სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?
"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?

სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ასა­დი სამ­ხრეთ ოსეთს აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ ცხინ­ვალ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

და­მას­კო­ში ვი­ზი­ტის დროს ბი­ბი­ლოვ­მა სი­რი­ის ლი­დე­რი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის 10 წლის იუ­ბი­ლე­ზე და­პა­ტი­ჟა.

„ჩვე­ნი ხალ­ხის სა­ხე­ლით ასა­დი ჩვენს რეს­პუბ­ლი­კა­ში დავ­პა­ტი­ჟე და მან ეს მოწ­ვე­ვა მი­ი­ღო. ჩა­მო­ვა თუ არა ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის 10 წლის იუ­ბი­ლე­ზე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ასად­მა სა­პა­სუ­ხო ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, ზუს­ტი თა­რი­ღი კი სი­რი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ასა­დის მჭიდ­რო სა­მუ­შაო გან­რიგ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ასა­დი სამ­ხრეთ ოსეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა. გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას მან თქვა: „სამ­ხრეთ ოსეთ­ში შეხ­ვედ­რამ­დე!“ - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლოვ­მა.

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, „სამ­ხრეთ ოსე­თი სი­რი­ის დახ­მა­რე­ბით გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს, რათა კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­როს ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან“.

„სი­რია სამ­ხრეთ ოსეთს დაჰ­პირ­და, რომ ხელს შე­უ­წყობს ცხინ­ვა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის წინ წა­წე­ვას რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა­ნაც სი­რი­ას მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­უ­ბა­რია თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კის, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კის სფე­რო­ებ­ში.

„სი­რი­ის გარ­და, ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბიც აღი­ა­რე­ბენ. სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც 2008 წლის 26 აგ­ვის­ტოს რუ­სე­თის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­წყო“, - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?

"ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა" - რას დაჰპირდა სირიის ლიდერი ანატოლი ბიბილოვს?

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

დამასკოში ვიზიტის დროს ბიბილოვმა სირიის ლიდერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე დაპატიჟა.

„ჩვენი ხალხის სახელით ასადი ჩვენს რესპუბლიკაში დავპატიჟე და მან ეს მოწვევა მიიღო. ჩამოვა თუ არა ის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე, ჯერჯერობით უცნობია“, - განაცხადა ბიბილოვმა.

თუმცა, მისივე თქმით, ასადმა საპასუხო ვიზიტის განხორციელების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვა, ზუსტი თარიღი კი სირიაში არსებულ სიტუაციაზე და ასადის მჭიდრო სამუშაო განრიგზე იქნება დამოკიდებული.

„ასადი სამხრეთ ოსეთში აუცილებლად ჩამოვა. გამომშვიდობებისას მან თქვა: „სამხრეთ ოსეთში შეხვედრამდე!“ - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი სირიის დახმარებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კონტაქტები დაამყაროს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებთან“.

„სირია სამხრეთ ოსეთს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობს ცხინვალის ინტერესების წინ წაწევას რეგიონის სხვა ქვეყნებში, რომელთანაც სირიას მეგობრული ურთიერთობები აქვს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საუბარია თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროებში.

„სირიის გარდა, ჩვენს დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებიც აღიარებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო“, - აღნიშნა მან.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი