საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს
საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ის­ტო­რი­კოს ლაშა დოხ­ნა­ძის ნაშ­რო­მი­დან "ტუ­რი­ნის სუ­და­რა - მე­ხუ­თე სა­ხა­რე­ბა", სა­ი­და­ნაც იმ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გებთ, რო­მელ­საც ტუ­რი­ნის სუ­და­რა ინა­ხავს.


სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რი­ნის სუ­და­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კი­თხვა და­ის­ვა: წარ­მო­ად­გენს თუ არა იგი ნამ­დვი­ლად იმ სუ­და­რას, რო­მელ­შიც მა­ცხო­ვა­რი გა­ახ­ვი­ეს ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნის შემ­დეგ? შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ურ ცნო­ბებს სუ­და­რა­ზე ასა­ხუ­ლი წა­მე­ბის კვა­ლი? და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვა: სუ­და­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­დას­ვლა გა­მო­იწ­ვია თუ არა უფ­ლის აღ­დგო­მი­სას გა­მო­სულ­მა მძლავ­რმა ზე­ბუ­ნებ­რივ­მა ენერ­გი­ამ? თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბამ ამ კი­თხვებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცა...


ტუ­რი­ნის სუ­და­რა წარ­მო­ად­გენს 4,36 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 1,1 მეტ­რი სი­გა­ნის ზო­მის სე­ლის ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ინა­ხე­ბა იტა­ლი­ის ქა­ლაქ ტუ­რინ­ში წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც სა­გან­გე­ბოდ დამ­ზა­დე­ბულ ტყვი­ა­გა­უმ­ტარ მი­ნის სა­ცავ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.სუ­და­რა ტუ­რინ­ში მხო­ლოდ გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოხ­ვდა, მა­ნამ­დე კი მრა­ვა­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა.



ტუ­რი­ნის სუ­და­რა იონე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში



სუ­და­რის მი­მართ სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტე­რე­სი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გაჩ­ნდა. 1898 წელს იტა­ლი­ელ­მა ად­ვო­კატ­მა და მოყ­ვა­რულ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა სე­კონ­დო პიამ გა­და­უ­ღო მას ფოტო ზო­მით 60X50, რო­მელ­ზეც გამ­ჟღავ­ნე­ბი­სას ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. პიამ ფო­ტო­პირ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ჯვარ­ცმუ­ლი ქრის­ტეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბად მი­იჩ­ნია. ამ მო­საზ­რე­ბას პიას ზო­გი­ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა.


1931 წელს პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ჯუ­ზე­პე ენ­რიმ გა­და­უ­ღო სუ­და­რას მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კვლავ აღი­ბეჭ­და ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ენ­რის ევ­რო­პის ეკ­ლე­სი­ებ­ში და­ცუ­ლი არა­ერ­თი სუ­და­რის­თვის გა­და­უ­ღია ფოტო, თუმ­ცა არც ერთ ნე­გა­ტივ­ზე მსგავ­სი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა არ გა­და­სუ­ლა.


სუ­და­რის მეც­ნი­ე­რუ­ლი შეს­წავ­ლა და­ი­წყო 1900 წელს სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. პრობ­ლე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე შე­და­რე­ბი­თი ანა­ტო­მი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი ივ დე­ლა­ჟი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ სუ­და­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­და­ვი­და მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის აუხ­სნე­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გად.



გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სუ­და­რა­ზე, ნე­გა­ტი­ვი



მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა მო­ე­წყო. ქსო­ვი­ლის შეს­წავ­ლი­სას დად­გინ­და, რომ იგი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა სე­ლის ქსო­ვილ­თა გან­სა­კუთ­რე­ბულ ტიპს, ე.წ. და­მას­კოს, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ძვ.წ. XI სა­უ­კუ­ნი­დან ახ.წ. I სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ქსო­ვილ­ზე აღ­მოჩ­ნდა ბამ­ბის ნა­წი­ბუ­რე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლის შემ­დეგ მეც­ნი­ე­რებ­მა მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვეს, რომ იგი წარ­მო­ად­გენს ბამ­ბის ტიპს - Gossypium Herbaceum, რო­მე­ლიც მზად­დე­ბო­და მა­ცხოვ­რის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სი­რი­ის მი­და­მო­ებ­ში, რაც სუ­და­რის ახ­ლო­აღ­მო­სავ­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.


1973 წელს შვე­ი­ცა­რი­ელ­მა კრი­მი­ნო­ლოგ­მა მაქს ფრე­იმ ჩა­ა­ტა­რა სუ­და­რი­დან აღე­ბუ­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბის მიკ­როს­კო­პუ­ლი ანა­ლი­ზი, რის შე­დე­გა­დაც და­ად­გი­ნა, რომ სუ­და­რა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლია 58 სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის მტვე­რი. ფრე­იმ პა­ლეს­ტი­ნა­ში შვიდგზის იმოგ­ზა­უ­რა და მი­ვი­და იმ დას­კვნამ­დე, რომ 13 სა­ხის მცე­ნა­რე იზ­რდე­ბა პა­ლეს­ტი­ნა­სა და მკვდა­რი ზღვის მი­და­მო­ებ­ში, 20 - სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ანა­ტო­ლი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში, და­ნარ­ჩე­ნი კი იზ­რდე­ბა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ასე­ვე ევ­რო­პა­ში. ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სუ­და­რა ინა­ხე­ბო­და რო­გორც ახლო აღ­მო­სავ­ლურ და მცი­რე აზი­ურ, ასე­ვე ევ­რო­პულ გა­რე­მო­ში, რაც ზუს­ტად ემ­თხვე­ვა მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ წყა­რო­ე­ბით მოღ­წე­ულ ცნო­ბებს.




სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს მეც­ნი­ე­რებ­მა სუ­და­რა­ზე გა­და­სუ­ლი მო­ნე­ტე­ბის კვა­ლის შე­სა­ხებ. 1982 წელს დი­უ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სორ­მა ალან ვან­გერ­მა და­ად­გი­ნა, რომ ეს კვა­ლი ეკუთ­ვნის სპი­ლენ­ძის მო­ნე­ტა­თა იშ­ვი­ათ ჯგუფს, რო­მელ­თაც პი­ლა­ტეს ლეპ­ტას უწო­დე­ბენ. მო­ნე­ტე­ბის კვა­ლი იმ­დე­ნად ნათ­ლად არის გა­და­სუ­ლი სუ­და­რა­ზე, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს ამო­ე­კი­თხათ მას­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რა. იგი შეს­რუ­ლე­ბუ­ლია ბერ­ძნულ ენა­ზე რამ­დე­ნი­მე ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეც­დო­მით: TIBERIOY KAICAROS (ზო­გი­ერ­თი ბერ­ძნუ­ლი ასოს ნაც­ვლად ლა­თი­ნუ­რია ჩა­წე­რი­ლი).


ამ შეც­დო­მე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე მეც­ნი­ერ­მა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ მო­ნე­ტე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სუ­და­რა­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთ სა­მარხში აღ­მოჩ­ნდა ორი მო­ნე­ტა ასე­თი­ვე შეც­დო­მე­ბით, ასე­ვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში მიკ­ვლე­უ­ლია მსგავ­სი ოთხი მო­ნე­ტა.




მო­ნე­ტა­თა აღ­მო­ჩე­ნამ და და­თა­რი­ღე­ბამ ცხად­ყო ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბის უსუ­სუ­რო­ბა, რად­გან ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პელ "გამ­ყალ­ბებ­ლებს" ხელთ ჰქო­ნო­დათ უიშ­ვი­ა­თე­სი რო­მა­უ­ლი მო­ნე­ტე­ბი.



2006 წელს რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (ФСБ) კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ანა­ტო­ლი ფე­სენ­კოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სუ­და­რა კომ­პლექ­სუ­რად გა­მო­იკ­ვლი­ეს. დად­გინ­და, რომ სუ­და­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრულ თან­ხმო­ბა­შია ქრის­ტეს წა­მე­ბი­სა და ჯვარ­ცმის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ა­ში გად­მო­ცე­მულ თხრო­ბას­თან. მე­ტიც, სუ­და­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შეს­წავ­ლამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით შეგ­ვე­ტყო უფ­ლის ვნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე ეს ბიბ­ლი­ა­შია მო­თხრო­ბი­ლი. სუ­და­რი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბიბ­ლი­ურ ცნო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბის პრობ­ლე­მას არა­ერ­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი მკვლე­ვა­რი შე­ე­ხო, ამი­ტომ მოკ­ლედ ამ სა­კი­თხზეც გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას.


  • სა­ხა­რე­ბა მოგ­ვი­თხრობს, რომ რო­მა­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ჯვარ­ცმამ­დე ქრის­ტეს მათ­რა­ხე­ბით სცე­მეს.

სუ­და­რა­ზე არ­სე­ბულ სხე­უ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ნათ­ლად ჩანს მათ­რა­ხე­ბით ცე­მის კვა­ლი. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ უფალს სცემ­დნენ სამი სა­ხის რო­მა­უ­ლი მათ­რა­ხით (ფლაგ­რუ­მი, ფლა­გე­ლუ­მი), რო­მელ­თაც ბო­ლო­ში სიმ­ძი­მე­ე­ბი ჰქონ­დათ და­მაგ­რე­ბუ­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ, ძვლის­გან ან ტყვი­ის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი). გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 98-100 მათ­რა­ხის დარ­ტყმის კვა­ლი, აქე­დან 59 დარ­ტყმა მი­ყე­ნე­ბუ­ლია სამ­წვე­რა მათ­რა­ხით, 18 - ორწვე­რით, ხოლო 21 - ერ­თწ­ვე­რა­თი.



ქრის­ტეს გა­შოლტვა. მი­ნი­ა­ტუ­რა ე.წ. ჰოლ­კა­მის კრე­ბუ­ლი­დან, რო­მე­ლიც XIV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ინ­გლის­ში შე­იქ­მნა ნორ­მა­ნულ ფრან­გულ ენა­ზე



დარ­ტყმა­თა კვა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­ჩნე­ვია ზურგს, წელ­სა და მხრებს, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ რო­მა­უ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, იგი მიბ­მუ­ლი იყო წინა მხრი­დან 70 სმ-ის ბოძს, რის გა­მოც მათ­რა­ხი ძი­რი­თა­დად სხე­უ­ლის უკა­ნა ნა­წილს ხვდე­ბო­და. ზურ­გის არე­ში დარ­ტყმებს ძი­რი­თა­დად მარ­ჯვე­ნა მხა­რეს აყე­ნებ­დნენ, რად­გან ისი­ნი იმ­დე­ნად მძლავ­რი იყო, რომ ზურ­გის მარ­ცხე­ნა ნა­წილ­ში დარ­ტყმის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობ­და გუ­ლის გა­ხეთ­ქვის სა­შიშ­რო­ე­ბა. სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბის კვა­ლის შეს­წავ­ლით ისიც კი დად­გინ­და, რომ ერთი ჯა­ლა­თი მა­ღა­ლი იყო, ხოლო მე­ო­რე კი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი და მარ­ჯვნი­დან და მარ­ცხნი­დან აყე­ნებ­დნენ დარ­ტყმებს.



  • სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მა­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ამ­ზა­დეს ეკ­ლის გვირ­გვი­ნი, და­ად­გეს უფალს თავ­ზე, ურტყამ­დნენ, დას­ცი­ნოდ­ნენ და "თაყ­ვანს სცემ­დნენ" მას.

სუ­და­რა­ში გახ­ვე­ულ ადა­მი­ანს წარ­ბი აქვს გა­ხეთ­ქი­ლი, ასე­ვე მარ­ჯვე­ნა ქუ­თუ­თო, ცხვი­რი და ლო­ყე­ბი ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. თავ­სა და თხემ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა 30-მდე გამ­ჭო­ლი სა­ხის ჭრი­ლო­ბა, რაც მეც­ნი­ერ­თა აზ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლია თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ხის ბლაგ­ვი საგ­ნის დარ­ტყმე­ბით, რომ­ლის დრო­საც ეკ­ლე­ბი თა­ვის ქა­ლის სიღ­რმე­ში ესო­ბო­და და ძლი­ერ და­ზი­ა­ნე­ბებს აყე­ნებ­და.


  • სა­ხა­რე­ბი­დან ჩანს, რომ გოლ­გო­თის გზა­ზე ჯვა­რი გან­სა­ზღვრულ მან­ძილ­ზე ატა­რა იე­სომ, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მისი ზიდ­ვა ძლი­ერ გა­უძ­ნელ­და, მას შე­ა­ნაც­ვლეს ვინ­მე სვი­მონ კვი­რი­ნე­ლი.

სუ­და­რა­ში გახ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მუხ­ლებს და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი ემ­ჩნე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ცხე­ნა მუხლს, რო­მე­ლიც ძლი­ერ გა­დაყ­ვლე­ფი­ლია. მუხ­ლე­ბი­დან და ცხვი­რის წვე­რი­დან სუ­და­რა­ზე გა­და­სუ­ლი სის­ხლის წვე­თე­ბის შეს­წავ­ლი­სას დად­გინ­და, რომ ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ ერთი და იმა­ვე მტვრის ნა­წი­ლა­კებს. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი გვიჩ­ვე­ნებს, რომ ჯვრის ტა­რე­ბი­სას იგი არა­ერ­თხელ და­ე­ცა, რა­მაც მუხ­ლე­ბი­სა და ცხვი­რის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. სუ­და­რი­დან ვი­გებთ, რომ მას­ში გახ­ვე­უ­ლი სხე­უ­ლი ზურ­გის მხრი­დან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეხა­ხუ­ნე­ბო­და მა­გარ, ბრტყე­ლი ზე­და­პი­რის მქო­ნე სა­განს. საქ­მე ის არის, რომ ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფილ­ტვე­ბი შე­კუმ­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ჰა­ე­რის ჩა­სა­სუნ­თქად სა­ჭი­როა ზე­მოთ აწე­ვა, ფილ­ტვე­ბის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად. ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით მი­ლურ­სმულ სხე­ულს ეს არ შე­უძ­ლია, ამი­ტომ იგი იძუ­ლე­ბუ­ლია, ხან ერთი მხრით აი­წი­ოს ზე­ვით, ხან მე­ო­რე­თი და ამ­გვა­რად ჩა­ი­სუნ­თქოს ჰა­ე­რი. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, სუ­და­რა­ში გახ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ზურ­გის გა­ხეხ­ვის მი­ზე­ზი სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა იყო.



მა­ცხოვ­რის სახე ტუ­რი­ნის სუ­და­რი­დან ფი­ლი­პი­ნებ­ზე, მა­ნი­ლა­ში, ერთ-ერთ კა­თო­ლი­კურ ტა­ძარ­ში



ჯვარ­ცმუ­ლის სიკ­ვდი­ლის და­საჩ­ქა­რებ­ლად რო­მა­ე­ლებს წესი ჰქონ­დათ: ჯერ კი­დევ ცო­ცხალს ჯვრი­დან ჩა­მოხ­სნიდ­ნენ და წვი­ვებს გა­და­უმტვრევ­დნენ. ამ­გვა­რად მო­ექ­ცნენ ისი­ნი იე­სოს­თან ერ­თად ჯვარ­ცმულ ორ ავა­ზაკს, თუმ­ცა უფ­ლი­სად­მი ამ­გვა­რი წე­სის გა­მო­ყე­ნე­ბა აღარ დას­ჭირ­დათ, რად­გან "მო-რაი-ვი­დეს იე­სუ­ი­სა და იხი­ლეს იგი, რა­მე­თუ მომ­კუ­დარ იყო, არა გა­ნუ­ტეხ­ნეს წვივ­ნი მის­ნი" (იო­ა­ნე, 19:33). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას ერ­თმა ჯა­რის­კაც­მა ჰკრა ლახ­ვა­რი "გუ­ერ­დსა მის­სა, და მეყ­სე­უ­ლად გარ­და­მოხ­და სის­ხლი და წყა­ლი" (იო­ა­ნე, 19:34).


სუ­და­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ დოქ­ტორ­მა პიერ ბარ­ბემ (იგი ათე­ის­ტი იყო და სუ­და­რა­ზე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გახ­და მორ­წმუ­ნე) და­ად­გი­ნა, რომ მახ­ვი­ლი ქრის­ტეს სცეს გვერ­დი­დან გუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მახ­ვილ­მა გა­ი­ა­რა ნეკნ­თა­შო­რი­სი პლევ­რა, ფილ­ტვი, შემ­დეგ პე­რი­კარ­დი­უ­მი (რო­მელ­შიც გუ­ლია მოქ­ცე­უ­ლი) და და­ა­ზი­ა­ნა მარ­ჯვე­ნა წი­ნა­გუ­ლი. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სის­ხლი წი­ნა­გულ­ში გროვ­დე­ბა, ამი­ტომ ბარ­ბეს აზ­რით, მახ­ვილ­მა გა­ხეთ­ქა წი­ნა­გუ­ლი და მას­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი სის­ხლი სხე­უ­ლის გა­რეთ გა­მო­ვი­და ფილ­ტვის ღრუს მეშ­ვე­ო­ბით. მკვლე­ვარ­თა აზ­რით, სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ წი­ნა­გულ­ში სის­ხლთან ერ­თად გროვ­დე­ბა წყლის მაგ­ვა­რი სი­თხეც და მისი გა­ხეთ­ქვის შემ­თხვე­ვა­ში ისიც აუ­ცი­ლებ­ლად გად­მო­იღ­ვრე­ბო­და ("გარ­და­მოხ­და სის­ხლი და წყა­ლი~).

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

საიდუმლოებები, რომელთაც ტურინის სუდარა ინახავს

გთავაზობთ ამონარიდებს ისტორიკოს ლაშა დოხნაძის ნაშრომიდან "ტურინის სუდარა - მეხუთე სახარება", საიდანაც იმ საიდუმლოებების შესახებ გაიგებთ, რომელსაც ტურინის სუდარა ინახავს.


საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარის შესახებ რამდენიმე ძირითადი კითხვა დაისვა: წარმოადგენს თუ არა იგი ნამდვილად იმ სუდარას, რომელშიც მაცხოვარი გაახვიეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ? შეესაბამება თუ არა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ბიბლიურ ცნობებს სუდარაზე ასახული წამების კვალი? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: სუდარაზე გამოსახულების გადასვლა გამოიწვია თუ არა უფლის აღდგომისას გამოსულმა მძლავრმა ზებუნებრივმა ენერგიამ? თანამედროვე მეცნიერებამ ამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა...


ტურინის სუდარა წარმოადგენს 4,36 მეტრი სიგრძისა და 1,1 მეტრი სიგანის ზომის სელის ქსოვილს, რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები ადამიანის გამოსახულება. იგი ამჟამად ინახება იტალიის ქალაქ ტურინში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, სადაც საგანგებოდ დამზადებულ ტყვიაგაუმტარ მინის საცავშია მოთავსებული.სუდარა ტურინში მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში მოხვდა, მანამდე კი მრავალი ადგილსამყოფელი გამოიცვალა.



ტურინის სუდარა იონე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში



სუდარის მიმართ სამეცნიერო ინტერესი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. 1898 წელს იტალიელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაუღო მას ფოტო ზომით 60X50, რომელზეც გამჟღავნებისას ნათლად გამოჩნდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. პიამ ფოტოპირზე აღბეჭდილი გამოსახულება ჯვარცმული ქრისტეს გამოსახულებად მიიჩნია. ამ მოსაზრებას პიას ზოგიერთი თანამედროვე სკეპტიკურად შეხვდა.


1931 წელს პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჯუზეპე ენრიმ გადაუღო სუდარას მაღალი ხარისხის ფოტოები, სადაც კვლავ აღიბეჭდა ნაწამები ადამიანის გამოსახულება. ნიშანდობლივია, რომ ენრის ევროპის ეკლესიებში დაცული არაერთი სუდარისთვის გადაუღია ფოტო, თუმცა არც ერთ ნეგატივზე მსგავსი გამოსახულება არ გადასულა.


სუდარის მეცნიერული შესწავლა დაიწყო 1900 წელს სორბონის უნივერსიტეტში. პრობლემაზე მომუშავე შედარებითი ანატომიის სპეციალისტი ივ დელაჟი მივიდა დასკვნამდე, რომ სუდარაზე გამოსახულება გადავიდა მეცნიერებისთვის აუხსნელი პროცესის შედეგად.



გამოსახულება სუდარაზე, ნეგატივი



მას შემდეგ მრავალი მეცნიერული კვლევა მოეწყო. ქსოვილის შესწავლისას დადგინდა, რომ იგი განეკუთვნება სელის ქსოვილთა განსაკუთრებულ ტიპს, ე.წ. დამასკოს, რომელიც გავრცელებული იყო ძვ.წ. XI საუკუნიდან ახ.წ. I საუკუნის ბოლომდე ახლო აღმოსავლეთში. ქსოვილზე აღმოჩნდა ბამბის ნაწიბურები, რომელთა შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ იგი წარმოადგენს ბამბის ტიპს - Gossypium Herbaceum, რომელიც მზადდებოდა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში სირიის მიდამოებში, რაც სუდარის ახლოაღმოსავლურ წარმომავლობაზე მეტყველებს.


1973 წელს შვეიცარიელმა კრიმინოლოგმა მაქს ფრეიმ ჩაატარა სუდარიდან აღებული მტვრის ნაწილაკების მიკროსკოპული ანალიზი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ სუდარაზე შემორჩენილია 58 სხვადასხვა მცენარის მტვერი. ფრეიმ პალესტინაში შვიდგზის იმოგზაურა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 13 სახის მცენარე იზრდება პალესტინასა და მკვდარი ზღვის მიდამოებში, 20 - სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილოეთ სირიაში, დანარჩენი კი იზრდება როგორც აღმოსავლეთში, ასევე ევროპაში. ანალიზმა აჩვენა, რომ სუდარა ინახებოდა როგორც ახლო აღმოსავლურ და მცირე აზიურ, ასევე ევროპულ გარემოში, რაც ზუსტად ემთხვევა მისი გადაადგილების შესახებ წყაროებით მოღწეულ ცნობებს.




საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს მეცნიერებმა სუდარაზე გადასული მონეტების კვალის შესახებ. 1982 წელს დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა ალან ვანგერმა დაადგინა, რომ ეს კვალი ეკუთვნის სპილენძის მონეტათა იშვიათ ჯგუფს, რომელთაც პილატეს ლეპტას უწოდებენ. მონეტების კვალი იმდენად ნათლად არის გადასული სუდარაზე, რომ მეცნიერებმა შეძლეს ამოეკითხათ მასზე არსებული წარწერა. იგი შესრულებულია ბერძნულ ენაზე რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომით: TIBERIOY KAICAROS (ზოგიერთი ბერძნული ასოს ნაცვლად ლათინურია ჩაწერილი).


ამ შეცდომების გამო რამდენიმე მეცნიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მონეტების გამოსახულება სუდარაზე ხელოვნურად უნდა გადაეყვანათ შუა საუკუნეებში. მოგვიანებით, პალესტინის ტერიტორიაზე ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ორი მონეტა ასეთივე შეცდომებით, ასევე კერძო კოლექციებში მიკვლეულია მსგავსი ოთხი მონეტა.




მონეტათა აღმოჩენამ და დათარიღებამ ცხადყო ზემოაღნიშნული მოსაზრების უსუსურობა, რადგან ძნელად წარმოსადგენია შუა საუკუნეების ევროპელ "გამყალბებლებს" ხელთ ჰქონოდათ უიშვიათესი რომაული მონეტები.



2006 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ანატოლი ფესენკოს ხელმძღვანელობით სუდარა კომპლექსურად გამოიკვლიეს. დადგინდა, რომ სუდარიდან მიღებული ინფორმაცია სრულ თანხმობაშია ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ თხრობასთან. მეტიც, სუდარაზე არსებული გამოსახულების შესწავლამ შესაძლებელი გახადა უფრო დაწვრილებით შეგვეტყო უფლის ვნებების შესახებ, ვიდრე ეს ბიბლიაშია მოთხრობილი. სუდარიდან მოპოვებული ინფორმაციის ბიბლიურ ცნობებთან დაკავშირების პრობლემას არაერთი კომპეტენტური მკვლევარი შეეხო, ამიტომ მოკლედ ამ საკითხზეც გავამახვილებთ ყურადღებას.


  • სახარება მოგვითხრობს, რომ რომაელმა ჯარისკაცებმა ჯვარცმამდე ქრისტეს მათრახებით სცემეს.

სუდარაზე არსებულ სხეულის გამოსახულებაზე ნათლად ჩანს მათრახებით ცემის კვალი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უფალს სცემდნენ სამი სახის რომაული მათრახით (ფლაგრუმი, ფლაგელუმი), რომელთაც ბოლოში სიმძიმეები ჰქონდათ დამაგრებული (სავარაუდოდ, ძვლისგან ან ტყვიისგან დამზადებული). გამოსახულებაზე დაფიქსირებულია 98-100 მათრახის დარტყმის კვალი, აქედან 59 დარტყმა მიყენებულია სამწვერა მათრახით, 18 - ორწვერით, ხოლო 21 - ერთწვერათი.



ქრისტეს გაშოლტვა. მინიატურა ე.წ. ჰოლკამის კრებულიდან, რომელიც XIV საუკუნის დასაწყისის ინგლისში შეიქმნა ნორმანულ ფრანგულ ენაზე



დარტყმათა კვალი ყველაზე მეტად ამჩნევია ზურგს, წელსა და მხრებს, რაც განპირობებული იყო იმით, რომ რომაული წესის მიხედვით, იგი მიბმული იყო წინა მხრიდან 70 სმ-ის ბოძს, რის გამოც მათრახი ძირითადად სხეულის უკანა ნაწილს ხვდებოდა. ზურგის არეში დარტყმებს ძირითადად მარჯვენა მხარეს აყენებდნენ, რადგან ისინი იმდენად მძლავრი იყო, რომ ზურგის მარცხენა ნაწილში დარტყმის შემთხვევაში, არსებობდა გულის გახეთქვის საშიშროება. სხეულზე არსებული დარტყმების კვალის შესწავლით ისიც კი დადგინდა, რომ ერთი ჯალათი მაღალი იყო, ხოლო მეორე კი შედარებით დაბალი და მარჯვნიდან და მარცხნიდან აყენებდნენ დარტყმებს.



  • სახარების მიხედვით, რომაელმა ჯარისკაცებმა დაამზადეს ეკლის გვირგვინი, დაადგეს უფალს თავზე, ურტყამდნენ, დასცინოდნენ და "თაყვანს სცემდნენ" მას.

სუდარაში გახვეულ ადამიანს წარბი აქვს გახეთქილი, ასევე მარჯვენა ქუთუთო, ცხვირი და ლოყები ძლიერ დაზიანებული. თავსა და თხემზე აღენიშნება 30-მდე გამჭოლი სახის ჭრილობა, რაც მეცნიერთა აზრით გამოწვეულია თავის არეში მიყენებული ხის ბლაგვი საგნის დარტყმებით, რომლის დროსაც ეკლები თავის ქალის სიღრმეში ესობოდა და ძლიერ დაზიანებებს აყენებდა.


  • სახარებიდან ჩანს, რომ გოლგოთის გზაზე ჯვარი განსაზღვრულ მანძილზე ატარა იესომ, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი ზიდვა ძლიერ გაუძნელდა, მას შეანაცვლეს ვინმე სვიმონ კვირინელი.

სუდარაში გახვეული ადამიანის მუხლებს დაზიანების კვალი ემჩნევა, განსაკუთრებით მარცხენა მუხლს, რომელიც ძლიერ გადაყვლეფილია. მუხლებიდან და ცხვირის წვერიდან სუდარაზე გადასული სისხლის წვეთების შესწავლისას დადგინდა, რომ ისინი შეიცავენ ერთი და იმავე მტვრის ნაწილაკებს. ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ ჯვრის ტარებისას იგი არაერთხელ დაეცა, რამაც მუხლებისა და ცხვირის დაზიანება გამოიწვია. სუდარიდან ვიგებთ, რომ მასში გახვეული სხეული ზურგის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში ეხახუნებოდა მაგარ, ბრტყელი ზედაპირის მქონე საგანს. საქმე ის არის, რომ ჯვარზე გაკრული ადამიანის ფილტვები შეკუმშულ მდგომარეობაშია და ჰაერის ჩასასუნთქად საჭიროა ზემოთ აწევა, ფილტვების გასაფართოებლად. ხელებითა და ფეხებით მილურსმულ სხეულს ეს არ შეუძლია, ამიტომ იგი იძულებულია, ხან ერთი მხრით აიწიოს ზევით, ხან მეორეთი და ამგვარად ჩაისუნთქოს ჰაერი. მეცნიერთა აზრით, სუდარაში გახვეული ადამიანის ზურგის გახეხვის მიზეზი სწორედ ეს გარემოება იყო.



მაცხოვრის სახე ტურინის სუდარიდან ფილიპინებზე, მანილაში, ერთ-ერთ კათოლიკურ ტაძარში



ჯვარცმულის სიკვდილის დასაჩქარებლად რომაელებს წესი ჰქონდათ: ჯერ კიდევ ცოცხალს ჯვრიდან ჩამოხსნიდნენ და წვივებს გადაუმტვრევდნენ. ამგვარად მოექცნენ ისინი იესოსთან ერთად ჯვარცმულ ორ ავაზაკს, თუმცა უფლისადმი ამგვარი წესის გამოყენება აღარ დასჭირდათ, რადგან `მო-რაი-ვიდეს იესუისა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წვივნი მისნი" (იოანე, 19:33). მიუხედავად ამისა, მას ერთმა ჯარისკაცმა ჰკრა ლახვარი `გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი" (იოანე, 19:34).


სუდარის შესწავლის შემდეგ დოქტორმა პიერ ბარბემ (იგი ათეისტი იყო და სუდარაზე კვლევების ჩატარების შემდეგ გახდა მორწმუნე) დაადგინა, რომ მახვილი ქრისტეს სცეს გვერდიდან გულის მიმართულებით. მახვილმა გაიარა ნეკნთაშორისი პლევრა, ფილტვი, შემდეგ პერიკარდიუმი (რომელშიც გულია მოქცეული) და დააზიანა მარჯვენა წინაგული. სიკვდილის შემდეგ სისხლი წინაგულში გროვდება, ამიტომ ბარბეს აზრით, მახვილმა გახეთქა წინაგული და მასში დაგროვებული სისხლი სხეულის გარეთ გამოვიდა ფილტვის ღრუს მეშვეობით. მკვლევართა აზრით, სიკვდილის შემდეგ წინაგულში სისხლთან ერთად გროვდება წყლის მაგვარი სითხეც და მისი გახეთქვის შემთხვევაში ისიც აუცილებლად გადმოიღვრებოდა ("გარდამოხდა სისხლი და წყალი~).

წაიკითხეთ სრულად ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომერში

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე - დეპუტატი ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და "დაუვიწყარ საღამოს" იხსენებს

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?