ფოთში ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი დასასვენებლად თბილისიდან იყვნენ ჩასული. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი ასაკი 50-წლამდეა.
მცდელობის მიუხედავად მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედრები პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მაშველები დამსვენებლებს საშტორმო მდგომარეობის შესახებ მთელი დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ზღვაში არ შესულიყვნენ.