაც არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

“2016 წლის სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, გა­მოვ­ლინ­და 2,400 შემ­თხვე­ვა, 2017 წელს - 2,900, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა და რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის­გან ძა­ლი­ან შორს არის. შიდსთან ბრძო­ლის ფე­დე­რა­ლუ­რი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთელ ქვე­ყა­ნა­ში სულ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 1 200 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და მათ შო­რის არი­ან რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი, ვინც მკურ­ნა­ლობს. 2017 წლის ბო­ლოს, ეს რა­ო­დე­ნო­ბა 944 000 ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და და მათი უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ახალ­გაზ­რდაა", - წერს გა­მო­ცე­მა.

ამ მხრივ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩუ­კოტ­კა­სა და ტი­ვას რეს­პუბ­ლი­კა­ში. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ასა­კი 29-73 წე­ლია და რე­გი­ონ­ში, 50 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია შიდსის ცენ­ტრში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ირ­კუტსკში და­ფიქ­სირ­და, სა­დაც მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ შარ­შან­დე­ლის შემ­დეგ, 4 200 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამ ფონ­ზე კი, რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში 34 ათა­სამ­დე აივ-ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, რაც ასე­ვე შორს არის რე­ა­ლო­ბის­გან. ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას, “პა­ნი­კის თა­ვი­დან არი­დე­ბის მი­ზე­ზით” არც შის­დის ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

აკა­დე­მი­კოს პოკ­როვ­სკის თქმით, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი კი არა, ექი­მე­ბიც კი არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ჰო­მო­ფო­ბია მათ შო­რი­საც ძვე­ლე­ბუ­რად ძლი­ე­რია. კი­დევ ერთი, - და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან დი­დია სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის და ისი­ნი ძა­ლი­ან მწვა­ვე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე არი­ან, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბა იმ დო­ზი­თაც კი, რო­გორც ეს რუ­სეთ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი, მათ­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლია, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი­სა და ლეს­ბო­სე­ლე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტან­დარ­ტე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის გა­მოც, ეს ეხე­ბა ყვე­ლა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსეთში შიდსით ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება - "ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო"

რუსეთში შიდსით ყოველდღიურად 100 ადამიანი იღუპება - "ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო"

რუსეთს აივ ინფექცია უტევს. ინტერნეტგამოცემა rbc.ru-ს ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, მხოლოდ მოსკოვში ვირუსის მატარებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და ამ მონაცემებით, რუსეთმა, აივ-ინფიცირების შემთხვევებით, მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა.

გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პროვინციებში, სადაც ცნობიერებაც დაბალია და სამედიცინო მომსახურებაც ცუდად არის განვითარებული.

აკადემიკოს ვადიმ პოკროვსკის თქმით, შიდსით, რუსეთში, ყოველდღიურად, 100-მდე ადამიანი იღუპება და ეს ეხება დაბალშემოსავლიან სოციალურ ფენას. მთლიანობაში კი, რუსეთის მილიონობით მოქალაქე აივ-ინფიცირებულია, უბრალოდ, გარკვეული ნაწილი ვირუსის მართვას ახერხებს...

“ხელისუფლების არასაკმარისი აქტიურობის, გამოკვლევებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, რუსეთის ზოგიერთ რაიონში ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო და რაც ყველაზე მთავარია, გავრცელების პრევენციაზე არავის ზრუნავს“, - აცხადებს ის. სპეციალისტის თქმით, რუსეთის სახელმწიფო არ ზრუნავს ვირუსის მატარებელ ადამიანებზე, მეტიც, ცდილობს, არ ისაუბროს ამ თემაზე. ამასობაში კი ვითარება სულ უფრო მწვავდება და ახალგაზრდავდება.

“მხოლოდ 2017 წელს, აივ-ვირუსის შემთხვევები 20,4 %-ით გაიზარდა. ეს რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, რომელსაც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა, სინამდვილეში ვითარება გაცილებით მძიმეა, რადგან მოსახლეობაში ცნობიერება ძალიან დაბალია და ბევრმა არც იცის, რომ ვირუსის მატარებელია,” - წერს ვადიმ პოკროვსკი.

მისივე თქმით, თუნდაც მცირედი შედეგის მისაღებად, სახელმწიფომ მკურნალობისთვის განკუთვნილი თანხა უნდა გაასამმაგოს, თუმცა, აქვე დასძენს, რომ საპენსიო ასაკის გაზრდის ფონზე, ეს სულაც არ არის მოსალოდნელი.

“2016 წლის სტატისტიკის თანახმად, გამოვლინდა 2,400 შემთხვევა, 2017 წელს - 2,900, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციაა და რეალური სურათისგან ძალიან შორს არის. შიდსთან ბრძოლის ფედერალური ცენტრის ინფორმაციით, მთელ ქვეყანაში სულ დარეგისტრირებულია 1 200 000-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის არიან როგორც გარდაცვლილები, ასევე ისინი, ვინც მკურნალობს. 2017 წლის ბოლოს, ეს რაოდენობა 944 000 ვირუსის მატარებელი ადამიანით გაიზარდა და მათი უმეტესი ნაწილი ახალგაზრდაა", - წერს გამოცემა.

ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა ჩუკოტკასა და ტივას რესპუბლიკაში. დაავადებული ადამიანების ასაკი 29-73 წელია და რეგიონში, 50 ათასზე მეტი ადამიანია შიდსის ცენტრში დარეგისტრირებული.

ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შემთხვევა ირკუტსკში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ შარშანდელის შემდეგ, 4 200 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფონზე კი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 34 ათასამდე აივ-ვირუსის მატარებელი ადამიანი ცხოვრობს, რაც ასევე შორს არის რეალობისგან. ზუსტ ინფორმაციას, “პანიკის თავიდან არიდების მიზეზით” არც შისდის ცენტრი ავრცელებს.

აკადემიკოს პოკროვსკის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობაში ამ ვირუსთან დაკავშირებით ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ პაციენტები და უბრალო ადამიანები კი არა, ექიმებიც კი არ არიან ინფორმირებული და ჰომოფობია მათ შორისაც ძველებურად ძლიერია. კიდევ ერთი, - დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ძალიან დიდია სექსუალურ უმცირესობას შორის და ისინი ძალიან მწვავე რეალობის წინაშე არიან, რადგან მკურნალობა იმ დოზითაც კი, როგორც ეს რუსეთშია ხელმისაწვდომი, მათთვის მიუწვდომელია, რადგან ძალიან ბევრი ექიმი ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების მკურნალობაზე უარს აცხადებს.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ვირუსი ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში სტანდარტების უგულებელყოფის გამოც, ეს ეხება ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე