პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო
ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია ფაქ­ტობ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ად­გენს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტ ინ­ფორ­მა­ცას მი­აწ­ვდის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში მომ­ხდარ ქურ­დო­ბის ფაქტს და და მას­ში 4 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ეხე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში, ბაზა ბაგ­რამ­ზე არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტში ქურ­დო­ბის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი, რო­მელ­შიც 4 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­როს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იკ­ვე­თე­ბა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ობი­ექტს 3 600 აშშ დო­ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის ზა­რა­ლი მი­ად­გა.

„სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ამე­რი­კულ მხა­რეს­თან. საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია ფაქ­ტობ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას და­ად­გენს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტ ინ­ფორ­მა­ცას მი­აწ­ვდის. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის­თვის ეს ერ­თე­უ­ლი სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­საც სის­ტე­მურ ხა­სი­ათ­თან კავ­ში­რი არ აქვს. ფაქ­ტი მტკივ­ნე­უ­ლად იქნა აღ­ქმუ­ლი, რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, ისე ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მხრი­დან. ცალ­კე­უ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ქმე­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გივ­დეს მთლი­ა­ნად ქარ­თულ სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტთან, რად­გან ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის თავ­გან­წირ­ვა და ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნით და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მსგავ­სი ერ­თე­უ­ლი ფაქ­ტის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. ქარ­თუ­ლი ჯარი არის და იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­უ­ლი ნა­წი­ლი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავ­ღა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­ო­სო სამ­ხედ­რო მი­სი­ა­ში მყო­ფი ოთხი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში, ბაგ­რამ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ოთხმა ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რომ ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რა, რო­მე­ლიც ჩხრე­კის დროს მათ ყა­ზარ­მებ­ში იპო­ვეს. ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი ქა­ბუ­ლის ბაზ­რო­ბა­ზე იყი­დე­ბო­და. ფაქ­ტი 24 ივ­ლისს მოხ­და. მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ოდე­ნო­ბა 3600 ლა­რია.

„რუს­თა­ვი2“-თან სა­უ­ბარ­ში ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უფ­როს­მა სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა კახა ტა­ბა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლი სამ­ხე­დო­ე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას­თან მხო­ლოდ გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

„პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქურ­დო­ბის ფაქ­ტებ­ში და სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალ­ში იკ­ვე­თე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის და მათ შო­რის ოთხი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ იმ­ყო­ფე­ბი­ან ბა­ზა­ზე, არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რივ აგ­რძე­ლე­ბენ სამ­სა­ხურს. მე მათ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია. ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პირ­ველ ეტაპ­ზე ამე­რი­კუ­ლი მხა­რის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას­თან მხო­ლოდ გა­მო­კი­თხვა­ზე“, – გა­ნა­ცხა­და კახა ტა­ბა­ტა­ძემ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მის შემ­დეგ, თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რომ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს რამე ბრა­ლი მი­უ­ძღვით აღ­ნიშ­ნუ­ლი ქურ­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

„რო­გორც კი მა­სა­ლე­ბი გად­მო­ე­ცე­მა ქარ­თულ მხა­რეს, თუ გა­მოკ­ვეთს ქარ­თუ­ლი სამ­ხე­დო პო­ლი­ცია ამე­რი­კულ სამ­ხე­დო პო­ლი­ცი­ას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში, რომ აღ­ნიშ­ნულ ოთხ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს რამე ბრა­ლი მი­უ­ძღვის ამ ქურ­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ. ფაქ­ტი არის მტკივ­ნე­უ­ლად აღ­ქმუ­ლი მთე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი­სა და ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უფ­რო­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის და მთლი­ა­ნად პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მიერ“, - გა­ნა­ცხა­და კახა ტა­ბა­ტა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

ქურდობის ფაქტი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე - რატომ გამოკითხეს ქართველი სამხედროები და რა განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

საქმის მასალების გადმოცემისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ავღანეთში სავაჭრო ობიექტში მომხდარ ქურდობის ფაქტს და და მასში 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის შესაძლო მონაწილეობას ეხება.

სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელშიც 4 ქართველი სამხედროს მონაწილეობა იკვეთება. წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3 600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. საქმის მასალების გადმოცემისთანავე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია ფაქტობრივ მდგომარეობას დაადგენს და საზოგადოებას მეტ ინფორმაცას მიაწვდის. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან. აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს. ფაქტი მტკივნეულად იქნა აღქმული, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეების ქმედება არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან, რადგან ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია საქმის დეტალების გამოძიებით, დამნაშავეების გამოვლენით და ორიენტირებულია მსგავსი ერთეული ფაქტის პრევენციაზე. ქართული ჯარი არის და იქნება საზოგადოების ღირსეული ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთის საერთაშორიოსო სამხედრო მისიაში მყოფი ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავღანეთში, ბაგრამში დისლოცირებული ბატალიონის სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან ოთხმა ქართველმა სამხედრომ ნივთები მოიპარა, რომელიც ჩხრეკის დროს მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა. ფაქტი 24 ივლისს მოხდა. მოპარული ნივთების ოდენობა 3600 ლარია.

„რუსთავი2“-თან საუბარში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ქართველი სამხედოები პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

„პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებული ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტებზე მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელების და მათ შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივ იმყოფებიან ბაზაზე, არ არიან დაკავებული. ჩვეულებრივ აგრძელებენ სამსახურს. მე მათთან უშუალო კონტაქტი არ მქონია. ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე“, – განაცხადა კახა ტაბატაძემ სატელეფონო საუბრისას.

მისივე თქმით, ქართული მხარისთვის საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ქართველ სამხედროებს რამე ბრალი მიუძღვით აღნიშნული ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, მათ საქართველოში დააბრუნებენ.

„როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუ გამოკვეთს ქართული სამხედო პოლიცია ამერიკულ სამხედო პოლიციასთან კოორდინაციაში, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რამე ბრალი მიუძღვის ამ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, მათ საქართველოში დააბრუნებენ. ფაქტი არის მტკივნეულად აღქმული მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ავღანეთში საქართველოს უფროსი წარმომადგენლობის და მთლიანად პირადი შემადგენლობის მიერ“, - განაცხადა კახა ტაბატაძემ.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?