სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია "STOP C" იწყება
საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია "STOP C" იწყება

ჰე­პა­ტი­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, C ჰე­პა­ტი­ტის ახალ კამ­პა­ნი­ას „STOP C“ იწყებს.

ახა­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სის პროგ­რა­მის მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ და ამა­ში უკვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან. კერ­ძოდ, უკვე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქ­ნე­ბა ცენ­ტრე­ბი, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ C ჰე­პა­ტიტ­ზე უფა­სო კვლე­ვა ჩა­ი­ტა­რონ. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რე­ბი C ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან. მა­ნამ­დე მსგავ­სი ცენ­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ ხუთ დიდი ქა­ლა­ქებ­ში იყო.

კამ­პა­ნია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ გახ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო პრე­ზენ­ტა­ცია პროგ­რა­მის 3 წლის შე­დე­გე­ბი­სა და მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჰე­პა­ტი­ტე­ბის მსოფ­ლიო დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის თე­მურ რა­დი­ა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის სამ­წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა. ყო­ველ­წლი­უ­რად, 28 ივ­ლისს, ჰე­პა­ტი­ტე­ბის მსოფ­ლიო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მთე­ლი მსოფ­ლიო ერ­თი­ან­დე­ბა სა­ერ­თო მიზ­ნით - ამაღ­ლდეს ცნო­ბი­ე­რე­ბა ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტე­ბის შე­სა­ხებ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ამ და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო უახ­ლე­სი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სრუ­ლი­ად უფა­სოა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლა. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 50 000-მდე პა­ცი­ენ­ტი, გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98,2%-ია.ჰე­პა­ტი­ტე­ბის მსოფ­ლიო დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბი­ან მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი, დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, პრო­ექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი, აშშ სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ყვე­ლა ის პირი, ვინც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია "STOP C" იწყება

საქართველოში C ჰეპატიტის ახალი კამპანია "STOP C" იწყება

ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის ახალ კამპანიას „STOP C“ იწყებს.

ახალი კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული C ჰეპატიტის ვირუსის პროგრამის მკურნალობის შესახებ და ამაში უკვე მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვებიან. კერძოდ, უკვე ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ცენტრები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეეძლებათ C ჰეპატიტზე უფასო კვლევა ჩაიტარონ. ახალი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში კი პირები C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთვებიან. მანამდე მსგავსი ცენტრები საქართველოს მხოლოდ ხუთ დიდი ქალაქებში იყო.

კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 3 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ. ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრებია გამოფენილი. ასევე წარმოდგენილია ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ