პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკომენდაციები ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკომენდაციები ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე

ძაღ­ლის მიერ ნე­ბის­მი­ე­რი და­კაწ­ვრის, დაკ­ბე­ნის, და­დორბვლის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მივ­მარ­თოთ რა­ბი­ო­ლოგს, მა­ში­ნაც კი თუკი ცხო­ვე­ლი იყო აც­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, რის­კი იმა­ტებს თუკი დაკ­ბე­ნა ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბის არე­ა­ლებ­ში მოხ­და, მა­გა­ლი­თად თი­თებ­ზე, თა­ვის არე­ში და ა.შ.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ძაღ­ლე­ბის მიერ დაკ­ბე­ნა-და­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვე­ბი წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლი არ არის, თუმ­ცა, მისი თქმით, მსგავს შემ­თხვე­ვებს პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლე­ბის­გან უფრო ხში­რად აქვს ად­გი­ლი, ვიდ­რე მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან.

„ვერ ვი­ტყვით, რომ დაკ­ბე­ნა-და­კაწ­ვრის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში სტან­დარ­ტუ­ლად მე­ტია ხოლ­მე იმი­ტომ, რომ ლეკ­ვე­ბის და­ბა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში დედა შე­იძ­ლე­ბა უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იყოს. თუმ­ცა აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ დაკ­ბე­ნის ფაქ­ტე­ბი უფრო მე­ტია პატ­რო­ნი­ა­ნი ცხო­ვე­ლის­გან, ვიდ­რე მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლას, ვი­საც ცხო­ვე­ლი ჰყავს სახ­ლში, აც­რი­ლი ჰყავ­დეს, რო­გორც ცოფ­ზე, ასე­ვე კოპ­ლექ­სუ­რებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პატ­რო­ნე­ბი სა­კუ­თარ ოთხფე­ხა მე­გობ­რებს ცოფ­ზე არ ცრი­ან. მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და­ვიც­ვათ, მათ შო­რის ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის, ჩი­პი­რე­ბის თუ აც­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმის­თვის, რომ რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბი, ასე­ვე სხვე­ბიც და­ვიც­ვათ,“ - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ ლომ­ჯა­რი­ამ.

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, არ მი­ა­ტო­ვონ თა­ვი­ან­თი ძაღ­ლე­ბი ქუ­ჩა­ში. მისი თქმით, ცხო­ვე­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ა­გენ­ტო მზად არის, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პი­რებს, ასე­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თავ­შე­სა­ფარ­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი აჩუ­ქოს.

„ჩვენ მზად ვართ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ, მა­გა­ლი­თად ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც უნ­დათ იჩუ­ქონ ლეკ­ვი ან ბიზ­ნე­სებ­თან, რომ­ლებ­საც ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ცა­ვად მცვე­ლი სჭირ­დე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ, მოგ­ვმარ­თოთ და იჩუ­ქოთ რო­გორც შე­რე­უ­ლი, ასე­ვე ჯი­ში­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბი თავ­შე­საფ­რი­დან,“ - აღ­ნიშ­ნა ლომ­ჯა­რი­ამ.

tazo
0

მიხედეტ დროა ,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკომენდაციები ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეკომენდაციები ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე

ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.

„ვერ ვიტყვით, რომ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები გახშირებულია, თუმცა გაზაფხულსა და ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კოპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიატოვონ თავიანთი ძაღლები ქუჩაში. მისი თქმით, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავშესაფარში მყოფი ცხოველები აჩუქოს.

„ჩვენ მზად ვართ მოსახლეობასთან ნებისმიერი მიმართულებით ვითანამშრომლოთ, მაგალითად ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ იჩუქონ ლეკვი ან ბიზნესებთან, რომლებსაც ტერიტორიის დასაცავად მცველი სჭირდებათ. შეგიძლიათ, მოგვმართოთ და იჩუქოთ როგორც შერეული, ასევე ჯიშიანი ცხოველები თავშესაფრიდან,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - stopcov.ge-ს განახლებული მონაცემები

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომლის მეუღლე და შვილები ქვიშხეთთან ავარიის დროს დაიღუპნენ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა