მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპერი - ჯორჯ არისონი "სტარტაპ გრაინდს" ეწვევა
საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპერი - ჯორჯ არისონი "სტარტაპ გრაინდს" ეწვევა

"სტარ­ტაპ გრა­ინ­დი" გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლია, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სურთ სტარ­ტა­პის შექ­მნა, არ­სე­ბუ­ლის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა და ა.შ. "სტარ­ტაპ გრა­ინდ თბი­ლი­სი" გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აერ­თი­ა­ნებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი და ბოლო სა­ა­თი სხვებ­თან კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბი­სათ­ვის, მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნი­სა და ერ­თმა­ნე­თის და­სახ­მა­რებ­ლად გზე­ბის მო­ძი­ე­ბი­სათ­ვი­საა გა­მო­ყო­ფი­ლი, რაც ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტაპ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია.

მოდი, რომ შეხ­ვდე უცხო ადა­მი­ა­ნებს ან გა­ი­გო სი­ახ­ლე მათ­გან, ვი­საც უკვე იც­ნობ! იყა­ვი მზად იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­გო, თუ რო­გორ შე­გიძ­ლია სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა! ეს შე­იძ­ლე­ბა ისე­თი მარ­ტი­ვი იყოს, რო­გორც ფე­ის­ბუქ პოს­ტის და­რეკ­ლა­მე­ბა, ან პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში დახ­მა­რე­ბა, ან კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლის პოვ­ნა.

მოდი, შე­მოგ­ვი­ერ­თდი გემ­რი­ელ საკ­ვებ­სა და სას­მელ­ზე და ჩა­ერ­თე სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რებ­ში, ჩვე­ნი სტარ­ტაპ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით!

ამ თვე­ში "სტარ­ტაპ გრა­ინ­დზე" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი გვყავს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იგი არის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. ჯორჯ არი­სო­ნი (ირაკ­ლი არე­ში­ძე) ქარ­თვე­ლი ანტრეპ­რე­ნე­რია სან ფრან­ცის­კო­ში, მან და­არ­სა Shift Technologies, რო­მელ­მაც $110,000,000 მეტი ინ­ვეს­ტი­ცია მო­ი­ზი­და. წლე­ვან­დე­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის შემ­დეგ კი, ეს რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­იზ­რდე­ბა.

Shift გა­ყიდ­ვე­ბის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა მე­ო­რა­დი მან­ქა­ნე­ბი­სათ­ვის. მის და­არ­სე­ბამ­დე, 2007 წელს არი­სო­ნი Taxi Magic-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ცნო­ბი­ლია რო­გორც Curb. ეს კი ტაქ­სის სერ­ვი­სის ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ აპ­ლი­კა­ცია იყო Uber-ამდე!

ჯორჯ არი­სო­ნი Google-ში პრო­დუქ­ტის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და, სა­დაც მან კარ­გი ცოდ­ნა და კავ­ში­რე­ბი შე­ი­ძი­ნა. იგი ასე­ვე მუ­შა­ობ­და ბოს­ტო­ნის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუფ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არი­სო­ნი ამ უმ­დიდ­რეს გა­მოც­დი­ლე­ბას და სი­ლი­კონ ვე­ლის უამ­რავ კავ­ში­რებს სა­ქარ­თვე­ლოს უზი­ა­რებს!

შეხ­ვედ­რა 6 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა სას­ტუმ­რო "სტამ­ბა­ში" (კოს­ტა­ვას ქ.#14).

ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­რი­გი: 18:00 სა­ა­თი - ნეთ­ვორ­ქინ­გი საჭ­მლის და სას­მე­ლე­ბის თან­ხლე­ბით

19:00 სა­ა­თი - სპი­კე­რის გა­მოს­ვლა (ინ­გლი­სურ ენა­ზე)

20:00 სა­ა­თი - ნეთ­ვორ­ქინ­გი სას­მე­ლე­ბის თან­ხლე­ბით

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპერი - ჯორჯ არისონი "სტარტაპ გრაინდს" ეწვევა

საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპერი - ჯორჯ არისონი "სტარტაპ გრაინდს" ეწვევა

"სტარტაპ გრაინდი" გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომელთაც სურთ სტარტაპის შექმნა, არსებულისთვის დაფინანსების მოძიება და ა.შ. "სტარტაპ გრაინდ თბილისი" გლობალური საზოგადოების წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონ ადამიანს აერთიანებს.

ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან კავშირის დამყარებისათვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია.

მოდი, რომ შეხვდე უცხო ადამიანებს ან გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე იცნობ! იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახმარება! ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც ფეისბუქ პოსტის დარეკლამება, ან პრობლემის გადაჭრაში დახმარება, ან კარგი თანამშრომლის პოვნა.

მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ საკვებსა და სასმელზე და ჩაერთე საინტერესო საუბრებში, ჩვენი სტარტაპ საზოგადოების ფორმირებასთან დაკავშირებით!

ამ თვეში "სტარტაპ გრაინდზე" განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი. ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) ქართველი ანტრეპრენერია სან ფრანცისკოში, მან დაარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიცია მოიზიდა. წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ კი, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

Shift გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის. მის დაარსებამდე, 2007 წელს არისონი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც Curb. ეს კი ტაქსის სერვისის ცნობილი ონლაინ აპლიკაცია იყო Uber-ამდე!

ჯორჯ არისონი Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მან კარგი ცოდნა და კავშირები შეიძინა. იგი ასევე მუშაობდა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფში. შესაბამისად, არისონი ამ უმდიდრეს გამოცდილებას და სილიკონ ველის უამრავ კავშირებს საქართველოს უზიარებს!

შეხვედრა 6 აგვისტოს საღამოს 18:00 საათზე დაიწყება სასტუმრო "სტამბაში" (კოსტავას ქ.#14).

ღონისძიების განრიგი: 18:00 საათი - ნეთვორქინგი საჭმლის და სასმელების თანხლებით

19:00 საათი - სპიკერის გამოსვლა (ინგლისურ ენაზე)

20:00 საათი - ნეთვორქინგი სასმელების თანხლებით

R

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს