პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ძარ­ცვის, პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე 2 პირი და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ. ბ. პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის ძა­ლა­დო­ბით ხე­ლის შეშ­ლის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ი.ს-მ, 28 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე მო­ქა­ლა­ქეს სა­ფუ­ლე გას­ტა­ცა. მძარ­ცვე­ლის და­კა­ვე­ბას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ლ. შე­ე­ცა­და, რო­მელ­საც ი.ს.-მ ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც იგი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბის დროს ი.ს-ს თან­მხლებ­მა, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მ.ბ.-მ პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის­თვი­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

დაჭ­რი­ლი ლ.ლ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ი.ს.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო მ.ბ.-ს 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, ძარ­ცვის, პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის ძა­ლა­დო­ბით ხე­ლის შეშ­ლის და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 19-108-ე, 178-ე და 353-ე მუხ­ლე­ბით.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა 2001 წელს დაბადებული ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული მ. ბ. პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს-მ, 28 ივლისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცა. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლ.ლ. შეეცადა, რომელსაც ი.ს.-მ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. დაკავების დროს ი.ს-ს თანმხლებმა, 1998 წელს დაბადებულმა მ.ბ.-მ პატრულ-ინსპექტორს წინააღმდეგობა გაუწია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაჭრილი ლ.ლ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ი.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მ.ბ.-ს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე, 178-ე და 353-ე მუხლებით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს