საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვიდკაცა" 20 წლის იუბილეს "ბლექ სი არენაზე" ამერიკულ ჯგუფ "Take 6"-სთან ერთად აღნიშნავს
"შვიდკაცა" 20 წლის იუბილეს "ბლექ სი არენაზე" ამერიკულ ჯგუფ "Take 6"-სთან ერთად აღნიშნავს

11 აგ­ვის­ტოს, პრო­ექტ Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, "ბლექ სი არე­ნა­ზე" ან­სამ­ბლ "შვიდ­კა­ცა­სა" და ჯგუფ "Take 6"-ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. "შვიდ­კა­ცას" სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ან­სამ­ბლის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 20 წლის იუ­ბი­ლეს ეძღვნე­ბა.

კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. გაჟ­ღერ­დე­ბა "შვიდ­კა­ცას" რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­ყუ­რე­ბე­ლი მუ­სი­კო­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო კო­ლა­ბო­რა­ცი­ას იხი­ლავს - ეს იქ­ნე­ბა სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის თან­ხლე­ბით "შვიდ­კა­ცა­სა" და ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვლა, ამას­თან, "გრე­მის" მფლო­ბე­ლი "Take 6" თა­ვი­სი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ცი­ებს შე­ას­რუ­ლებს.

"შვიდ­კა­ცას" მრა­ვალ­წლი­ა­ნი სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი აქვს არა­ერ­თი სო­ლო­კონ­ცერ­ტი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უცხო­ეთ­ში, 2017 წელს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლი გახ­და, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რა, Oracle არე­ნა­ზე, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბო­და Golden State Warriors და Memphis Grizzlies. ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფი 1980 წელს ალა­ბა­მა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 10 "გრე­მის~ გარ­და მი­ღე­ბუ­ლი აქვთ სხვა­დას­ხვა პერ­სტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო თუ ნო­მი­ნა­ცია. ჯგუ­ფი თა­ნამ­შრომ­ლობ­და ისეთ ცნო­ბილ არ­ტის­ტებ­თან, რო­გო­რე­ბიც არი­ან: რეი ჩარლ­ზი, უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნი, ელ ჯერო, ქუ­ინ­სი ჯონ­სი, ქუინ ლა­ტი­ფა, ბრა­ი­ან მაქ­ნა­თი, მარ­კუს მი­ლე­რი და სხვა.

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, "ბლექ სი არე­ნას" დი­რექ­ტო­რი:

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში "ბლექ სი არე­ნას" სცე­ნა და­ეთ­მოს ქარ­თულ პრო­ექ­ტებს, ქარ­თველ შემ­სრუ­ლებ­ლებს. რო­გორც იცით, ჩვენს დარ­ბაზს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც მეტ გა­მოც­დი­ლე­ბას აძ­ლევს ჩვენს ვარ­სკვლა­ვებს, ქარ­თუ­ლი ესტრა­და სხვა სა­ფე­ხურ­ზე გა­დაჰ­ყავს. ვფიქ­რობ, ეს უნი­კა­ლუ­რი შან­სი სწო­რედ ქარ­თვე­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი და მი­მარ­თუ­ლე­ბაა სინ­თე­ზუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი.

სწო­რედ ამი­ტომ, "შვიდ­კა­ცას­თან" ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა დავ­გეგ­მეთ, რო­მელ­შიც სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბი, ჯგუ­ფი "Take 6"-ია. ქარ­თუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რის ფონ­ზე მუ­სი­კის სა­ო­ცა­რი სინ­თე­ზი მოხ­დე­ბა... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ამ მუ­სი­კა­ლურ ექ­სპე­რი­მენტზე ქარ­თვე­ლე­ბიც და ამე­რი­კე­ლე­ბიც წა­მო­ვიდ­ნენ. მი­ხა­რია, რომ 2 წლის შემ­დეგ, ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი შედ­გა.

ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და, რომ გვერ­დით ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი არ გვყო­ლო­და. ამ პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რია ჩვე­ნი დიდი ხნის მე­გო­ბა­რი, პარტნი­ო­რი ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი. მას ჩვენ­თან სხვა დრო­საც უთა­ნამ­შრომ­ლია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ნა­ხა "ბლექ სი არე­ნას" შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამი­ტომ ვგრძნობ და ვხე­დავ, რომ ამ­ჯე­რა­დაც ეს კონ­ცერ­ტი მხატ­ვრუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვა.

ნიკა რაჭ­ვე­ლი, პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"შვიდ­კა­ცა" არის ან­სამ­ბლი, რო­მე­ლიც ერთი მხრივ აგ­რძე­ლებს მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბის კარგ ტრა­დი­ცი­ას, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს სა­სუ­ლი­ე­რო მუ­სი­კას, ფოლკ­ლო­რულ მუ­სი­კას, პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კას, თბი­ლი­სურს და ყვე­ლა­ფერს, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ სიმ­ღე­რას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამ კონ­ცერ­ტში ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამის გვერ­დით ვი­ხი­ლავთ ამე­რი­კულ ბრწყინ­ვა­ლე ჯაზ-სექ­სტეტს. "შვიდ­კა­ცა" არ­სე­ბო­ბის 20 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს ყვე­ლა­ზე დიდ, გა­მორ­ჩე­ულ, შთამ­ბეჭ­დავ სივ­რცე­ში, რა­საც "ბლექ სი არე­ნა" ჰქვია... ჩემი სი­სუს­ტე რო­ი­ა­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო "სტენ­ვე­ე­ბი" სწო­რედ იქ დგას. ამი­ტომ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ იქ მი­წევს დაკ­ვრა.

ასე­ვე ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი იმით, რომ ამ სა­უ­კე­თე­სო ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან მო­მი­წევს სცე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა. მი­ხა­რია ისიც, რომ კონ­ცერ­ტზე გა­დაკ­ვე­თა მექ­ნე­ბა ბასა და თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლებ­თან. ყო­ველ­თვის ვე­მორ­ჩი­ლე­ბი ბა­სას იდე­ებს და ეს მორ­ჩი­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა -ასეთ დროს, ზუს­ტად იცი, პრო­ექ­ტი რა შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტის იდეა თუ გაგ­რძელ­დე­ბა, უფრო მეტი უცხო­ე­ლი არ­ტის­ტი "და­ჩე­ქინ­დე­ბა" და მსოფ­ლიო გა­ი­გებს, სად მღე­რი­ან ისი­ნი.

ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, ისევ "ბლექ სი არე­ნა­ზე" ვი­მუ­შა­ვო. მარ­თლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის დარ­ბა­ზია თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით. მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლებ­თა­ნაც მი­წევს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რით კი სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ხდე­ბა. სა­ო­ცარ მუ­სი­კო­სებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მსოფ­ლიო დო­ნის მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმი­თაც, რომ ნიკა რაჭ­ველ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც დახ­ვე­წი­ლი, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის მუ­სი­კო­სია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ვა.

ამი­ტომ, მა­ყუ­რე­ბე­ლი მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სო ახ­ლე­ბურ კონ­ცერტს იხი­ლავს, რაც მთა­ვა­რია, შედ­გე­ბა ამე­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის კო­ლა­ბო­რა­ცია. ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის მო­ნა­პო­ვარს - ქარ­თულ მრა­ვალ­ხმი­ან სიმ­ღე­რას "შვიდ­კა­ცა" ასე მა­ღალ დო­ნე­ზე ას­რუ­ლებს".

"შვიდ­კა­ცა­სა" და "Take 6"-ის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტი მსმე­ნელს 11 აგ­ვის­ტოს "ბლექ სი არე­ნა­ზე" ელის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"შვიდკაცა" 20 წლის იუბილეს "ბლექ სი არენაზე" ამერიკულ ჯგუფ "Take 6"-სთან ერთად აღნიშნავს

"შვიდკაცა" 20 წლის იუბილეს "ბლექ სი არენაზე" ამერიკულ ჯგუფ "Take 6"-სთან ერთად აღნიშნავს

11 აგვისტოს, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, "ბლექ სი არენაზე" ანსამბლ "შვიდკაცასა" და ჯგუფ "Take 6"-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. "შვიდკაცას" საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. გაჟღერდება "შვიდკაცას" რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები, რომელიც ნიკოლოზ რაჭველის ახლებური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი. მაყურებელი მუსიკოსების საინტერესო კოლაბორაციას იხილავს - ეს იქნება სიმფონიური ორკესტრის თანხლებით "შვიდკაცასა" და ამერიკული ჯგუფის ერთობლივი გამოსვლა, ამასთან, "გრემის" მფლობელი "Take 6" თავისი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.

"შვიდკაცას" მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში გამართული აქვს არაერთი სოლოკონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, 2017 წელს პირველი ქართული ანსამბლი გახდა, რომელმაც სიმღერა, Oracle არენაზე, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა Golden State Warriors და Memphis Grizzlies. ამერიკული ჯგუფი 1980 წელს ალაბამაში ჩამოყალიბდა. 10 `გრემის~ გარდა მიღებული აქვთ სხვადასხვა პერსტიჟული მუსიკალური ჯილდო თუ ნომინაცია. ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: რეი ჩარლზი, უიტნი ჰიუსტონი, ელ ჯერო, ქუინსი ჯონსი, ქუინ ლატიფა, ბრაიან მაქნათი, მარკუს მილერი და სხვა.

ანი კავლელიშვილი, "ბლექ სი არენას" დირექტორი:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია Check in Georgia-ს ფარგლებში "ბლექ სი არენას" სცენა დაეთმოს ქართულ პროექტებს, ქართველ შემსრულებლებს. როგორც იცით, ჩვენს დარბაზს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომლის გამოყენებაც მეტ გამოცდილებას აძლევს ჩვენს ვარსკვლავებს, ქართული ესტრადა სხვა საფეხურზე გადაჰყავს. ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსი სწორედ ქართველებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ჩვენი პრიორიტეტი და მიმართულებაა სინთეზური კონცერტები და მუსიკალური ექსპერიმენტები.

სწორედ ამიტომ, "შვიდკაცასთან" ერთად, ძალიან საინტერესო ღონისძიება დავგეგმეთ, რომელშიც სპეციალური სტუმრები, ჯგუფი "Take 6"-ია. ქართული და ამერიკული სიმღერის ფონზე მუსიკის საოცარი სინთეზი მოხდება... მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ მუსიკალურ ექსპერიმენტზე ქართველებიც და ამერიკელებიც წამოვიდნენ. მიხარია, რომ 2 წლის შემდეგ, ეს ექსპერიმენტი შედგა.

ალბათ ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ გვერდით ნიკოლოზ რაჭველი არ გვყოლოდა. ამ პროექტის რეჟისორია ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, პარტნიორი ბასა ფოცხიშვილი. მას ჩვენთან სხვა დროსაც უთანამშრომლია, არაჩვეულებრივად დაინახა "ბლექ სი არენას" შესაძლებლობები. ამიტომ ვგრძნობ და ვხედავ, რომ ამჯერადაც ეს კონცერტი მხატვრულად საინტერესო გამოვა.

ნიკა რაჭველი, პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი:

"შვიდკაცა" არის ანსამბლი, რომელიც ერთი მხრივ აგრძელებს მრავალხმიანობის კარგ ტრადიციას, შესანიშნავად ასრულებს სასულიერო მუსიკას, ფოლკლორულ მუსიკას, პოპულარულ მუსიკას, თბილისურს და ყველაფერს, რაც კი შეიძლება ქართულ სიმღერას უკავშირდებოდეს. ამ კონცერტში ეს მრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ამის გვერდით ვიხილავთ ამერიკულ ბრწყინვალე ჯაზ-სექსტეტს. "შვიდკაცა" არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს ყველაზე დიდ, გამორჩეულ, შთამბეჭდავ სივრცეში, რასაც "ბლექ სი არენა" ჰქვია... ჩემი სისუსტე როიალია და საქართველოში საუკეთესო "სტენვეები" სწორედ იქ დგას. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ იქ მიწევს დაკვრა.

ასევე ბედნიერი ვიქნები იმით, რომ ამ საუკეთესო ჯგუფებთან ერთად, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან მომიწევს სცენაზე მუშაობა. მიხარია ისიც, რომ კონცერტზე გადაკვეთა მექნება ბასა და თამრიკო ფოცხიშვილებთან. ყოველთვის ვემორჩილები ბასას იდეებს და ეს მორჩილება ძალიან სასიამოვნოა -ასეთ დროს, ზუსტად იცი, პროექტი რა შედეგით დასრულდება. კოლაბორაციული პროექტის იდეა თუ გაგრძელდება, უფრო მეტი უცხოელი არტისტი "დაჩექინდება" და მსოფლიო გაიგებს, სად მღერიან ისინი.

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

"ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მეძლევა, ისევ "ბლექ სი არენაზე" ვიმუშავო. მართლა საერთაშორისო კლასის დარბაზია თავის შემოქმედებითი ჯგუფით. მაღალი კლასის პროფესიონალები მუშაობენ, რომლებთანაც მიწევს თანამშრომლობა. ამ ყველაფრით კი სასიამოვნოა, რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაცია ხდება. საოცარ მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ, მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ნიკა რაჭველთან მიწევს მუშაობა, რომელიც დახვეწილი, რაფინირებული, მაღალი კლასის მუსიკოსია. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი საუკეთესო გამოვა.

ამიტომ, მაყურებელი მართლა საინტერესო ახლებურ კონცერტს იხილავს, რაც მთავარია, შედგება ამერიკული და ქართული მუსიკის კოლაბორაცია. ბედნიერებაა, რომ კაცობრიობის მონაპოვარს - ქართულ მრავალხმიან სიმღერას "შვიდკაცა" ასე მაღალ დონეზე ასრულებს".

"შვიდკაცასა" და "Take 6"-ის ერთობლივი კონცერტი მსმენელს 11 აგვისტოს "ბლექ სი არენაზე" ელის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება