კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი
"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი

"ორ­წლი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დაღ­ლი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ექ­ვსწლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ეპო­პე­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლია და გა­მო­სა­ვალს ეძებს, თუმ­ცა რო­გორც პარ­ტი­ა­ში, ისე მის გა­რეთ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან ისევ მარ­ტოა და კვლავ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია სხვე­ბის დახ­მა­რე­ბით ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა" - ამის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი კარ­გად ხვდე­ბა, რომ რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­თან აქვს საქ­მე და სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც ქვე­ყა­ნა წინ კი არ წა­იყ­ვა­ნა, უკან და­ხია.

"თქვა კი­დეც, ევ­რო­პა­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას ვე­ლუ­რო­ბად აღიქ­ვა­მე­ნო. დიახ, ასეა და ამი­ტო­მაც გვქონ­და პრე­ტენ­ზია "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან", რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა თუ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ რგოლს სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და. ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი გვრჩე­ბა - მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ბი­ძი­ნა­ზე ან ბახ­ტა­ძე­ზე თუ ვინ­მე სხვა­ზე კი არ იქ­ნე­ბა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა ძა­ლა­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა" - ამ­ბობს უსუ­ფაშ­ვი­ლი.

- არ­სე­ბობს კი დღეს მმარ­თველ გუნდში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის სურ­ვი­ლი ან სა­ერ­თოდ, რო­მელ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა უნდა შექ­მნან დღეს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბაც მო­ი­პო­ვონ?

- სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­ვის სათ­ბურ­ში თბი­ლად ჰყავს შე­ფა­რე­ბუ­ლი, სა­სუქს უყ­რის და წყალს ას­მევს, პარ­ტია არ­სე­ბო­ბის ნი­შან­წყალს ვე­რას­დროს გა­მო­ავ­ლენს, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად მოვა დრო და გარ­წმუ­ნებთ, ეს გარ­და­უ­ვა­ლია, რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სათ­ბუ­რი­დან გა­მოს­ვლა და ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ში არ­სე­ბო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა მო­უ­წევს.

- რას გუ­ლის­ხმობთ, პარ­ტი­ის რამ­დე­ნი­მე ძა­ლად დაშ­ლას თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლას?

- ფაქ­ტია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს იმე­დი აქვს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2030 წლამ­დე იქ­ნე­ბა, რის­თვი­საც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სიც სჭირ­დე­ბა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბი კი ივა­ნიშ­ვილს ეუბ­ნე­ბი­ან, აგერ ვართ და მოგ­ვიხ­მა­რეო.

სწო­რედ ასე­თი არა­ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მაა და­სან­გრე­ვი და იცით, რო­გორ? ყვე­ლა უკა­ნო­ნო ფი­ნან­სუ­რი არხი უნდა გა­და­ი­კე­ტოს და ივა­ნიშ­ვილ­მაც გა­ი­აზ­როს, რომ "ოც­ნე­ბის" ბი­უ­ჯე­ტი და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი სიმ­დიდ­რე ერთი და იგი­ვე არ არის. მენ­ტა­ლუ­რად უნდა შე­იც­ვა­ლოს მიდ­გო­მა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გა­და­იხ­დის იმ­დენს, რამ­დე­ნიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­სა­მარ­ჯვებ­ლად იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

კე­თილ ინე­ბონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა, თავი მო­ი­ქე­ქონ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ავ­ტო­რი­ტე­ტი ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გა­რე­შე მო­ი­პო­ვონ. ამ მხრივ პრობ­ლე­მა გახ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სად­მიც - ბო­ლოს და ბო­ლოს, ხომ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ თუ "რუს­თა­ვი 2" სიც­რუ­ის მან­ქა­ნაა, მას სხვა სიც­რუ­ის მან­ქა­ნით ვე­რას­დროს და­ა­მარ­ცხებ? პი­რი­ქით, უა­რეს შე­დე­გამ­დე მი­ვე­დით და ორი სიც­რუ­ის მან­ქა­ნა შეგ­ვრჩა ხელ­ში. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთ მა­ტყუ­ა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ას ორი მა­ტყუ­ა­რა ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ებ­რძო­ლე­ბა, მი­ვი­ღებთ ტყუ­ილს კუბ­ში. პრობ­ლე­მაა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სიც - სუს-მა და სხვა ამ ტი­პის უწყე­ბებ­მა არ უნდა ჩათ­ვა­ლონ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც საქ­მე მათი "მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია".

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად სა­იტ­ზე ან "კვი­რის პა­ლიტ­რის" 30 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი

"თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში" - დავით უსუფაშვილი

"ორწლიანი დუმილის შემდეგ საჯარო სივრცეში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი დაღლილი მომეჩვენა, თითქოს ექვსწლიანი პოლიტიკური ეპოპეით დამძიმებულია და გამოსავალს ეძებს, თუმცა როგორც პარტიაში, ისე მის გარეთ არსებულ პრობლემებთან ისევ მარტოა და კვლავ ვერ წარმოუდგენია სხვების დახმარებით ამ სირთულეების გადალახვა" - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საუბრობს.

მისივე თქმით, ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ რეალურად სისტემურ პრობლემებთან აქვს საქმე და საკონსტიტუციო უმრავლესობამაც ქვეყანა წინ კი არ წაიყვანა, უკან დახია.

"თქვა კიდეც, ევროპაში საკონსტიტუციო უმრავლესობას ველურობად აღიქვამენო. დიახ, ასეა და ამიტომაც გვქონდა პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებასა თუ საჯარო სექტორში არსებულ ნებისმიერ რგოლს სრულად აკონტროლებდა. ასეთ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველაფერი მხოლოდ ბიძინაზე ან ბახტაძეზე თუ ვინმე სხვაზე კი არ იქნება ჩამოკიდებული, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ძალაზე გადანაწილდება" - ამბობს უსუფაშვილი.

- არსებობს კი დღეს მმართველ გუნდში მრავალპარტიულობის სურვილი ან საერთოდ, რომელმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შექმნან დღეს მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე და საზოგადოების ნდობაც მოიპოვონ?

- სანამ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება" თავის სათბურში თბილად ჰყავს შეფარებული, სასუქს უყრის და წყალს ასმევს, პარტია არსებობის ნიშანწყალს ვერასდროს გამოავლენს, თუმცა აუცილებლად მოვა დრო და გარწმუნებთ, ეს გარდაუვალია, როდესაც "ქართულ ოცნებას" სათბურიდან გამოსვლა და ბუნებრივ პირობებში არსებობის გაგრძელება მოუწევს.

- რას გულისხმობთ, პარტიის რამდენიმე ძალად დაშლას თუ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლას?

- ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში 2030 წლამდე იქნება, რისთვისაც ადამიანური რესურსიც სჭირდება, "ქართული ოცნების" წევრები კი ივანიშვილს ეუბნებიან, აგერ ვართ და მოგვიხმარეო.

სწორედ ასეთი არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემაა დასანგრევი და იცით, როგორ? ყველა უკანონო ფინანსური არხი უნდა გადაიკეტოს და ივანიშვილმაც გაიაზროს, რომ "ოცნების" ბიუჯეტი და მისი პერსონალური სიმდიდრე ერთი და იგივე არ არის. მენტალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, რომ ივანიშვილი ყოველთვის გადაიხდის იმდენს, რამდენიც "ქართული ოცნების" გასამარჯვებლად იქნება საჭირო.

კეთილ ინებონ "ქართული ოცნების" წევრებმა, თავი მოიქექონ და საზოგადოებაში ავტორიტეტი ივანიშვილის ფინანსური რესურსის გარეშე მოიპოვონ. ამ მხრივ პრობლემა გახდა ხელისუფლების მიდგომა მედიასაშუალებებისადმიც - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავინახოთ, რომ თუ "რუსთავი 2" სიცრუის მანქანაა, მას სხვა სიცრუის მანქანით ვერასდროს დაამარცხებ? პირიქით, უარეს შედეგამდე მივედით და ორი სიცრუის მანქანა შეგვრჩა ხელში. თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში. პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსიც - სუს-მა და სხვა ამ ტიპის უწყებებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საქმე მათი "მოსაგვარებელია".

წაიკითხეთ ვრცლად საიტზე ან "კვირის პალიტრის" 30 ივლისის ნომერში

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები