Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტექდათვალიერებისას  1300-მდე ავტომობილი სრულიად უვარგისი აღმოჩნდა
ტექდათვალიერებისას  1300-მდე ავტომობილი სრულიად უვარგისი აღმოჩნდა

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის თა­მარ ხუ­ლორ­და­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან (მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ელი იან­ვრი­დან) 1300-მდე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, როცა ტრან­სპორ­ტი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უვარ­გი­სად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, ხოლო შე­მოწ­მე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ს და­უდ­გინ­და ხარ­ვე­ზი და მის მიერ ხე­ლა­ხა­ლი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ჩა­ით­ვა­ლა.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი დი­ზე­ლის ხა­რის­ხის რე­გუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით.

“ჩვენ ვხე­დავთ მთავ­რო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას გა­რე­მოს­დაც­ვის კუ­თხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლია იმის­თვის, რომ დღის წეს­რიგ­ში არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­და­წყდეს, მათ შო­რის ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­პარ­კის არ­სე­ბო­ბაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა არის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბა. გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, კი­დევ უფრო დიდ პრობ­ლე­მას ძვე­ლი ავ­ტო­პარ­კის არ­სე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს. ეს გა­ნა­პი­რო­ბებს იმ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს, რაც ჩვენ გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის კუ­თხით გვაქვს. ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ოთ იმი­სათ­ვის, რომ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კი ეტა­პობ­რი­ვად გა­ნახ­ლდეს. მე­ო­რეს მხრივ, უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რომ საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის რე­გუ­ლი­რე­ბა მოხ­დეს. ასე­ვე ზედ­მი­წევ­ნით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვა“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­მარ ხუ­ლორ­და­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ტექდათვალიერებისას  1300-მდე ავტომობილი სრულიად უვარგისი აღმოჩნდა

ტექდათვალიერებისას  1300-მდე ავტომობილი სრულიად უვარგისი აღმოჩნდა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან (მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან) 1300-მდე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ტრანსპორტი აბსოლუტურად უვარგისად იქნა მიჩნეული, ხოლო შემოწმებული ტრანსპორტის დაახლოებით 25%-ს დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ ხელახალი ინსპექტირების გავლა სავალდებულოდ ჩაითვალა.

როგორც დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მზადდება ცვლილებები დიზელის ხარისხის რეგულირების მიზნით.

“ჩვენ ვხედავთ მთავრობის აქტიურობას გარემოსდაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია იმისთვის, რომ დღის წესრიგში არსებული ბევრი პრობლემა გადაწყდეს, მათ შორის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. დაბინძურების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაუმართავი ავტოპარკის არსებობაა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა არის ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდ პრობლემას ძველი ავტოპარკის არსებობა წარმოადგენს. ეს განაპირობებს იმ სერიოზულ პრობლემებს, რაც ჩვენ გარემოს დაბინძურების კუთხით გვაქვს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ არსებული ავტოპარკი ეტაპობრივად განახლდეს. მეორეს მხრივ, უნდა ვიმუშაოთ, რომ საწვავის ხარისხის რეგულირება მოხდეს. ასევე ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს ტექდათვალიერების კრიტერიუმების დაცვა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამარ ხულორდავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი