პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით
ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით

სა­ხელ­მწი­ფო­სა და პარ­ლა­მენ­ტის ასე­თი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის ფონ­ზე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო უც­ნა­ურს ხდის ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ვი­თა­რე­ბას, – ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ზი­ტი­უ­რია, თუმ­ცა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა რიგი პრობ­ლე­მე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ვერ პა­სუ­ხობს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­შია.

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი აქ­ცენტს ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე აკე­თებს. მისი გან­ცხა­დე­ბით, კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, რა­საც სერ­ვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა ან ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა იწ­ვევს.

"სა­უ­ბა­რი გვაქვს იმა­ზე, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის არ გავ­რცელ­დე­ბა ჯა­რი­მა, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს ფლო­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, არ ნიშ­ნავს იმას, რომ თუკი ერთი ღერი მა­რი­ხუ­ა­ნა გვექ­ნე­ბა, ამის­თვის არ და­ვის­ჯე­ბით. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ თუ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნენ ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე და აღ­მოგ­ვაჩ­ნდე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას კვა­ლი, აღარ და­ვის­ჯე­ბით. სა­ერ­თო სუ­რათ­ში ეს იმ გა­მოწ­ვე­ვებს არ პა­სუ­ხობს რაც ქვე­ყა­ნა­შია. გა­მოწ­ვე­ვე­ბია პრობ­ლე­მუ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც მზარ­დია, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის მი­წო­დე­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ არ­სე­ბობს. ამ ფონ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მცდე­ლო­ბა, რომ რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტი შე­ამ­ცი­როს, პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს და პარ­ლა­მენ­ტის ასე­თი არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის ფონ­ზე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო უც­ნა­ურს ხდის ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის ვი­თა­რე­ბას.

"თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბა" არას­დროს სა­უბ­რობ­და მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბა­ზე, ჩვენ­თვის ამო­ცა­ნა იყო ჯან­დაც­ვის თემა და სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა, რაც ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბას, რათა ნაკ­ლებ­მა ადა­მი­ან­მა მო­იხ­მა­როს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რა თქმა უნდა რეპ­რე­სი­ე­ბის მოხ­სნას", – გა­ნა­ცხა­და ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე სან­ქცი­ე­ბი გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დღეს მი­ი­ღო. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს საქ­მე­თა კო­ლე­გი­ამ "გირ­ჩის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძი­სა და ამა­ვე პარ­ტი­ის წევ­რის ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ვი სარ­ჩე­ლი გა­ნი­ხი­ლა, რო­მე­ლიც მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ნიშ­ნავს, რომ თუკი ერთი ღერი მა­რი­ხუ­ა­ნა გვექ­ნე­ბა, არ და­ვის­ჯე­ბით - ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი

ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით

ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით

სახელმწიფოსა და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა მოუგვარებელი რჩება რიგი პრობლემებისა და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი აქცენტს ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე აკეთებს. მისი განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, რასაც სერვისების არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა იწვევს.

"საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის არ გავრცელდება ჯარიმა, თუმცა ეს არ ნიშნავს ფლობის ლეგალიზაციას, არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, ამისთვის არ დავისჯებით. საუბარია იმაზე, რომ თუ გადაგვიყვანენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და აღმოგვაჩნდება მარიხუანას კვალი, აღარ დავისჯებით. საერთო სურათში ეს იმ გამოწვევებს არ პასუხობს რაც ქვეყანაშია. გამოწვევებია პრობლემური მომხმარებლების რაოდენობის მიმართულებით, რომელიც მზარდია, ჯანდაცვის სისტემაში, სოციალური სისტემის მიწოდებაში, ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ამ ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მცდელობა, რომ რეპრესიული აპარატი შეამციროს, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა სახელმწიფოს და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" არასდროს საუბრობდა მარიხუანას ლეგალიზებაზე, ჩვენთვის ამოცანა იყო ჯანდაცვის თემა და სოციალურ სისტემაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა, რაც ნიშნავს პრევენციული სისტემის ამოქმედებას, რათა ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალებები, ზიანის შემცველი მიმართულებების განვითარებას, რომელიც ჩანასახოვან მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა რეპრესიების მოხსნას", – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით - ბექა წიქარიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ