პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"
"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"

"ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ 300-მდე კომ­პა­ნი­ი­დან, ვინც ზუს­ტად ამ სქე­მით ჩა­ერ­თო “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში”

"და­მი­ძა­ხეთ და მო­ვალ ეთერ­ში და სი­მარ­თლეს ვი­ლა­პა­რა­კებ, და­მი­ძა­ხეთ და მო­ვალ, ისე ნუ მიედ-მო­ე­დე­ბით, ძა­ლი­ან გთხოვთ რა“ - ასე მი­მარ­თავ­და 21 ივ­ლისს „კო­ლორ­პა­კის“ დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი „რუს­თა­ვი 2“-ს, რო­დე­საც ანონ­სი­დან შე­ი­ტყო, რომ მისი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ “კუ­რი­ერ­ში” და­მა­ხინ­ჯე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე აგე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი მზად­დე­ბო­და.

„ფე­ის­ბუქ­ში“ ეს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­მოქ­ვეყ­ნდა „კუ­რი­ე­რის“ და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ან­მა „რუს­თა­ვი 2“-იდან “და­თა­გა” ყვე­ლა - ნიკა გვა­რა­მი­ა­თი და­წყე­ბუ­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, 21 ივ­ლი­სის გა­და­ცე­მა­ში ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი ისე გა­ვი­და, რომ „კო­ლორ­პა­კის“ დი­რექ­ტორს არა­ვინ და­კავ­ში­რე­ბია.

დღეს 30 ივ­ლი­სია და ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, გა­სუ­ლი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ეხ­მი­ა­ნა თუ არა "რუს­თა­ვი 2“ გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ანს, თუნ­დაც ფორ­მა­ლუ­რად, რომ მას გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა მისი პო­ზი­ცია.

„მცი­რე იმე­დი მქონ­და, რომ „რუს­თა­ვი 2“ სი­მარ­თლით და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, თუმ­ცა... არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია და რო­გორც ჩანს, ეს მცი­რე იმე­დიც ტყუ­ი­ლად მქონ­და“, - გვი­თხრა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა 30 ივ­ლისს.

„რუს­თა­ვი 2“-მა „კო­ლორ­პა­კის“ შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლე­ბი 17 ივ­ლისს გა­ავ­რცე­ლა - კერ­ძოდ, ტე­ლე­ვი­ზი­ამ უც­ნო­ბი „ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­წო­დე­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო“ ბი­უ­ჯე­ტი­დან ბან­კის კრე­დი­ტის პრო­ცენ­ტებს უხ­დის „კო­ლორ­პაკს“ და ეს ხდე­ბა იმი­ტომ, რომ „პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში“ შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „კო­ლორ­პა­კის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ქუმ­სიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვია. ამის გარ­და, სი­უ­ჟეტ­ში კი­დევ არა­ერ­თი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­და “კო­ლორ­პა­კის” და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის შე­სა­ხებ. 17 ივ­ლი­სის ამ სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რებს მე­ო­რე მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბა არც კი უც­დი­ათ...

სი­მარ­თლე კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია მა­თი­ვე სა­იტ­ზე, ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია, დიდი თუ მცი­რე, დამ­წყე­ბი თუ მოქ­მე­დი, ჯერ მი­დის ბან­კში. თუ ბან­კი კომ­პა­ნი­ას სესხს უმ­ტკი­ცებს და ბიზ­ნეს­გეგ­მა ჯდე­ბა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ წი­ნას­წარ გა­ცხა­დე­ბულ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად (და ამ შემ­თხვე­ვა­ში “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს” უფ­ლე­ბა არ აქვს კომ­პა­ნი­ას უარი უთხრას პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა­ზე) კომ­პა­ნია ხდე­ბა პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე.

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (ანუ ბი­უ­ჯე­ტი) ყვე­ლა ამ კომ­პა­ნი­ას ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უხ­დის ბან­კის პრო­ცენტს (ძირ თან­ხას ეს არ ეხე­ბა) და ორი წლის შემ­დეგ, თა­ვად კომ­პა­ნია იხ­დის პრო­ცენ­ტსაც და სეს­ხის ძირ­საც ფა­რავს. სა­ნაც­ვლოდ კი, სა­ხელ­მწი­ფო იღებს და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ეკო­ნო­მი­კა­ში და სეს­ხის პრო­ცენ­ტში გა­დახ­დილ თან­ხა­ზე ბევ­რჯერ მეტს იბ­რუ­ნებს გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით.

„კო­ლორ­პა­კი“ ერთ-ერ­თია იმ და­ახ­ლო­ე­ბით 300 კომ­პა­ნი­ი­დან, რო­მე­ლიც ზუს­ტად ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სქე­მით ჩა­ერ­თო „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ პროგ­რა­მა­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი „რუს­თა­ვი 2“-ის გა­სა­გო­ნად თა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ან­მა თქვა 21 ივ­ლისს, რო­დე­საც ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ტყუ­ი­ლებ­ზე აგე­ბუ­ლი თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა „შა­ბა­თის კუ­რი­ერ­ში“. თუმ­ცა არ­სა­ი­დან ხმა, არ­სით ძა­ხი­ლი...

თუმ­ცა, ტყუ­ი­ლი რომ თა­ვად ტყუ­ი­ლის ავ­ტორს უთხრის ძირს და იმიჯს, ეს ყო­ველ­გვა­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბის გა­რე­შეც უნდა იცოდ­ნენ "რუს­თა­ვი ორე­ლებ­მა".

ის კი, თუ რა არის ამ შავი პი­ა­რის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და ვინ არის (არი­ან) და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე (მხა­რე­ე­ბი) აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა...

იხი­ლეთ ვი­დეო: "მა­ლა­პა­რა­კეთ და მე გე­ტყვით ვინ მოგ­ვცა კრე­დი­ტი და რა გზე­ბით" - "კო­ლორ­პა­კის" დი­რექ­ტო­რი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"

"ტყუილად მქონდა იმედი, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა"

"ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ 300-მდე კომპანიიდან, ვინც ზუსტად ამ სქემით ჩაერთო “აწარმოე საქართველოში”

"დამიძახეთ და მოვალ ეთერში და სიმართლეს ვილაპარაკებ, დამიძახეთ და მოვალ, ისე ნუ მიედ-მოედებით, ძალიან გთხოვთ რა“ - ასე მიმართავდა 21 ივლისს „კოლორპაკის“ დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს, როდესაც ანონსიდან შეიტყო, რომ მისი კომპანიის შესახებ “კურიერში” დამახინჯებულ ინფორმაციაზე აგებული სიუჟეტი მზადდებოდა.

„ფეისბუქში“ ეს ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა „კურიერის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე და გიორგი ჟორჟოლიანმა „რუსთავი 2“-იდან “დათაგა” ყველა - ნიკა გვარამიათი დაწყებული და ჟურნალისტებით დამთავრებული. თუმცა, 21 ივლისის გადაცემაში ზემოხსენებული სიუჟეტი ისე გავიდა, რომ „კოლორპაკის“ დირექტორს არავინ დაკავშირებია.

დღეს 30 ივლისია და ჩვენ დავინტერესდით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, შეეხმიანა თუ არა "რუსთავი 2“ გიორგი ჟორჟოლიანს, თუნდაც ფორმალურად, რომ მას გვიან, მაგრამ მაინც დაეფიქსირებინა მისი პოზიცია.

„მცირე იმედი მქონდა, რომ „რუსთავი 2“ სიმართლით დაინტერესდებოდა, თუმცა... არავინ დამკავშირებია და როგორც ჩანს, ეს მცირე იმედიც ტყუილად მქონდა“, - გვითხრა ჟორჟოლიანმა 30 ივლისს.

„რუსთავი 2“-მა „კოლორპაკის“ შესახებ პირველი ტყუილები 17 ივლისს გაავრცელა - კერძოდ, ტელევიზიამ უცნობი „ჟურნალისტური“ ორგანიზაციის ჩაწოდებით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პროგრამა „აწარმოე საქართველო“ ბიუჯეტიდან ბანკის კრედიტის პროცენტებს უხდის „კოლორპაკს“ და ეს ხდება იმიტომ, რომ „პალიტრამედიაში“ შემავალი ორგანიზაციის „კოლორპაკის“ დამფუძნებელი ქუმსიშვილის ნათესავია. ამის გარდა, სიუჟეტში კიდევ არაერთი ცრუ ინფორმაცია გაჟღერდა “კოლორპაკის” და მისი დამფუძნებლების შესახებ. 17 ივლისის ამ სიუჟეტის ავტორებს მეორე მხარესთან დაკავშირება არც კი უცდიათ...

სიმართლე კი ძალიან მარტივია - პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დებულების მიხედვით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია მათივე საიტზე, ნებისმიერი კომპანია, დიდი თუ მცირე, დამწყები თუ მოქმედი, ჯერ მიდის ბანკში. თუ ბანკი კომპანიას სესხს უმტკიცებს და ბიზნესგეგმა ჯდება „აწარმოე საქართველოს“ წინასწარ გაცხადებულ პრიორიტეტებში, ავტომატურად (და ამ შემთხვევაში “აწარმოე საქართველოს” უფლება არ აქვს კომპანიას უარი უთხრას პროგრამაში ჩართვაზე) კომპანია ხდება პროგრამის მონაწილე.

„აწარმოე საქართველოში“ (ანუ ბიუჯეტი) ყველა ამ კომპანიას ორი წლის განმავლობაში უხდის ბანკის პროცენტს (ძირ თანხას ეს არ ეხება) და ორი წლის შემდეგ, თავად კომპანია იხდის პროცენტსაც და სესხის ძირსაც ფარავს. სანაცვლოდ კი, სახელმწიფო იღებს დამატებით სამუშაო ადგილებს ეკონომიკაში და სესხის პროცენტში გადახდილ თანხაზე ბევრჯერ მეტს იბრუნებს გადასახადების სახით.

„კოლორპაკი“ ერთ-ერთია იმ დაახლოებით 300 კომპანიიდან, რომელიც ზუსტად ზემოხსენებული სქემით ჩაერთო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში.

ეს ყველაფერი „რუსთავი 2“-ის გასაგონად თავის ვიდეომიმართვაში გიორგი ჟორჟოლიანმა თქვა 21 ივლისს, როდესაც ამ ტელეკომპანიამ ტყუილებზე აგებული თემის გაგრძელება გადაწყვიტა „შაბათის კურიერში“. თუმცა არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

თუმცა, ტყუილი რომ თავად ტყუილის ავტორს უთხრის ძირს და იმიჯს, ეს ყოველგვარი ვიდეომიმართვების გარეშეც უნდა იცოდნენ "რუსთავი ორელებმა".

ის კი, თუ რა არის ამ შავი პიარის რეალური მიზეზი და ვინ არის (არიან) დაინტერესებული მხარე (მხარეები) აუცილებლად გამოაშკარავდება...

იხილეთ ვიდეო: "მალაპარაკეთ და მე გეტყვით ვინ მოგვცა კრედიტი და რა გზებით" - "კოლორპაკის" დირექტორი მიმართვას ავრცელებს

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი აირით არ არის გამოწვეული

კომპანია, რომელმაც იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლა - იყიდე ქართული, გააძლიერე ქვეყანა

"თუ მკურნალობას არ დავასრულებ, შეიძლება მხედველობა აღარასდროს აღმიდგეს" - რას ითხოვს 2019 წლის 20 ივნისს დაშავებული და რაში ადანაშაულებს არჩილ თალაკვაძის ძმას