Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთ პირს, რომელიც ნარკოტიკის გასაღებას ცდილობდა, პატიმრობა შეეფარდა
ხუთ პირს, რომელიც ნარკოტიკის გასაღებას ცდილობდა, პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ხუთ პირს, რო­მელ­თაც ბრა­ლი აქვთ წარ­დგე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბი­სათ­ვის, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა დროს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის, „VIPOLE“-ს მეშ­ვე­ო­ბით და­ე­კონ­ტაქტნენ ერთ-ერთ რე­გის­ტრი­რე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­მაც თი­თო­ე­ულ მათ­განს ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ შეს­თა­ვა­ზა ქ. თბი­ლის­ში, მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სა­მა­ლა­ვი ად­გი­ლე­ბი­დან აე­ღოთ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, და­ე­ფა­სო­ე­ბი­ნათ და მო­ე­თავ­სე­ბი­ნათ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­მა­ლა­ვებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლებს უნდა გა­და­ე­ღოთ ფოტო მათ მიერ მო­წყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვე­ბის­თვის და ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის მი­თი­თე­ბით, ეს ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „VIPOLE “–ს მეშ­ვე­ო­ბით უკან გა­და­ეგ­ზავ­ნათ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ამ ფო­ტო­ებს გა­და­უგ­ზავ­ნი­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძენ პი­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ბრალ­დე­ბულ­მა რ.ე.-მ ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ქ. თბი­ლის­ში, მის მიერ შერ­ჩე­ულ სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლავ­ში გა­ნა­თავ­სა 2 ცა­ლად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 1.0277 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემ­ცვე­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა. ბრალ­დე­ბულ­მა ზ.ლ.-მ სხვა­დას­ხვა დროს, ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სამ­ჯერ უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ქ. თბი­ლის­ში, მის მიერ შერ­ჩე­ულ რა­მო­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლავ­ში გა­ნა­თავ­სა 3.21 გრა­მი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემ­ცვე­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.ბრალ­დე­ბულ­მა ა.ლ.-მ ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ქ.თბი­ლის­ში, მის მიერ შერ­ჩე­ულ რა­მო­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლავ­ში გა­ნა­თავ­სა 0.6922 გრა­მი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემ­ცვე­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.ბრალ­დე­ბულ­მა ქ.შ.-მ ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით ქ.თბი­ლის­ში, მის მიერ შერ­ჩე­ულ რა­მო­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლავ­ში გა­ნა­თავ­სა 0.74 გრა­მი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემ­ცვე­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.ბრალ­დე­ბულ­მა ა.გ.-მ ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა და შემ­დგო­მი გა­სა­ღე­ბი­სათ­ვის, ქ.თბი­ლის­ში მის მიერ შერ­ჩე­ულ სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლა­ვებ­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით უკა­ნო­ნოდ შე­ი­ნა­ხა 90 ცალ პა­კეტ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 0.498715 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემ­ცვე­ლი კრის­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა.ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, მათ მიერ მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ სა­მა­ლა­ვებს, სა­დაც გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით გა­ნა­თავ­სეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გა­და­უ­ღეს ფო­ტო­ე­ბი და გა­და­უგ­ზავ­ნეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის „VIPOLE“-ს ზემ­ოთხსე­ნე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს. გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლი პირი.და­კა­ვე­ბულ­თა­გან ოთხ პირს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 19-260-ე მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს შს სა­მი­ნის­ტრო“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხუთ პირს, რომელიც ნარკოტიკის გასაღებას ცდილობდა, პატიმრობა შეეფარდა

ხუთ პირს, რომელიც ნარკოტიკის გასაღებას ცდილობდა, პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხუთ პირს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, „VIPOLE“-ს მეშვეობით დაეკონტაქტნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ქ. თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები სოციალური ქსელის „VIPOLE “–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ ზემოაღნიშნული მომხმარებელისთვის, რომელიც თავის მხრივ ამ ფოტოებს გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს. აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად ბრალდებულმა რ.ე.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ. თბილისში, მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავში განათავსა 2 ცალად დაფასოებული 1.0277 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება. ბრალდებულმა ზ.ლ.-მ სხვადასხვა დროს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამჯერ უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ. თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 3.21 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.ბრალდებულმა ა.ლ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.6922 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.ბრალდებულმა ქ.შ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და გასაღების მიზნით ქ.თბილისში, მის მიერ შერჩეულ რამოდენიმე სპეციალურ სამალავში განათავსა 0.74 გრამი საერთო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.ბრალდებულმა ა.გ.-მ ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, უკანონოდ შეიძინა და შემდგომი გასაღებისათვის, ქ.თბილისში მის მიერ შერჩეულ სპეციალურ სამალავებში განთავსების მიზნით უკანონოდ შეინახა 90 ცალ პაკეტში მოთავსებული 0.498715 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება.ბრალდებულებმა, მათ მიერ მოწყობილ სპეციალურ სამალავებს, სადაც გასაღების მიზნით განათავსეს ნარკოტიკული საშუალებები, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის „VIPOLE“-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებულია ყველა ბრალდებული პირი.დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს შს სამინისტრო“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ