მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას ეხმაურება
საპატრიარქო მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას ეხმაურება

თუ კი წა­მოჭ­რილ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი მა­ინც ვინ­მეს აქვს, უნდა მი­მარ­თონ მე­უ­ფე გრი­გოლს (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი), რად­გან, რო­გორც ჩანს, რე­ა­ლუ­რად სხვამ არა­ვინ იცის, რას და ვის გუ­ლის­ხმობ­და იგი, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გო­ლის მიერ ტვ-პირ­ვე­ლის ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ა.წ. 23 ივ­ლისს "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ გრი­გო­ლის (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი) გა­მოს­ვლამ და­ტო­ვა კი­თხვე­ბი, რა­საც შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-მა სამი გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნა, თემა "გა­ნა­ვი­თა­რა" და არა­ერ­თი სა­ე­რო პი­რი­სად­მი გა­მოთ­ქმუ­ლი და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­აჟ­ღე­რა.

ვფიქ­რობთ, ყო­ვე­ლი­ვე ამის მი­ზა­ნი იყო, ჩრდი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მიტ­რო­პო­ლიტ შიოს (მუ­ჯი­რი) მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბი­სად­მი და, სხვა მი­ზე­ზი რომ ვერ მო­ძებ­ნეს, მო­ინ­დო­მეს მისი პრო­რუ­სულ ძა­ლად წარ­მო­ჩე­ნა, რო­მე­ლიც, თურ­მე, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრედ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ იძუ­ლე­ბით გა­მო­არ­ჩია (მი­ა­ნიშ­ნე­ბენ რუ­სულ ჩა­რე­ვა­ზე) და ასე­ვე იძუ­ლე­ბით, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, უნდა მომ­ხდა­რი­ყო პატ­რი­არ­ქად მისი გახ­დო­მა.ამ იდე­ე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში თვი­თო­ნაც კარ­გად იცი­ან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ხა­სი­ა­თი, რომ ვინ­მეს ზე­წო­ლით იგი არას­დროს მოქ­მე­დებს და გა­მო­რი­ცხუ­ლია მისი იძუ­ლე­ბა, მით უმე­ტეს ეკ­ლე­სი­ი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით; რა თქმა უნდა, იგი­ვე ით­ქმის მო­საყ­დრეს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც.ხოლო თუკი წა­მოჭ­რილ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი მა­ინც ვინ­მეს აქვს, უნდა მი­მარ­თონ მე­უ­ფე გრი­გოლს (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი), რად­გან, რო­გორც ჩანს, რე­ა­ლუ­რად სხვამ არა­ვინ იცის, რას და ვის გუ­ლის­ხმობ­და იგი." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ტვ-პირ­ვე­ლის ეთერ­ში ფო­თი­სა და ხო­ბის ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას შემ­დეგ, რაც პატ­რი­არ­ქმა მო­საყ­დრე შიო გა­მო­არ­ჩია, უწ­მინ­დესს გა­დად­გო­მას არა სა­სუ­ლი­ე­რო, არა­მედ სა­ე­რო პი­რე­ბი ურ­ჩევ­დნენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საპატრიარქო მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას ეხმაურება

საპატრიარქო მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას ეხმაურება

თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომლითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს "ტვ პირველის" ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ "რუსთავი 2"-მა სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა "განავითარა" და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.ხოლო თუკი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტვ-პირველის ეთერში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე შიო გამოარჩია, უწმინდესს გადადგომას არა სასულიერო, არამედ საერო პირები ურჩევდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი