პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაოსნობაში ყოფნისას ძმა გარდამეცვალა და მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა დავბრუნდი..." - რას ყვება გემის კაპიტანი, რომელმაც ზღვაში 16 წელი გაატარა
"ნაოსნობაში ყოფნისას ძმა გარდამეცვალა და მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა დავბრუნდი..." - რას ყვება გემის კაპიტანი, რომელმაც ზღვაში 16 წელი გაატარა

"როცა ხმე­ლეთ­ზე ხარ, ზღვა გე­ნატ­რე­ბა, როცა ზღვა­ში ხარ - ხმე­ლე­თი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ნა­პირ­ზე გე­ლო­დე­ბი­ან“ - გვე­უბ­ნე­ბა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის პრაქ­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბის კა­პი­ტა­ნი, სუ­ლი­კო სურ­მა­ნი­ძე.

თვლის რომ მე­ზღვა­უ­რის პრო­ფე­სია ურ­თუ­ლე­სია და თუ ძა­ლი­ან არ შე­გიყ­ვარ­და, ნა­ოს­ნო­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი გას­ვლა იქ­ნე­ბა დღე­ე­ბის და სა­ა­თე­ბის თვლა, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი უკან, რაც გარ­თმევს ად­რე­ნა­ლი­ნის და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წუ­თე­ბის აღ­ქმის უნარს.

სუ­ლი­კო სურ­მა­ნი­ძემ სა­ზღვაო სას­წავ­ლე­ბე­ლი 1968 წელს და­ამ­თავ­რა და მას შემ­დეგ სა­ზღვაო დარ­გს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ასე­ვე მუ­შა­ობ­და სა­ზღვაო სა­ნა­ოს­ნო­ში ნა­პირ­ზე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­ნა­ოს­ნოს უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. თუ რო­გო­რი იყო გზა მატ­რო­სო­ბი­დან კა­პიტ­ნო­ბამ­დე, ამას სუ­ლი­კო სურ­მა­ნი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ვი­გებთ:

“ყვე­ლა ბავ­შვი რა­ღა­ცას რომ აიკ­ვი­ა­ტებს, რა­ღა­ცას ნა­ხავს, რა­ღაც მო­ე­წო­ნე­ბა, ასე ვი­ყა­ვი მეც - ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ზღვა, მინ­დო­და მე­ზღვა­უ­რი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ასეც მოხ­და, ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე. ჩემ­თვის იყო სა­მა­გა­ლი­თო მე­ზო­ბე­ლი გუ­რამ კონ­ცე­ლი­ძე, რო­მე­ლიც 50-იანი წლე­ბის ბო­ლოს სწავ­ლობ­და სა­ზღვაო სას­წავ­ლე­ბელ­ში და როცა ვხე­დავ­დი მე­ზღვა­უ­რის ფორ­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბო­და.

ბა­თუმ­ში პირ­ველ მა­ის­სა და შვიდ ნო­ემ­ბერს მე­ზღვა­ურ­თა აღ­ლუ­მებ­ზე დავ­დი­ო­დი და თვალს ვა­დევ­ნებ­დი რო­გორ ჩა­ივ­ლიდ­ნენ აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი, გავმხდა­რი­ყა­ვი მე­ზღვა­უ­რი... რა თქმა უნდა, ზღვის სი­ახ­ლო­ვე­მაც თა­ვი­სი გა­ა­კე­თა. მე­ზღვა­ურს თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან უნდა უყ­ვარ­დეს და მხო­ლოდ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე არ უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- გა­იხ­სნეთ პირ­ვე­ლი ნა­ოს­ნო­ბა და გან­ცდე­ბი, რაც ახ­ლდა ამ პრო­ცე­სებს...

- თავ­და­პირ­ვე­ლად სას­წავ­ლებ­ლი­დან შავ ზღვა­ზე ვცუ­რავ­დით, იალ­ქნი­ა­ნი გემი იყო, რო­მელ­საც ამ­ხა­ნა­გი - "ტა­ვა­რიშ" ერ­ქვა, ხერ­სო­ნი­დან ბა­თუ­მამ­დე ვმოძ­რა­ობ­დით. შემ­დეგ უკვე ნო­ვო­რო­სი­ის­კი­დან. პირ­ვე­ლი გემი იყო "ბუ­და­პეშ­ტი", შემ­დეგ "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი", "აჩა­კო­ვი" და ა.შ. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე­გობ­რე­ბის­გან გან­ვმარ­ტოვ­დი და წა­ვე­დი გემ­ზე, ჩემ­თვის ეს იყო ძა­ლი­ან ძნე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი. ვტი­რო­დი, არ ვი­ცო­დი რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა მარ­ტოს, მაგ­რამ თან­და­თან შე­ვეჩ­ვიე, ალ­ბათ ეს ზღვის სიყ­ვა­რულ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

გემ­ზე ერთი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, სხვა ყვე­ლა­ნი რუ­სე­ბი იყ­ვნენ და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი ყვე­ლას. ასე მარ­ტო პირ­ვე­ლად ნო­ვო­რო­ბირსკში ვი­ყა­ვი, მა­შინ ის საბ­ჭო­თა კავ­შირს ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­დათ ჩვენ­ზე. მა­შინ რუსი ქარ­თველს არ იც­ნობ­და, მაგ­რამ მა­ინც უყ­ვარ­და. დღეს არ ვიცი...

- მე­ზღვა­უ­რო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა, არა­ერ­თი რის­კი ახ­ლავს, რო­გორც შტორ­მუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ასე­ვე მე­კობ­რე­ე­ბის თავ­დას­ხმა და ა.შ. ალ­ბათ მსგავ­სი რამ თქვენს პრაქ­ტი­კა­ში იქ­ნე­ბო­და...

- მა­შინ, ჩვენ რომ ვცუ­რავ­დით საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გემს თვალ­ში ვე­რა­ვინ ჩა­ხე­დავ­და, იმი­ტომ რომ ის იყო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად და­ცუ­ლი. მე­კობ­რე­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვით და არა­ვი­თა­რი შიში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა. მე­კობ­რე­ო­ბა უფრო 1995 წლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე არ მახ­სენ­დე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად შო­რე­უ­ლი ნა­ოს­ნო­ბი­დან რა გე­ნატ­რე­ბათ ხოლ­მე? რა იყო ის, რაც განხსენ­დე­ბათ დღემ­დე და ემო­ცი­ებს იწ­ვევს?

- როცა ნა­პირ­ზე ზი­ხარ ყვე­ლა­ზე მე­ტად გე­ნატ­რე­ბა ზღვა და რო­დე­საც ზღვა­ში ხარ - გე­ნატ­რე­ბა ნა­პი­რი. ყვე­ლა­ზე კარ­გი ის არის, რომ აქე­დან გა­დი­ხარ და ით­ვლი დროს... მაგ­რამ გემ­ზე როცა მოხ­ვდე­ბი, იქ თვე­ებს აღარ ით­ვლი.. ამ­ბობ სტამ­ბულ­ში ვიქ­ნე­ბი 2 დღე­ში, გიბ­რალ­ტარ­ში 5 დღე­ში და ასე შემ­დეგ, ხან­და­ხან გგო­ნია, რომ ნელა, მაგ­რამ ხან­და­ხან ელ­ვის სის­წრა­ფით მიჰ­ქ­რის დრო.

- მოგ­ვი­ყე­ვით იმ გან­ცდებ­ზე, რო­მელ­საც ქვეყ­ნი­დან და ოჯა­ხი­დან შორს მყო­ფი მე­ზღვა­უ­რე­ბი გა­ნიც­დი­ან...

- დღეს რომ მე­ზღვა­უ­რებს ვუ­ყუ­რებ და ვა­და­რებ, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ვსხვავ­დე­ბო­დით, იმით რომ ადრე არ იყო ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ მივ­დი­ო­დით და არ ვი­ცო­დით თვე­ო­ბით რა ხდე­ბო­და ოჯახ­ში. დღეს მე­ზღვა­უ­რი თუ ზღვა­შია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უკავ­შირ­დე­ბა ოჯახს და ერ­თგვა­რად შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი აქვს მო­ნატ­რე­ბის გან­ცდა. მე ნა­ოს­ნო­ბა­ში ყოფ­ნის დროს ძმა გარ­და­მეც­ვა­ლა და მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გე, როცა დავ­ბრუნ­დი, ეს, რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლი გან­ცდა იყო.

- თქვენ­თვის რას ნიშ­ნავს იყო მე­ზღვა­უ­რი, რას ურ­ჩევ­დით მო­მა­ვალ მე­ზღვა­უ­რებს?

- გემ­ზე რომ ავ­ლენ, თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი და­ი­ვი­წყონ, რად­გან გემ­ზე პირ­ველ რიგ­ში მე­ზღვა­უ­რი ხარ და მორ­ჩა! დღეს ერთ გემ­ზე შე­იძ­ლე­ბა 20 კაცი იყოს და ოცი­ვე სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის... რა თქმა უნდა, შენს კულ­ტუ­რას და ფა­სე­უ­ლო­ბას უნდა გა­უფრ­თხილ­დე, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი სი­დინ­ჯი­თა და სი­მა­მა­ცით ფას­დე­ბა, ეს არ უნდა და­კარ­გო, მაგ­რამ უნდა გახ­სოვ­დეს, არა­ვის­ზე მეტი არ ხარ არაფ­რით და ამის დე­მონ­სტრი­რე­ბას არ უნდა შე­ე­ცა­დო მუ­დამ, ეს საქ­მით უნდა და­ამ­ტკი­ცო.

მე­ზღვა­ურ­მა თა­ვის მე­გო­ბარს არას­დროს არ უნდა უღა­ლა­ტოს ზღვა­ში, დე­ვი­ზით „ერთი ყვე­ლა­სათ­ვის და ყვე­ლა ერ­თი­სათ­ვის” უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ყო­ველ­თვის და სწო­რედ მა­შინ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე... ზო­გი­ერთ გემ­ზე იქ­მნე­ბა ჯგუ­ფე­ბი, ერთი ჯგუ­ფი რა­ღა­ცა­ში ემ­დუ­რის მე­ო­რე ჯგუფს, რო­გორც ზღვა­ში, ასე­ვე ხმე­ლეთ­ზე, მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი არა­ფე­რი სი­კე­თის მომ­ტა­ნია. ჩვენ გვაქვს 24-სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის სის­ტე­მას, მე თუ ისე რო­გორც სა­ჭი­როა არ გად­მო­გა­ბა­რე, შე­იძ­ლე­ბა გემი და­ი­ღუ­პოს, ამი­ტომ გუნ­დუ­რო­ბა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რამ­დე­ნი წელი იმოგ­ზა­უ­რეთ შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში?

- შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში 16 წელი ვი­ყა­ვი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­პირ­ზე ნა­ოს­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ვმუ­შა­ო­დი. ახლა სა­ზღაო აკა­დე­მი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. ყვე­ლა­ფერს ვას­წავ­ლი, „ხეზე ას­ვლა­საც“ კი....

- რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში გიმოგ­ზა­უ­რი­ათ?

- მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო შო­რე­ულ ნა­ოს­ნო­ბა­ში 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე.. აზი­ა­ში, ევ­რო­პა­ში და ა.შ. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას და მოგ­ზა­უ­რო­ბას თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს, ყვე­ლა მათ­გა­ნი ტო­ვებს ემო­ცი­ებს, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს და­ი­ვი­წყებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ნაოსნობაში ყოფნისას ძმა გარდამეცვალა და მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა დავბრუნდი..." - რას ყვება გემის კაპიტანი, რომელმაც ზღვაში 16 წელი გაატარა

"ნაოსნობაში ყოფნისას ძმა გარდამეცვალა და მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა დავბრუნდი..." - რას ყვება გემის კაპიტანი, რომელმაც ზღვაში 16 წელი გაატარა

"როცა ხმელეთზე ხარ, ზღვა გენატრება, როცა ზღვაში ხარ - ხმელეთი და ის ადამიანები რომლებიც ნაპირზე გელოდებიან“ - გვეუბნება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრაქტიკის განყოფილების უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, სულიკო სურმანიძე.

თვლის რომ მეზღვაურის პროფესია ურთულესია და თუ ძალიან არ შეგიყვარდა, ნაოსნობაში თითოეული გასვლა იქნება დღეების და საათების თვლა, როდის დაბრუნდები უკან, რაც გართმევს ადრენალინის და მრავალფეროვანი წუთების აღქმის უნარს.

სულიკო სურმანიძემ საზღვაო სასწავლებელი 1968 წელს დაამთავრა და მას შემდეგ საზღვაო დარგს ემსახურება. ასევე მუშაობდა საზღვაო სანაოსნოში ნაპირზე, წლების განმავლობაში იყო სანაოსნოს უფროსის პირველი მოადგილე. თუ როგორი იყო გზა მატროსობიდან კაპიტნობამდე, ამას სულიკო სურმანიძესთან ინტერვიუდან გავიგებთ:

“ყველა ბავშვი რაღაცას რომ აიკვიატებს, რაღაცას ნახავს, რაღაც მოეწონება, ასე ვიყავი მეც - ძალიან მიყვარდა ზღვა, მინდოდა მეზღვაური გამოვსულიყავი და ასეც მოხდა, ბავშვობის ოცნება ავისრულე. ჩემთვის იყო სამაგალითო მეზობელი გურამ კონცელიძე, რომელიც 50-იანი წლების ბოლოს სწავლობდა საზღვაო სასწავლებელში და როცა ვხედავდი მეზღვაურის ფორმაში, განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა.

ბათუმში პირველ მაისსა და შვიდ ნოემბერს მეზღვაურთა აღლუმებზე დავდიოდი და თვალს ვადევნებდი როგორ ჩაივლიდნენ აკადემიის კურსანტები. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი არჩევანი, გავმხდარიყავი მეზღვაური... რა თქმა უნდა, ზღვის სიახლოვემაც თავისი გააკეთა. მეზღვაურს თავისი საქმე ძალიან უნდა უყვარდეს და მხოლოდ ანაზღაურებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.

- გაიხსნეთ პირველი ნაოსნობა და განცდები, რაც ახლდა ამ პროცესებს...

- თავდაპირველად სასწავლებლიდან შავ ზღვაზე ვცურავდით, იალქნიანი გემი იყო, რომელსაც ამხანაგი - "ტავარიშ" ერქვა, ხერსონიდან ბათუმამდე ვმოძრაობდით. შემდეგ უკვე ნოვოროსიისკიდან. პირველი გემი იყო "ბუდაპეშტი", შემდეგ "ლეონარდო და ვინჩი", "აჩაკოვი" და ა.შ. 17 წლის ვიყავი, როცა მეგობრებისგან განვმარტოვდი და წავედი გემზე, ჩემთვის ეს იყო ძალიან ძნელი და მტკივნეული. ვტიროდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მარტოს, მაგრამ თანდათან შევეჩვიე, ალბათ ეს ზღვის სიყვარულმა განაპირობა.

გემზე ერთი ქართველი ვიყავი, სხვა ყველანი რუსები იყვნენ და ძალიან ვუყვარდი ყველას. ასე მარტო პირველად ნოვორობირსკში ვიყავი, მაშინ ის საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა, მაგრამ მაინც განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ ჩვენზე. მაშინ რუსი ქართველს არ იცნობდა, მაგრამ მაინც უყვარდა. დღეს არ ვიცი...

- მეზღვაურობა რთული პროფესიაა, არაერთი რისკი ახლავს, როგორც შტორმული მდგომარეობა, ასევე მეკობრეების თავდასხმა და ა.შ. ალბათ მსგავსი რამ თქვენს პრაქტიკაში იქნებოდა...

- მაშინ, ჩვენ რომ ვცურავდით საბჭოთა კავშირის გემს თვალში ვერავინ ჩახედავდა, იმიტომ რომ ის იყო გარანტირებულად დაცული. მეკობრეებისგან თავისუფალი ვიყავით და არავითარი შიში ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მეკობრეობა უფრო 1995 წლიდან დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. საბედნიეროდ, მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა.

- ყველაზე მეტად შორეული ნაოსნობიდან რა გენატრებათ ხოლმე? რა იყო ის, რაც განხსენდებათ დღემდე და ემოციებს იწვევს?

- როცა ნაპირზე ზიხარ ყველაზე მეტად გენატრება ზღვა და როდესაც ზღვაში ხარ - გენატრება ნაპირი. ყველაზე კარგი ის არის, რომ აქედან გადიხარ და ითვლი დროს... მაგრამ გემზე როცა მოხვდები, იქ თვეებს აღარ ითვლი.. ამბობ სტამბულში ვიქნები 2 დღეში, გიბრალტარში 5 დღეში და ასე შემდეგ, ხანდახან გგონია, რომ ნელა, მაგრამ ხანდახან ელვის სისწრაფით მიჰქრის დრო.

- მოგვიყევით იმ განცდებზე, რომელსაც ქვეყნიდან და ოჯახიდან შორს მყოფი მეზღვაურები განიცდიან...

- დღეს რომ მეზღვაურებს ვუყურებ და ვადარებ, მინდა აღვნიშნო, ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებოდით, იმით რომ ადრე არ იყო ინტერნეტი, ტელეფონი და ფაქტობრივად, ჩვენ მივდიოდით და არ ვიცოდით თვეობით რა ხდებოდა ოჯახში. დღეს მეზღვაური თუ ზღვაშია სოციალური ქსელით უკავშირდება ოჯახს და ერთგვარად შემსუბუქებული აქვს მონატრების განცდა. მე ნაოსნობაში ყოფნის დროს ძმა გარდამეცვალა და მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა დავბრუნდი, ეს, რა თქმა უნდა, საშინელი განცდა იყო.

- თქვენთვის რას ნიშნავს იყო მეზღვაური, რას ურჩევდით მომავალ მეზღვაურებს?

- გემზე რომ ავლენ, თავისი ამბიციები დაივიწყონ, რადგან გემზე პირველ რიგში მეზღვაური ხარ და მორჩა! დღეს ერთ გემზე შეიძლება 20 კაცი იყოს და ოცივე სხვადასხვა ეროვნების... რა თქმა უნდა, შენს კულტურას და ფასეულობას უნდა გაუფრთხილდე, ადამიანი თავისი სიდინჯითა და სიმამაცით ფასდება, ეს არ უნდა დაკარგო, მაგრამ უნდა გახსოვდეს, არავისზე მეტი არ ხარ არაფრით და ამის დემონსტრირებას არ უნდა შეეცადო მუდამ, ეს საქმით უნდა დაამტკიცო.

მეზღვაურმა თავის მეგობარს არასდროს არ უნდა უღალატოს ზღვაში, დევიზით „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის და სწორედ მაშინ იქნება ყველაფერი რიგზე... ზოგიერთ გემზე იქმნება ჯგუფები, ერთი ჯგუფი რაღაცაში ემდურის მეორე ჯგუფს, როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე, მსგავსი მიდგომები არაფერი სიკეთის მომტანია. ჩვენ გვაქვს 24-საათიანი მუშაობის სისტემას, მე თუ ისე როგორც საჭიროა არ გადმოგაბარე, შეიძლება გემი დაიღუპოს, ამიტომ გუნდურობა უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

- რამდენი წელი იმოგზაურეთ შორეულ ნაოსნობაში?

- შორეულ ნაოსნობაში 16 წელი ვიყავი და ამ ხნის განმავლობაში ნაპირზე ნაოსნობის მიმართულებით სხვადასხვა სფეროში ვმუშაოდი. ახლა საზღაო აკადემიაში ვმუშაობ და ბავშვებთან მუშაობა ძალიან მომწონს. ყველაფერს ვასწავლი, „ხეზე ასვლასაც“ კი....

- რამდენ ქვეყანაში გიმოგზაურიათ?

- მსოფლიოს გარშემო შორეულ ნაოსნობაში 30-ზე მეტ ქვეყანაში ვიმოგზაურე.. აზიაში, ევროპაში და ა.შ. ყველა ქვეყანას და მოგზაურობას თავისი ხიბლი აქვს, ყველა მათგანი ტოვებს ემოციებს, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ