პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება - "მიცვალებულისთვის ჯიპი და ოქროც ჩაუტანებიათ..."
როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება - "მიცვალებულისთვის ჯიპი და ოქროც ჩაუტანებიათ..."

ბო­შე­ბი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე ერია. თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ისი­ნი არი­ან მი­მო­ფან­ტუ­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შეც­ვლილ-შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ათა­დე­ბი აქვთ, თუმ­ცა "ბა­რო­ნი" ანუ უფ­რო­სი ყველ­გან ჰყავთ. მას ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა. ის წყვეტს შიდა, ხში­რად ოჯა­ხურ კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­საც კი. მათ აქვთ სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნი, რო­მელ­საც თით­ქმის ყო­ველ­თვის ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, ცხოვ­რო­ბენ კომ­პაქ­ტუ­რად და გახ­სნი­ლად... იშ­ვი­ა­თად ქორ­წინ­დე­ბი­ან სხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე და თუ ვინ­მე ამას გა­ა­კე­თებს, სხვებს მის­გან თავი შორს უჭი­რავთ, რად­გან და­ნარ­ჩენ კა­ცობ­რი­ო­ბას "თა­ვი­ა­სი­ა­ნე­ბად" და "უცხო­ე­ბად" ყო­ფენ...

თი­თოს ძა­ლი­ან ბევ­რი, 10-მდე ან უფრო მეტი შვი­ლი ჰყავს. უმე­ტე­სო­ბას მუ­სი­კის ნიჭი აქვს - გი­ტა­რა­ზე, გარ­მონ­ზე, ვი­ო­ლი­ნო­სა და სხვა მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრის ნიჭი. ზოგი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან გახ­სნი­ლია, ზო­გიც უცხოს კარს არ გა­უ­ღებს, ან თუ გა­უ­ღებს, ისე უმას­პინ­ძლებს, რომ ზედ­მეტ კი­თხვას არ და­უს­ვამს... ისი­ნი თა­ვი­ანთ თავს "რო­მა­საც" უწო­დე­ბენ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი "სინ­ტი­თას". კი­დევ ერთი კა­ტე­გო­რი­აა "გაჯი", თუმ­ცა ბო­შებ­ში ისი­ნი ყვე­ლა­ზე და­ბალ ჯგუ­ფად აღიქ­მე­ბი­ან.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ისი­ნი წარ­მო­შო­ბით ინ­დო­ე­თი­დან არი­ან და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქი­დან და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ გა­ი­ფანტნენ, ბევრ მათ­განს დღე­საც ეს­მის ჰინ­დის ენა... ბევ­რს ისი­ნი ღა­რი­ბე­ბი ჰგო­ნია, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მარ­თა­ლია არი­ან ასე­თე­ბიც, თუმ­ცა მათ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მდი­და­რია.

bbc.com-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მათ ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ყო­ფი­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვთ - ქორ­წი­ლი, გას­ვე­ნე­ბა, ფუ­ლის შოვ­ნის გზე­ბი... ზოგი მკი­თხა­ო­ბით ირ­ჩენს თავს, ზოგი - ვაჭ­რო­ბით, ზო­გიც - ქურ­დობს, თუმ­ცა ერ­თმა­ნეთს არას­დროს პა­რა­ვენ.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ყვე­ლა­ზე მეტი ბოშა რუ­მი­ნეთ­ში, ბულ­გა­რეთ­სა და სერ­ბეთ­შია. იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას, ტაქ­სის მძღო­ლი პირ­და­პირ გაფრ­თხი­ლებს, რომ პი­რად ნივ­თებს თვა­ლი არ მო­ა­ცი­ლო, რად­გან გარ­შე­მო ბო­შე­ბი არი­ან და მათ პო­ლი­ცი­აც ვერ აკონ­ტრო­ლებს.

ტრა­დი­ცი­ი­ის მი­ხედ­ვით რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობს. მათ სხვა ოჯა­ხი არას­დროს უერ­თდე­ბა და არც არას­დროს ერე­ვი­ან სხვა ოჯა­ხის "სა­ში­ნაო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში".

რე­ლი­გია და ტრა­დი­ცი­ე­ბი

სხვა­დას­ხვა ცნო­ბე­ბით, ისი­ნი ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი კა­თო­ლი­კე ქრის­ტი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ბო­შებ­ში სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დევ­რებ­საც შეხ­ვდე­ბით. ყვე­ლა რე­ლი­გი­ას ისი­ნი თა­ვი­სე­ბუ­რად "ირ­გებ­დნენ". წლე­ბის წინ, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბო­შე­ბი ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ფულ­საც კი უხ­დიდ­ნენ, რომ მათ­თვის ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ წა­ერ­თმი­ათ. ამი­ტომ, ბევრ მოგ­ზა­ურს ძა­ლი­ან უკ­ვირ­და, რომ ისი­ნი ოქ­როს ჯვრებს ატა­რებ­დნენ...

ბო­შე­ბის წმი­და ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ისი­ნი არას­დროს კლა­ვენ ერ­თმა­ნეთს. ეს წესი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბი­დან მო­დის. ბო­შებს სწამთ, რომ მკვლე­ლო­ბა კარ­მას აზი­ა­ნებს, რო­მე­ლიც მკვლე­ლის ოჯახს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე გა­და­ე­ცე­მა და შე­საძ­ლოა, ეს ას წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­დეს... შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხია.

ისი­ნი გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს იმა­ვე ტან­საც­მლით მარ­ხა­ვენ, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის დროს ეცვა. მი­წას ერთი პა­ტა­რა ოთა­ხის ზო­მა­ზე თხრი­ან, მას აგუ­რე­ბით ამო­ა­შე­ნე­ბენ, ზოგ­ჯერ ხე­ლით თხრი­ან, ხან კი ექ­სკა­ვა­ტო­რით, შემ­დეგ კი უამ­რავ ნივთს აყო­ლე­ბენ. იმის მი­ხედ­ვით, თუ რისი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ოჯახს.ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ კომ­პი­უ­ტე­რი ჩა­უ­ტა­ნე­ბი­ათ, ჯი­პიც და ოქ­როც. ად­რე­ულ წლებ­ში, ისი­ნი ცხენს აყო­ლებ­დნენ.

გა­ნათ­ლე­ბა

სუფ­თა სის­ხლის ბოშა არას­დროს აბა­რებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ცეკ­ვავს, მღე­რის, უკ­რავს, და­დის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და თვით­გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. ეს მათი წი­ნაპ­რე­ბის ტრა­დი­ცი­აა, რო­მელ­საც პირ­წმინ­დად მიჰ­ყვე­ბი­ან... ადრე ისი­ნი ცხე­ნე­ბით მოგ­ზა­უ­რობ­დნენ. ახლა, XXI სა­უ­კუ­ნე­ში, ამის­თვის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ. მეტ-ნაკ­ლე­ბად იცი­ან იმ ქვეყ­ნის ენა, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ან გარ­კვე­უ­ლი დრო­ით უწევთ ცხოვ­რე­ბა.

ბო­შე­ბი ჰი­გი­ე­ნის მი­მართ მა­ინ­ცდა­მა­ინც "მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი" არ არი­ან, ამი­ტო­მაც არც ბავ­შვე­ბის მოვ­ლით იწუ­ხე­ბენ თავს. "ჭუ­ჭყი­ა­ნი ბავ­შვი – ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვი!" – ასე­თია მათი გა­მოთ­ქმა. ბავ­შვებს, რო­გორც წესი, არა­ფერს უკ­რძა­ლა­ვენ, ამი­ტო­მაც არის ალ­ბათ, ბევ­რს უნა­ხავს რო­გორ თა­მა­მად იქ­ცე­ვი­ან ისი­ნი მეტ­რო­სა და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის თუ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ბავ­შვად კი ისი­ნი 11-12 წლამ­დე ით­ვლე­ბი­ან.

ზოგ მათ­განს მარ­თლაც აქვს ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლის და­ნახ­ვის უნა­რი, თუმ­ცა მკი­თხა­ო­ბის ნიჭ­ზე თავს ყვე­ლა დებს, რო­მელ­საც შემ­დეგ შე­მო­სავ­ლის წყა­როდ იყე­ნე­ბენ. ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ მათ ადა­მი­ა­ნე­ბის "და­ჰიპ­ნო­ზე­ბა" შე­უძ­ლი­ათ, რაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. ისი­ნი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე გავ­ლე­ნას თა­ვი­ან­თი უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით ახ­დე­ნენ და ამით სარ­გებ­ლო­ბენ, რად­გან ბო­შე­ბის მი­მართ ბევ­რს აქვს უც­ნა­უ­რი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი შიში.

ქორ­წი­ნე­ბა

გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებს ისი­ნი ჯერ კი­დევ აკ­ვნის ასა­კი­დან ნიშ­ნა­ვენ. თუ ერთ ოჯახ­ში ბიჭი და­ი­ბა­დე­ბა, მე­ო­რე­ში კი გოგო, მშობ­ლებს შო­რის ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა ხდე­ბა, ბი­ჭის ოჯა­ხი ევ­რო­სა და დო­ლარ­ში საკ­მა­ოდ დიდ თან­ხად ყი­დუ­ლობს. ეს ვაჭ­რო­ბა თით­ქმის ორი კვი­რა გრძელ­დე­ბა, ვიდ­რე მი­სა­ღებ თან­ხა­ზე არ მო­რიგ­დე­ბი­ან და თით­ქმის თვე­ე­ბის სა­პა­ტარ­ძლო არ და­ი­ნიშ­ნე­ბა. გო­გო­ნე­ბი 14-15 წლის ასაკ­ში თხოვ­დე­ბი­ან და გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ შარ­ვლის ჩაც­მის უფ­ლე­ბა არ აქვთ, მა­ნამ­დე კი შე­უძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მო­სი მო­ირ­გონ. ჭრე­ლი და ნა­თე­ლი ფე­რე­ბი, ბევ­რი სამ­კა­უ­ლი, მათი არ­ჩე­ვა­ნია...

გო­გო­ნა აუ­ცი­ლებ­ლად ქა­ლიშ­ვი­ლი უნდა იყოს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის ოჯახს შე­არ­ცხვენს და ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბა. ჯიუტ გო­გო­ნას არ კლა­ვენ, თუმ­ცა, ის მთელ დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას მარ­ტო­ო­ბა­ში ატა­რებს... ზო­გა­დად, ქალი აუ­ცი­ლებ­ლად ქმრის მორ­ჩი­ლი უნდა იყოს, ქმრის ზე­წო­ლის შემ­თხვე­ვა­შიც მას უკან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. გო­გო­ნე­ბი ყო­ველ­თვის რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით თხოვ­დე­ბი­ან, ანუ უმ­ცრო­სი ვერ გა­თხოვ­დე­ბა, თუ უფ­რო­სი ჯე­რაც გა­სა­თხო­ვა­რია...

bbc.com-ის ცნო­ბით, იქ ქორ­წი­ნე­ბის ასა­კი მა­ინ­ცდა­მა­ინც გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, რად­გან არი­ან 13 წლის ბოშა დე­დე­ბიც და 15 წლის მა­მე­ბიც. ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხი 11 წლის გო­გო­ნა­საც ათხო­ვებს... ცნო­ბის­თვის, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ბოშა ქალი მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის არის. გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი თით­ქმის არ არის, თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი ქმრის ოჯა­ხი­დან გარ­ბი­ან, თუმ­ცა ამ ნა­ბი­ჯის შემ­დეგ, მას არც ერთი ბოშა არ იღებს. ამი­ტომ მან თავ­შე­სა­ფა­რი სხვა­გან, სხვა ტომ­ში უნდა ეძე­ბოს...

"ამ ბოლო დროს ხში­რად მათ ეკ­ლე­სი­ებ­ში იფა­რე­ბენ და ბო­შე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მშვიდ­დე­ბი­ან, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ მათი გო­გო­ნა რო­მე­ლი­მე მო­ძღვრის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არის... ეს ნა­ბი­ჯი მათ­თვის ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლია"- წერს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლებ­მაც ბო­შებ­თან იმოგ­ზა­უ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბო­შუ­რი კერ­ძი არ აქვთ, მხო­ლოდ სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის პილ­მე­ნებს ამ­ზა­დე­ბენ, ძი­რი­თა­დად კი, სხვე­ბის მსგავ­სად იკ­ვე­ბე­ბი­ან. თუმ­ცა, აქა-იქ მა­ინც შე­მორ­ჩე­ნი­ლია წვნი­ა­ნი კერ­ძე­ბი, რო­მე­ლიც კიტ­რით, სტა­ფი­ლო­თი და ზე­თის­ხი­ლით მზად­დე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩაი და ხილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება - "მიცვალებულისთვის ჯიპი და ოქროც ჩაუტანებიათ..."

როგორია იდუმალი ბოშების რეალური ცხოვრება - "მიცვალებულისთვის ჯიპი და ოქროც ჩაუტანებიათ..."

ბოშები ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტრადიციებისა და კულტურის მქონე ერია. თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც ისინი არიან მიმოფანტული, თავისებური, დროთა განმავლობაში შეცვლილ-შერბილებული ათადები აქვთ, თუმცა "ბარონი" ანუ უფროსი ყველგან ჰყავთ. მას ყველა ემორჩილება. ის წყვეტს შიდა, ხშირად ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებსაც კი. მათ აქვთ საკუთარი კანონი, რომელსაც თითქმის ყოველთვის ემორჩილებიან, ცხოვრობენ კომპაქტურად და გახსნილად... იშვიათად ქორწინდებიან სხვა ერის წარმომადგენელზე და თუ ვინმე ამას გააკეთებს, სხვებს მისგან თავი შორს უჭირავთ, რადგან დანარჩენ კაცობრიობას "თავიასიანებად" და "უცხოებად" ყოფენ...

თითოს ძალიან ბევრი, 10-მდე ან უფრო მეტი შვილი ჰყავს. უმეტესობას მუსიკის ნიჭი აქვს - გიტარაზე, გარმონზე, ვიოლინოსა და სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭი. ზოგი მათგანი ძალიან გახსნილია, ზოგიც უცხოს კარს არ გაუღებს, ან თუ გაუღებს, ისე უმასპინძლებს, რომ ზედმეტ კითხვას არ დაუსვამს... ისინი თავიანთ თავს "რომასაც" უწოდებენ, ზოგიერთები კი "სინტითას". კიდევ ერთი კატეგორიაა "გაჯი", თუმცა ბოშებში ისინი ყველაზე დაბალ ჯგუფად აღიქმებიან.

არსებული ცნობით, ისინი წარმოშობით ინდოეთიდან არიან და მიუხედავად იმისა, რომ იქიდან დანარჩენ მსოფლიოში რამდენიმე ათეული წლის წინ გაიფანტნენ, ბევრ მათგანს დღესაც ესმის ჰინდის ენა... ბევრს ისინი ღარიბები ჰგონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია არიან ასეთებიც, თუმცა მათში ძალიან ბევრი მდიდარია.

bbc.com-ის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, მათ ყველასგან გამორჩეული ყოფითი ტრადიციები აქვთ - ქორწილი, გასვენება, ფულის შოვნის გზები... ზოგი მკითხაობით ირჩენს თავს, ზოგი - ვაჭრობით, ზოგიც - ქურდობს, თუმცა ერთმანეთს არასდროს პარავენ.

გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ბოშა რუმინეთში, ბულგარეთსა და სერბეთშია. იმ ქვეყანაში ჩასვლისას, ტაქსის მძღოლი პირდაპირ გაფრთხილებს, რომ პირად ნივთებს თვალი არ მოაცილო, რადგან გარშემო ბოშები არიან და მათ პოლიციაც ვერ აკონტროლებს.

ტრადიციიის მიხედვით რამდენიმე ოჯახი ერთად ცხოვრობს. მათ სხვა ოჯახი არასდროს უერთდება და არც არასდროს ერევიან სხვა ოჯახის "საშინაო ურთიერთობებში".

რელიგია და ტრადიციები

სხვადასხვა ცნობებით, ისინი ქრისტიანები არიან, ევროპაში მცხოვრები კათოლიკე ქრისტიანები, თუმცა ბოშებში სხვა რელიგიის მიმდევრებსაც შეხვდებით. ყველა რელიგიას ისინი თავისებურად "ირგებდნენ". წლების წინ, თურქეთში მცხოვრები ბოშები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ფულსაც კი უხდიდნენ, რომ მათთვის ქრისტიანობა არ წაერთმიათ. ამიტომ, ბევრ მოგზაურს ძალიან უკვირდა, რომ ისინი ოქროს ჯვრებს ატარებდნენ...

ბოშების წმიდა ტრადიციის თანახმად, ისინი არასდროს კლავენ ერთმანეთს. ეს წესი ინდოეთში ცხოვრებიდან მოდის. ბოშებს სწამთ, რომ მკვლელობა კარმას აზიანებს, რომელიც მკვლელის ოჯახს თაობიდან თაობაზე გადაეცემა და შესაძლოა, ეს ას წელზე მეტხანს გაგრძელდეს... შესაბამისად, ისინი ერთმანეთის მიმართ ძალიან მშვიდობიანი ხალხია.

ისინი გარდაცვლილ ადამიანს იმავე ტანსაცმლით მარხავენ, რომელიც სიკვდილის დროს ეცვა. მიწას ერთი პატარა ოთახის ზომაზე თხრიან, მას აგურებით ამოაშენებენ, ზოგჯერ ხელით თხრიან, ხან კი ექსკავატორით, შემდეგ კი უამრავ ნივთს აყოლებენ. იმის მიხედვით, თუ რისი საშუალება აქვს ოჯახს.ყოფილა შემთხვევა, რომ კომპიუტერი ჩაუტანებიათ, ჯიპიც და ოქროც. ადრეულ წლებში, ისინი ცხენს აყოლებდნენ.

განათლება

სუფთა სისხლის ბოშა არასდროს აბარებს უნივერსიტეტში. ის ცეკვავს, მღერის, უკრავს, დადის სხვადასხვა ქვეყანაში და თვითგანათლებულია. ეს მათი წინაპრების ტრადიციაა, რომელსაც პირწმინდად მიჰყვებიან... ადრე ისინი ცხენებით მოგზაურობდნენ. ახლა, XXI საუკუნეში, ამისთვის ავტომანქანები ჰყავთ. მეტ-ნაკლებად იციან იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობენ ან გარკვეული დროით უწევთ ცხოვრება.

ბოშები ჰიგიენის მიმართ მაინცდამაინც "მგრძნობიარეები" არ არიან, ამიტომაც არც ბავშვების მოვლით იწუხებენ თავს. "ჭუჭყიანი ბავშვი – ბედნიერი ბავშვი!" – ასეთია მათი გამოთქმა. ბავშვებს, როგორც წესი, არაფერს უკრძალავენ, ამიტომაც არის ალბათ, ბევრს უნახავს როგორ თამამად იქცევიან ისინი მეტროსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ინფრასტრუქტურის თუ სხვა ადამიანების მიმართ. ბავშვად კი ისინი 11-12 წლამდე ითვლებიან.

ზოგ მათგანს მართლაც აქვს ადამიანის წარსულისა და მომავლის დანახვის უნარი, თუმცა მკითხაობის ნიჭზე თავს ყველა დებს, რომელსაც შემდეგ შემოსავლის წყაროდ იყენებენ. ზოგი მიიჩნევს, რომ მათ ადამიანების "დაჰიპნოზება" შეუძლიათ, რაც გადაჭარბებულია. ისინი ადამიანის ფსიქოლოგიაზე გავლენას თავიანთი უცნაური ქმედებებით ახდენენ და ამით სარგებლობენ, რადგან ბოშების მიმართ ბევრს აქვს უცნაური, ქვეცნობიერი შიში.

ქორწინება

გოგონებსა და ვაჟებს ისინი ჯერ კიდევ აკვნის ასაკიდან ნიშნავენ. თუ ერთ ოჯახში ბიჭი დაიბადება, მეორეში კი გოგო, მშობლებს შორის ფინანსური გარიგება ხდება, ბიჭის ოჯახი ევროსა და დოლარში საკმაოდ დიდ თანხად ყიდულობს. ეს ვაჭრობა თითქმის ორი კვირა გრძელდება, ვიდრე მისაღებ თანხაზე არ მორიგდებიან და თითქმის თვეების საპატარძლო არ დაინიშნება. გოგონები 14-15 წლის ასაკში თხოვდებიან და გათხოვების შემდეგ შარვლის ჩაცმის უფლება არ აქვთ, მანამდე კი შეუძლიათ, ნებისმიერი თანამედროვე სამოსი მოირგონ. ჭრელი და ნათელი ფერები, ბევრი სამკაული, მათი არჩევანია...

გოგონა აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ის ოჯახს შეარცხვენს და ყველაფერი ცუდად დამთავრდება. ჯიუტ გოგონას არ კლავენ, თუმცა, ის მთელ დარჩენილ ცხოვრებას მარტოობაში ატარებს... ზოგადად, ქალი აუცილებლად ქმრის მორჩილი უნდა იყოს, ქმრის ზეწოლის შემთხვევაშიც მას უკან დაბრუნების უფლება არ აქვს. გოგონები ყოველთვის რიგითობის მიხედვით თხოვდებიან, ანუ უმცროსი ვერ გათხოვდება, თუ უფროსი ჯერაც გასათხოვარია...

bbc.com-ის ცნობით, იქ ქორწინების ასაკი მაინცდამაინც განსაზღვრული არ არის, რადგან არიან 13 წლის ბოშა დედებიც და 15 წლის მამებიც. ზოგიერთი ოჯახი 11 წლის გოგონასაც ათხოვებს... ცნობისთვის, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ბოშა ქალი მსუბუქი ყოფაქცევის არის. განქორწინებები თითქმის არ არის, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ქმრის ოჯახიდან გარბიან, თუმცა ამ ნაბიჯის შემდეგ, მას არც ერთი ბოშა არ იღებს. ამიტომ მან თავშესაფარი სხვაგან, სხვა ტომში უნდა ეძებოს...

"ამ ბოლო დროს ხშირად მათ ეკლესიებში იფარებენ და ბოშები მხოლოდ იმ შემთხვევაში მშვიდდებიან, როდესაც იგებენ, რომ მათი გოგონა რომელიმე მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ არის... ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან დამამცირებელია"- წერს გამოცემის კორესპონდენტი, რომლებმაც ბოშებთან იმოგზაურა.

რაც შეეხება ეროვნულ სამზარეულოს, განსაკუთრებული ბოშური კერძი არ აქვთ, მხოლოდ სამკუთხედის ფორმის პილმენებს ამზადებენ, ძირითადად კი, სხვების მსგავსად იკვებებიან. თუმცა, აქა-იქ მაინც შემორჩენილია წვნიანი კერძები, რომელიც კიტრით, სტაფილოთი და ზეთისხილით მზადდება. ძალიან უყვართ ჩაი და ხილი.

მოსკოვში ნიღბიანმა მამაკაცმა საკვირაო ღვთისმსახურებისას ტაძარში ორი ადამიანი დაჭრა

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? - რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი