ავტორი:

"ზოგს დოკუმენტში ეროვნებად რუსს უწერდნენ...” - უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ახალი გვარ-სახელები

"ზოგს დოკუმენტში ეროვნებად რუსს უწერდნენ...” - უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების ახალი გვარ-სახელები

AMBEBI.GE განაგრძობს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების გვარ-სახელების მოძიებას.

ჯარისკაცების მონაცემებს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, მეგი სტემპენი საკუთარი ძალებით ეძებს და პოულობს, როგორც ინტერნეტში, ასევე სახელმწიფო არქივში, საკუთარი ხარჯებით ასობით კილომეტრს გადის და ეულად დამარხული ქართველების საფლავებზე სანთლებს ანთებს...

მაშ ასე, გთავაზობთ კიდევ ერთ ეტაპს იმ მეომრების გვარ-სახელებით, რომელთა შესახებ უმნიშვნელო ცნობასაც კი, ოჯახის წევრები ლამის საუკუნე ელოდნენ... სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ გვარებსა და მისამართებში მცირედი შეცდომებია.

მეგი სტეპმენის თქმით, გერმანიის ქალაქ ცაითჰაინის სასაფლაოზე 148 ქართველი ბიჭი განისვენებს. ეს ოფიციალური, რეგისტრირებული ინფორმაციის თანახმად. “ადმინისტრაციის ცნობით, არ არის გამორიცხული მეტი იყოს, რადგან ზოგს პირად დოკუმენტში ეროვნებად რუსს უწერდნენ...” – ამბობს მეგი.

სემენი დავითის ძე გოცირიძე - დაბადებული 1923 წლის 25 თებერვალს. თბილისი, მიასნიკოვას/დღევანდელი ხანძთელის 4; დედა: ოლგა. წოდება: ლეიტენანტი; ტყვედ ჩავარდა 1943 წლის 19 ივლისს ვოლგოგრადში. ბანაკი: შტალაგი 345. გარდაიცვალა - 1944 წლის 20 აგვისტოს.

უშანგი ივანეს ძე ხვედელიანი - დაბადებული 1923 წელს, ონის რაიონის სოფელ ანკარაში/ახლანდელი ქრისტესი. დედა: ხვედელიანი ვარია. პროფესია - მეწაღე. ტყვედ ჩავარდა - 12.06 1942 წლის 12 ივნისს. ბანაკი: შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა: 1943 წლის აპრილში.

გიორგი მიხეილის ძე ზაურაშვილი - დაბადებული 1896 წელს, გურჯაანის რაიონი, სოფელ ვეჯინში. მეუღლე - ზაურაშვილი მანანა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 3 ივლისს, ქალაქ ხარკოვში. ბანაკი: შტალაგი 318. გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1943 წლის 3 აპრილს.

გიორგი მიხეილის ძე მჭედლიშვილი - დაბადებული 1913 წლის 14 იანვარს, სოფელ ქვედა მაჩხაანში. მეუღლე - მარგო, ჰყავდათ 2 შვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 16 მაისს, ქერჩში. ბანაკი: შტალაგი 3 ა. გარდაიცვალა: - 1943 წლის მაისში, გულის შეტევით.

გიორგი ლევანის ძე კობიაშვილი - დაბადებული 1905 წელს. მისამართი - თელავის რაიონის სოფელი ვარდისუბანი. თუმცა, დაბადების ადგილად თბილისია მითითებული. მეუღლე: ნინა. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის ივლისში. ბანაკი: შტალაგი 4ბ. გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1944 წლის 26 ივლისს.

მირონ (ან მირიან) ჯიმისტარიშვილი (ძიმისტარაშვილი) ეფროსიმეს ძე - დაბადებული 1919 წლის ბათუმში. დედის გვარია ღლონტი. მეუღლე: მარინა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსადან. ტყვედ ჩავარდა - 1941 წლის 5 ივლისს. ბანაკი: შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა 1943 წლის 21 ნოემბერს.

ივანე ილმანეს ძე ხიდორაშვილი (შესაძლოა, გვარში შეცდომა იყოს) - დაბადებული 1906 წლის 20 იანვარს. დედის გვარია ხახლოშვილი. მეუღლე - ელენა, წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელი კორბოულიდან. ტყვედ ჩავარდა: 1942 წლის 11 მაისს, ყირიმში. ბანაკი: შტალაგი 3 ა. გარდაიცვალა: 18.03.1944 წელს.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხრიკული - დაბადებული 1917 წელს. საცხოვრებელი ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი თეზი. მეუღლე: ხრიკული ნინა. ტყვედ ჩავარდა - 1942 წლის 20 ივლისს. ბანაკი: შტალაგი 4ბ. გარდაიცვალა - 1944 წლის 31 მარტს.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?