საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს
"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისან­ში ძარ­ცვის ფაქ­ტი მოხ­და - ორი პირი ქალს და­ეს­ხა თავს და სა­ფუ­ლე გას­ტა­ცა. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რაც გა­ირ­კვა, რომ მძარ­ცვე­ლის და­კა­ვე­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გამ­ვლე­ლი - 26 წლის ლუკა ლო­რია შე­ე­ცა­და, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­მა მძარ­ცველ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დაჭ­რა.

პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა, ლუკა ლო­რია კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს.

26 წლის ლუკა კლი­ნი­კა­ში დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და, იქამ­დე კი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის დე­დამ - ლალი ლო­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი და­წე­რა:

"მე ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო ვალი მო­ვი­ხა­დე" - ლუკა ლო­რია. "შენ უფრო მეტი გა­ა­კე­თე, მა­გა­რი ბიჭი ხარ" - გი­ორ­გი გა­ხა­რია.

აქამ­დე ჩემი სას­წა­უ­ლი გან­საც­დე­ლი მტან­ჯავ­და და იმა­ზე არც მი­ფიქ­რია რა გა­ა­კე­თე ლუკა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ და ჯერ წინ გვაქვს მე­ა­მა­ყე­ბი შვი­ლო! გული მწყდე­ბა, რომ მა­მა­შე­ნი ვერ მო­ეს­წრო... იმ დღეს ვფიქ­რობ­დი, ბედ­ნი­ე­რი გოჩა ამ გან­საც­დელს აა­ცი­ლა ღმერ­თმა-თქო, დღეს კი მე­ცო­დე­ბა, ია­მა­ყებ­და შე­ნით. შენ მისი გაზ­რდი­ლი ლუ­კი­ჩა ხარ, სულ რომ მე­უბ­ნე­ბო­და: ლალი, შენ კი­დევ არ იცი რა შვი­ლი გყავ­სო " - წერს ლალი ლო­რია.

AMBEBI.GE და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლუკა ლო­რი­ას დე­დას, ქალ­ბა­ტონ ლა­ლის და­უ­კავ­შირ­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით რო­გო­რია ახლა ლუ­კას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ახლა გა­მო­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ორი დღეა არც კი დამვჯდარ­ვარ. ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად არის.

- სად აქვს ლუ­კას ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი?

- ორი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნით. მუც­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არის დაჭ­რი­ლი, და­ზი­ან­და ნაწ­ლა­ვე­ბი. ექი­მებ­მა გა­უჭ­რეს მუც­ლის თეთ­რი ხა­ზიც, რათა გა­მო­რი­ცხუ­ლი­ყო სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბიც.

- რა გი­ამ­ბოთ ლუ­კამ, რა მოხ­და?

- ლუკა და მისი მე­გობ­რე­ბი მე­გობ­რის ცო­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ეს მისი უბა­ნია და აქვე და­უ­ნა­ხავს, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სუ­ლა ქალი, რო­მე­ლიც ყვი­რო­და სა­ფუ­ლე წა­მარ­თვე­სო. თავ­დამ­სხმელს ცის­ფე­რი მა­ი­სუ­რი ეცვა და ლუკა მას გა­ე­კი­და. როცა და­ი­ჭი­რა და წა­არ­თვა სა­ფუ­ლე, სწო­რედ ამ დროს დაჭ­რა თავ­დამ­სხმელ­მა, და­ე­ცა და ძმა­კა­ცებს უთხრა დამ­ჭრაო... პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- რო­გორც თქვე­ნი პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, ლუ­კას მამა არ ჰყავს...

- მამა ექ­ვსი თვის წინ და­ე­ღუ­პა. ისიც პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, „ენერ­გო პროს“ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხურ­ში გა­უს­კდა ანევ­რიზ­მა. ასე­თი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა ცოტა ხნის წინ თავს... რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ლუ­კას, ფეხ­ბურ­თე­ლია. „ოლიმ­პის“ ბა­ზა­ზე გა­ი­ზარ­და. შემ­დეგ ჩე­ხეთ­ში და ლიტ­ვა­ში თა­მა­შობ­და. იქე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­რის „დი­ლა­ში“ დაბ­რუნ­და. თსუ-ში ჩა­ა­ბა­რა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, ახლა GIPA-ში სწავ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

დე­დის­გან უხერ­ხუ­ლია სა­კუ­თარ შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ყვე­ლა გე­ტყვით, რომ ლუკა სხვა­ნა­ი­რი ბი­ჭია. როცა ვუ­თხა­რი, ხომ იცი ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან და სად გარ­ბო­დი-მეთ­ქი, მი­თხრა - რას მე­უბ­ნე­ბი, აბა რა უნდა მექ­ნაო!

ავტორი:

"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს

"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს

რამდენიმე დღის წინ ისანში ძარცვის ფაქტი მოხდა - ორი პირი ქალს დაესხა თავს და საფულე გასტაცა. ამ ამბავმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც გაირკვა, რომ მძარცველის დაკავებას ჩვეულებრივი გამვლელი - 26 წლის ლუკა ლორია შეეცადა, რომელიც არასრულწლოვანმა მძარცველმა შემთხვევის ადგილზე დაჭრა.

პოლიციამ თავდამსხმელები ადგილზე დააკავა, ლუკა ლორია კი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

26 წლის ლუკა კლინიკაში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, იქამდე კი ახალგაზრდა ბიჭის დედამ - ლალი ლორიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა:

"მე ჩემი სამოქალაქო ვალი მოვიხადე" - ლუკა ლორია. "შენ უფრო მეტი გააკეთე, მაგარი ბიჭი ხარ" - გიორგი გახარია.

აქამდე ჩემი სასწაული განსაცდელი მტანჯავდა და იმაზე არც მიფიქრია რა გააკეთე ლუკა. მიუხედავად ამ ყველაფრისა რაც გადავიტანეთ და ჯერ წინ გვაქვს მეამაყები შვილო! გული მწყდება, რომ მამაშენი ვერ მოესწრო... იმ დღეს ვფიქრობდი, ბედნიერი გოჩა ამ განსაცდელს ააცილა ღმერთმა-თქო, დღეს კი მეცოდება, იამაყებდა შენით. შენ მისი გაზრდილი ლუკიჩა ხარ, სულ რომ მეუბნებოდა: ლალი, შენ კიდევ არ იცი რა შვილი გყავსო " - წერს ლალი ლორია.

AMBEBI.GE დაზარალებული ლუკა ლორიას დედას, ქალბატონ ლალის დაუკავშირდა:

- ქალბატონო ლალი, პირველ რიგში გვითხარით როგორია ახლა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ახლა გამოვედი საავადმყოფოდან, ორი დღეა არც კი დამვჯდარვარ. ექიმები მეუბნებიან, რომ ყველაფერი სტაბილურად არის.

- სად აქვს ლუკას ჭრილობები მიყენებული?

- ორი ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. მუცლის მარცხენა მხარეს არის დაჭრილი, დაზიანდა ნაწლავები. ექიმებმა გაუჭრეს მუცლის თეთრი ხაზიც, რათა გამორიცხულიყო სისხლჩაქცევებიც.

- რა გიამბოთ ლუკამ, რა მოხდა?

- ლუკა და მისი მეგობრები მეგობრის ცოლის დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ეს მისი უბანია და აქვე დაუნახავს, მაღაზიიდან გამოსულა ქალი, რომელიც ყვიროდა საფულე წამართვესო. თავდამსხმელს ცისფერი მაისური ეცვა და ლუკა მას გაეკიდა. როცა დაიჭირა და წაართვა საფულე, სწორედ ამ დროს დაჭრა თავდამსხმელმა, დაეცა და ძმაკაცებს უთხრა დამჭრაო... პირდაპირ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

- როგორც თქვენი პოსტიდან ირკვევა, ლუკას მამა არ ჰყავს...

- მამა ექვსი თვის წინ დაეღუპა. ისიც პოლიციელი იყო, „ენერგო პროს“ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და სამსახურში გაუსკდა ანევრიზმა. ასეთი ტრაგედია დაგვატყდა ცოტა ხნის წინ თავს... რაც შეეხება თავად ლუკას, ფეხბურთელია. „ოლიმპის“ ბაზაზე გაიზარდა. შემდეგ ჩეხეთში და ლიტვაში თამაშობდა. იქედან საქართველოში გორის „დილაში“ დაბრუნდა. თსუ-ში ჩააბარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ახლა GIPA-ში სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

დედისგან უხერხულია საკუთარ შვილზე საუბარი, მაგრამ ყველა გეტყვით, რომ ლუკა სხვანაირი ბიჭია. როცა ვუთხარი, ხომ იცი ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და სად გარბოდი-მეთქი, მითხრა - რას მეუბნები, აბა რა უნდა მექნაო!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ