პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ აგ­ვის­ტოს ნო­მე­რი #8(92), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა იე­რუ­სა­ლიმ­შია

იე­რუ­სა­ლი­მის ძველ ქა­ლაქ­ში, მა­ცხოვ­რის გან­შოლტვის კა­თო­ლი­კუ­რი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უმ­მა წლე­ულს ზა­ფხულ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სექ­ცია, რო­მელ­საც “ვია დო­ლო­რო­სას” სა­ხე­ლი ეწო­და. მუ­ზე­უმს სა­ფუძ­ვე­ლი 1902 წელს ჩა­ე­ყა­რა, მისი კო­ლექ­ცია მუდ­მი­ვად ივ­სე­ბო­და იე­რუ­სა­ლიმ­ში, ბეთ­ლემ­ში, ნა­ზა­რეთ­ში, კა­პერ­ნა­უმ­ში, მაგ­და­ლა­ში, ნე­ბოს მთა­სა და წმინ­და მი­წის სხვა ად­გი­ლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლით. გა­ნახ­ლე­ბულ ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში ამი­ე­რი­დან ორი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი წარ­წე­რაც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ისი­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია ბირ ელ-ქუ­ტის წმ. თე­ო­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ნა­მო­ნას­ტრა­ლის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის ამ­სახ­ველ სტენ­დზე.

თუკი აბა ან­ტო­ნი­სა და იო­სი­ას მო­ზა­ი­კუ­რი წარ­წე­რა (VI ს.) მა­ნამ­დეც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მუ­ზე­უ­მის ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში, ბა­კუ­რი­სა და გრი ორ­მიზ­დის მო­ზა­ი­კუ­რი წარ­წე­რა, რო­მე­ლიც, მთე­ლი რიგი მო­ნა­ცე­მე­ბით, უძ­ვე­ლე­სია ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ეპიგ­რა­ფი­კუ­ლი ძეგ­ლე­ბი­დან, ხან­გრძლი­ვად ინა­ხე­ბო­და მნახ­ველ­თა თვალ­თა­გან მო­შო­რე­ბით, ლა­პი­და­რი­უ­მად წო­დე­ბულ ნა­ხევ­რად სარ­და­ფის ტი­პის ნეს­ტი­ან ოთახ­ში, ხან კე­დელ­ზე თავ­და­ყი­რა და­კი­დე­ბუ­ლი (2012 წ.), ხა­ნაც წყლის გუ­ბე­ე­ბით და­ფა­რულ ია­ტაკ­ზე დაწ­ვე­ნი­ლი (2016 წ.).

მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და ბა­კუ­რი­სა და გრი ორ­მიზ­დის წარ­წე­რას, აბა ან­ტო­ნის წარ­წე­რას­თან ერ­თად, მთა­ვარ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი. მუ­ზე­უ­მის ვებგ­ვერ­დზე იტა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა, გახ­სნის წინ ქარ­თულ წარ­წე­რებს სა­გან­გე­ბო წე­რი­ლი მი­უ­ძღვნეს: “ბირ ელ-ქუ­ტის მო­ზა­ი­კა, ქარ­თუ­ლი ენის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ნი­მუშ­თა­გა­ნი”. ავ­ტორ­თა დას­კვნით, ეს წარ­წე­რე­ბი წარ­მო­ად­გენს ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე მემ­კვიდ­რე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს, ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­წყი­სე­ბი­სა და მთლი­ა­ნად წმინ­და მი­წის ის­ტო­რი­ის­თვის.

ტუ­რი­ნის სუ­და­რა - “მე­ხუ­თე სა­ხა­რე­ბა”

ტუ­რი­ნის სუ­და­რა წარ­მო­ად­გენს 4,36 მეტ­რი სიგ­რძი­სა და 1,1 მეტ­რი სი­გა­ნის ზო­მის სე­ლის ქსო­ვილს, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ინა­ხე­ბა იტა­ლი­ის ქა­ლაქ ტუ­რინ­ში, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში. სუ­და­რა ტუ­რინ­ში გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოხ­ვდა, მა­ნამ­დე კი მრა­ვა­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა.

ბოლო დრო­ის მეც­ნი­ე­რულ­მა აღ­მო­ჩე­ნებ­მა არა­ერ­თხელ უარ­ყვეს მა­ნამ­დე მეც­ნი­ე­რულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბად მიჩ­ნე­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბიბ­ლი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნეს. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ტუ­რი­ნის სუ­და­რა, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად მის­და­მი გა­მოთ­ქმუ­ლი მრა­ვა­ლი ჰი­პო­თე­ზი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბამ სა­ხა­რე­ბი­სე­ულ ცნო­ბა­თა რე­ა­ლუ­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ფაქ­ტად აღი­ა­რა.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რი­ნის სუ­და­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი კი­თხვა და­ის­ვა: წარ­მო­ად­გენს თუ არა იგი ნამ­დვი­ლად იმ სუ­და­რას, რო­მელ­შიც მა­ცხო­ვა­რი გა­ახ­ვი­ეს ჯვრი­დან გარ­და­მოხ­სნის შემ­დეგ? შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ქრის­ტეს ჯვარ­ცმის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ურ ცნო­ბებს სუ­და­რა­ზე ასა­ხუ­ლი წა­მე­ბის კვა­ლი? სუ­და­რა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გა­დას­ვლა გა­მო­იწ­ვია თუ არა უფ­ლის აღ­დგო­მი­სას გა­მო­სულ­მა მძლავ­რმა ზე­ბუ­ნებ­რივ­მა ენერ­გი­ამ? თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბამ ამ კი­თხვებს კომ­პე­ტენ­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცა. კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვით დად­გინ­და, რომ სუ­და­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრულ თან­ხმო­ბა­შია ქრის­ტეს წა­მე­ბი­სა და ჯვარ­ცმის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ა­ში გად­მო­ცე­მულ თხრო­ბას­თან. მე­ტიც, სუ­და­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შეს­წავ­ლამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით შეგ­ვე­ტყო უფ­ლის ვნე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე ეს ბიბ­ლი­ა­შია მო­თხრო­ბი­ლი.

სა­გან­ძუ­რი. ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში

სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ცა­ვებ­ში თავ­მოყ­რი­ლია მრა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი. სალ­ტი­კოვ-შჩედ­რი­ნის სა­ხე­ლო­ბის რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აღ­მო­სავ­ლურ ხელ­ნა­წერ­თა ინ­სტი­ტუ­ტში მათი რი­ცხვი 558 ერ­თე­ულს აღ­წევს, ხოლო ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი XI-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

მჭა­დი­ჯვა­რის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სია

დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მჭა­დი­ჯვარ­ში მდე­ბა­რე­ობს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სია. ის გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ამ პე­რი­ო­დის ერთ-ერთი გრან­დი­ო­ზუ­ლი ნი­მუ­შია... ხუ­როთ­მო­ძღვარს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს სვე­ტი­ცხოვ­ლის მო­ტი­ვე­ბიც.

აგუ­რის შე­ნო­ბა 23 მეტ­რის სი­მაღ­ლი­საა, შე­სას­ვლე­ლის თავ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რის თა­ნახ­მად, აგე­ბუ­ლია 1668 წელს, XVII სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის, კა­თა­ლი­კოს დო­მენ­ტი III მიერ (მუხ­რან­ბა­ტონ­თა საგ­ვა­რე­უ­ლო­დან, 1660-1678 წლებ­ში იყო ქარ­თლის კა­თა­ლი­კო­სი).

მჭა­დი­ჯვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლია. წყა­რო­ებ­ში იგი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ლე­კებ­თან ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი შე­ტა­კე­ბის ად­გი­ლი.

ტა­ძა­რი მთლი­ა­ნად აგუ­რით არის ნა­გე­ბი, მაგ­რამ საბ­ჯე­ნი თა­ღე­ბი, სვე­ტის თა­ვე­ბი და შე­სას­ვლე­ლის თა­ღე­ბი, მეტი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სიმ­დგრა­დის­თვის, თლი­ლი ქვე­ბით არის შეკ­რუ­ლი. გრე­მის მსგავ­სად, თავ­და­პირ­ვე­ლად ტა­ძა­რი მთლი­ა­ნად გა­და­ხუ­რუ­ლი ყო­ფი­ლა მო­ჭი­ქუ­ლი ლურჯ-მწვა­ნე კრა­მი­ტით.

ციხე-გა­ლა­ვა­ნი, რო­მე­ლიც ტა­ძარს გარს აკ­რავს, აგე­ბუ­ლია რი­ყის ქვი­თა და აგუ­რით, კუ­თხე­ებ­ში ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი აქვს ცი­ლინ­დრუ­ლი კოშ­კე­ბი. კა­რის თავ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო წარ­წე­რი­დან ვი­გებთ, რომ ეკ­ლე­სი­ის აგე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში, ქარ­თლის ერთ-ერთი დარ­ბე­ვის დროს, ლე­კებს სო­ფე­ლი მჭა­დი­ჯვა­რიც აუ­ოხ­რე­ბი­ათ, მაგ­რამ თვით ეკ­ლე­სია დან­გრე­ვას გა­და­ურ­ჩა. 1746 წელს კონ­სტან­ტი­ნე მუხ­რან­ბა­ტონს სო­ფე­ლი აღუდ­გე­ნია და ცი­ხეც მა­შინ აუ­გია.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

ფო­ტო­ის­ტო­რია. ბიბ­ლი­ო­თე­კა - “ცა­თამბჯე­ნი”

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს ევ­რო­პის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო გა­და­ე­ცა

ჩა­ძი­რულ ხო­მალ­დზე 17 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გან­ძია

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. პა­ტა­რა ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა მავ­თულხლართს მიღ­მა

ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა. ლურ­ჯი სუფ­რის ახა­ლი სი­ცო­ცხლე

ევ­რო­პუ­ლი თა­ვის შექ­ცე­ვა რუ­სე­თის გე­ნერ­ლე­ბის­გან - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბი და სა­ლო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ნა­წი­ლი II

მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ხის თო­ჯი­ნა ეგ­ვიპ­ტურ პი­რა­მი­დებ­ზე ორ­ჯერ ძვე­ლია

იე­რუ­სა­ლი­მი ჯვა­როს­ნულ ეპო­ქა­ში - ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა შე­ჯა­ხე­ბა იე­რუ­სა­ლიმ­სა და პა­ლეს­ტი­ნა­ში. ნა­წი­ლი IV

სამ­ხედ­რო საქ­მე. სა­რი­ყა­მი­შის ბრძო­ლა

ფო­ტო­ის­ტო­რია. პა­ნა­მის არ­ხის პირ­ვე­ლი გა­მოც­და

სა­რე­დაქ­ციო ფოს­ტა. კარ­ტოგ­რა­ფი­ის და­ბა­დე­ბა / ბერ­ძნუ­ლი მიგ­ნე­ბე­ბი­დან - თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მე­ბამ­დე

უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ი­დან. სტა­ლი­ნი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ავ­ტო­კე­ფა­ლი­უ­რი ეკ­ლე­სია

ფურ­ცლე­ბი წარ­სუ­ლი­დან. ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ აგვისტოს ნომერი #8(92), რომელშიც წაიკითხავთ:

ყველაზე ძველი ქართული წარწერა იერუსალიმშია

იერუსალიმის ძველ ქალაქში, მაცხოვრის განშოლტვის კათოლიკური მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიისა და არქეოლოგიის მუზეუმმა წლეულს ზაფხულში ოფიციალურად გახსნა განახლებული არქეოლოგიური სექცია, რომელსაც “ვია დოლოროსას” სახელი ეწოდა. მუზეუმს საფუძველი 1902 წელს ჩაეყარა, მისი კოლექცია მუდმივად ივსებოდა იერუსალიმში, ბეთლემში, ნაზარეთში, კაპერნაუმში, მაგდალაში, ნებოს მთასა და წმინდა მიწის სხვა ადგილებში მოპოვებული მასალით. განახლებულ ექსპოზიციაში ამიერიდან ორი უძველესი ქართული წარწერაც იქნება წარმოდგენილი. ისინი განთავსებულია ბირ ელ-ქუტის წმ. თეოდორეს სახელობის ქართული ნამონასტრალის არქეოლოგიური გათხრების ამსახველ სტენდზე.

თუკი აბა ანტონისა და იოსიას მოზაიკური წარწერა (VI ს.) მანამდეც იყო წარმოდგენილი მუზეუმის ექსპოზიციაში, ბაკურისა და გრი ორმიზდის მოზაიკური წარწერა, რომელიც, მთელი რიგი მონაცემებით, უძველესია ჩვენამდე მოღწეული ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებიდან, ხანგრძლივად ინახებოდა მნახველთა თვალთაგან მოშორებით, ლაპიდარიუმად წოდებულ ნახევრად სარდაფის ტიპის ნესტიან ოთახში, ხან კედელზე თავდაყირა დაკიდებული (2012 წ.), ხანაც წყლის გუბეებით დაფარულ იატაკზე დაწვენილი (2016 წ.).

მუზეუმის დირექტორმა პირობა შეასრულა და ბაკურისა და გრი ორმიზდის წარწერას, აბა ანტონის წარწერასთან ერთად, მთავარ საგამოფენო სივრცეში მიუჩინა ადგილი. მუზეუმის ვებგვერდზე იტალიელმა არქეოლოგებმა, გახსნის წინ ქართულ წარწერებს საგანგებო წერილი მიუძღვნეს: “ბირ ელ-ქუტის მოზაიკა, ქართული ენის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშთაგანი”. ავტორთა დასკვნით, ეს წარწერები წარმოადგენს ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობას საქართველოს, ქრისტიანობის საწყისებისა და მთლიანად წმინდა მიწის ისტორიისთვის.

ტურინის სუდარა - “მეხუთე სახარება”

ტურინის სუდარა წარმოადგენს 4,36 მეტრი სიგრძისა და 1,1 მეტრი სიგანის ზომის სელის ქსოვილს, რომელზეც აღბეჭდილია ნაწამები ადამიანის გამოსახულება. იგი ამჟამად ინახება იტალიის ქალაქ ტურინში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. სუდარა ტურინში გვიან შუა საუკუნეებში მოხვდა, მანამდე კი მრავალი ადგილსამყოფელი გამოიცვალა.

ბოლო დროის მეცნიერულმა აღმოჩენებმა არაერთხელ უარყვეს მანამდე მეცნიერულ ჭეშმარიტებად მიჩნეული დებულებები და, შეიძლება ითქვას, ბიბლიურ შეხედულებათა რეაბილიტაცია მოახდინეს. ამის ნათელი მაგალითია ტურინის სუდარა, რომელიც, მიუხედავად მისდამი გამოთქმული მრავალი ჰიპოთეზისა, თანამედროვე მეცნიერებამ სახარებისეულ ცნობათა რეალურობის დამადასტურებელ ფაქტად აღიარა.

საუკუნეების განმავლობაში ტურინის სუდარის შესახებ რამდენიმე ძირითადი კითხვა დაისვა: წარმოადგენს თუ არა იგი ნამდვილად იმ სუდარას, რომელშიც მაცხოვარი გაახვიეს ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ? შეესაბამება თუ არა ქრისტეს ჯვარცმის შესახებ ბიბლიურ ცნობებს სუდარაზე ასახული წამების კვალი? სუდარაზე გამოსახულების გადასვლა გამოიწვია თუ არა უფლის აღდგომისას გამოსულმა მძლავრმა ზებუნებრივმა ენერგიამ? თანამედროვე მეცნიერებამ ამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი გასცა. კომპლექსური კვლევით დადგინდა, რომ სუდარიდან მიღებული ინფორმაცია სრულ თანხმობაშია ქრისტეს წამებისა და ჯვარცმის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ თხრობასთან. მეტიც, სუდარაზე არსებული გამოსახულების შესწავლამ შესაძლებელი გახადა უფრო დაწვრილებით შეგვეტყო უფლის ვნებების შესახებ, ვიდრე ეს ბიბლიაშია მოთხრობილი.

საგანძური. ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგში

სანქტ-პეტერბურგის საცავებში თავმოყრილია მრავალი ქართული ხელნაწერი. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში მათი რიცხვი 558 ერთეულს აღწევს, ხოლო ქრონოლოგიური ჩარჩოები XI-XIX საუკუნეებით განისაზღვრება.

მჭადიჯვარის მთავარანგელოზის ეკლესია

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარში მდებარეობს მთავარანგელოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია. ის გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ამ პერიოდის ერთ-ერთი გრანდიოზული ნიმუშია... ხუროთმოძღვარს გამოყენებული აქვს სვეტიცხოვლის მოტივებიც.

აგურის შენობა 23 მეტრის სიმაღლისაა, შესასვლელის თავზე განთავსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1668 წელს, XVII საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, კათალიკოს დომენტი III მიერ (მუხრანბატონთა საგვარეულოდან, 1660-1678 წლებში იყო ქართლის კათალიკოსი).

მჭადიჯვარი ისტორიული სოფელია. წყაროებში იგი ცნობილია, როგორც ლეკებთან ერთ-ერთი მასშტაბური შეტაკების ადგილი.

ტაძარი მთლიანად აგურით არის ნაგები, მაგრამ საბჯენი თაღები, სვეტის თავები და შესასვლელის თაღები, მეტი კონსტრუქციული სიმდგრადისთვის, თლილი ქვებით არის შეკრული. გრემის მსგავსად, თავდაპირველად ტაძარი მთლიანად გადახურული ყოფილა მოჭიქული ლურჯ-მწვანე კრამიტით.

ციხე-გალავანი, რომელიც ტაძარს გარს აკრავს, აგებულია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეებში ჩაყოლებული აქვს ცილინდრული კოშკები. კარის თავზე განთავსებული სამშენებლო წარწერიდან ვიგებთ, რომ ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ-ერთი დარბევის დროს, ლეკებს სოფელი მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ თვით ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს სოფელი აღუდგენია და ციხეც მაშინ აუგია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ფოტოისტორია. ბიბლიოთეკა - “ცათამბჯენი”

საქართველოს ხელოვნების სასახლეს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა

ჩაძირულ ხომალდზე 17 მილიარდი დოლარის განძია

ოკუპირებული ტერიტორიები. პატარა ლიახვის ხეობა მავთულხლართს მიღმა

ტრადიციები და თანამედროვეობა. ლურჯი სუფრის ახალი სიცოცხლე

ევროპული თავის შექცევა რუსეთის გენერლებისგან - ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში. ნაწილი II

მოკლე ამბები. ხის თოჯინა ეგვიპტურ პირამიდებზე ორჯერ ძველია

იერუსალიმი ჯვაროსნულ ეპოქაში - ცივილიზაციათა შეჯახება იერუსალიმსა და პალესტინაში. ნაწილი IV

სამხედრო საქმე. სარიყამიშის ბრძოლა

ფოტოისტორია. პანამის არხის პირველი გამოცდა

სარედაქციო ფოსტა. კარტოგრაფიის დაბადება / ბერძნული მიგნებებიდან - თანამედროვე სისტემებამდე

უკრაინის ისტორიიდან. სტალინი და უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს