სოციალურ ასელში არაერთხელ დაუწერიათ დედებს, რომ ბურღულსა თუ ბავშვთა კვებაში მატლები შენიშნეს. ბავშვებმა შესაძლოა ჭიანი ხილი შეჭამონ ან ჭიანჭველა ვერ შენიშნონ საკვებზე. რამდენად საშიში მატლისა თუ ჭიანჭველის უნებურად გადაყლაპვა, იწვევს თუ არა ეს რაიმე დისკომფორტს და რა უნდა მიაშველოს ამ დროს დედამ. ამ კითხვებით mshoblebi.ge-მ ცნობილ პედიატრს, თემურ მიქელაძეს მიმართა:
თემურ მიქელაძე:
- ბურღულეულში მატლი ჭუპრის ან უკვე მწერის სახით გვხვდება და საშიში არ არის... ვინ მოთვლის, რამდენ თმას და ასეთებს ვყლაპავთ. ბავშვისთვისაც ამას მავნებლობა არ მოაქვს. რასაკვირველია, არ უნდა იყოს მწერი ბურღულეულში, ეს არის შენახვის პირობების დარღვევა, მაგრამ როცა მწერი ჩნდება,იმას ნიშნავს, რომ კონსერვანტებს არ შეიცავს და მაღალი დონის საკვებია. თუმცა, როცა მწერი ჩნდება, ის საკვები აუცილებლად უნდა გადავყაროთ!
- ბავშვმა რომ ხილი შეჭამოს, რომელზეც ჭიანჭველა იქნება?
- ჭიანჭველა არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხილს ბუზი აზის და ფეკალური მასებით არის დაბინძურებული, ეს ძალიან საშიშია.