თურქეთის ბალიკესირის პროვინციაში, ეგეოსის ზღვაში ნავის გადაბრუნების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიკარგა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ციპლაკთან მოხდა. ნავში 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ორგანიზაცია „ფეტო“-ს წევრები. დაღუპული ექვსი ადამიანიდან სამი ბავშვია. ცხრა ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.