პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან
"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან

ზა­ფხულ­ში ზღვის კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა ბევ­რს ტრა­დი­ცი­ად აქვს ქცე­უ­ლი. ხში­რად ზღვის­პი­რეთ­ში პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან ერ­თად და­დი­ან და ბევრ მშო­ბელს აქვს იმის გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ შვი­ლი ენ­ტე­რო­ვირუ­სით და სხვა­დას­ხვა ტი­პის ალერ­გი­ით ჩა­მოჰ­ყავთ ზღვი­დან.

mshoblebi.ge-ს ახალ­გაზ­რდა დე­დამ მი­მარ­თა, რო­მელ­საც სწო­რედ ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს - ურეკ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვი ენ­ტე­რო­ვირუ­სით გახ­და ცუ­დად, თუმ­ცა ამის შემ­დეგ პა­ცი­ენტს და მის მშობ­ლებს უა­რე­სი ელო­დათ წინ... აი, რას წერს 32 წლის სა­ლო­მე:

"ურეკ­ში ბავ­შვის დას­ვე­ნე­ბა რომ სა­სარ­გებ­ლოა, ეს ყვე­ლა ექიმ­მა იცის! ეს ვი­ცით ჩვენც, ახალ­გაზ­რდა მშობ­ლებ­მა და ჩვენ­მა მშობ­ლებ­მაც, რომ­ლებ­საც ურეკ­ში დავ­ყავ­დით და­სას­ვე­ნებ­ლად. ამ კუ­რორ­ტს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ფაქ­ტო­რე­ბით, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ევ­რო­პის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და სამ­კუ­რან­ლო ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტებს შო­რის. ჩემი შვი­ლი 5 წლის არის, მე და ჩემს მე­უღ­ლე­საც გვინ­დო­და ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა და რად­გან ბავ­შვის­თვი­საც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბო­და, ურე­კი შე­ვარ­ჩი­ეთ.

მაგ­ნი­ტურ ქვი­შას­თან და სხვა­დას­ხვა მი­ნე­რალ­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე დაგ­ვხვდა უამ­რა­ვი ხალ­ხი, დაყ­რი­ლი ნა­გა­ვი, ზე­და­პი­რუ­ლად და­მარ­ხუ­ლი ნახ­მა­რი შპ­რი­ცე­ბი თა­ვი­სი „ატ­რი­ბუ­ტე­ბით“, გა­ტე­ხი­ლი მი­ნის ბოთ­ლე­ბი და ა.შ. ანუ თუ ბავ­შვი ქვი­შა­ზე დაწ­ვე­ბა ან ითა­მა­შებს, შე­საძ­ლოა და­ინ­ფი­ცირ­დეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით, მათ შო­რის - აივ ინ­ფექ­ცია, ცე ჰე­პა­ტი­ტი და ყვე­ლა ის და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შპ­რი­ცის შერ­ჭო­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს ადა­მი­ანს! სას­მე­ლად უვარ­გის წყალ­ზე აღარ და­ვი­წყებ სა­უ­ბარს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­მელ წყალს მა­ღა­ზი­ა­ში ვყი­დუ­ლობ­დი, ბავ­შვს მა­ინც და­ე­მარ­თა ენ­ტე­რო­ვირუ­სი. ძა­ლი­ან ხში­რი პირ­ღე­ბი­ნე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და ბავ­შვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა.

გაგ­ვი­მარ­თლა, რომ მან­ქა­ნით ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნით მი­ვი­დო­დით კლი­ნი­კა­ში. თუმ­ცა, მა­ინც სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა ვარ­ჩიე, რად­გან ბავ­შვი ძა­ლი­ან სუს­ტად იყო და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით ჯობ­და სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მის­ვლა. დავ­რე­კე 112- ში და გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, ოპე­რა­ტორს ვთხო­ვე სას­წრა­ფოს­თვის გა­და­ე­ცა, რომ დამ­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ ტე­ლე­ფონ­ზე, რად­გან მინ­დო­და მე­კი­თხა, თუ შე­აგ­ვი­ან­დე­ბო­დათ, გუ­ლის წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. ოპე­რა­ტორ­მა მი­თხრა, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, თუ სას­ტუმ­როს ვერ მო­აგ­ნებ­დნენ. რო­დე­საც კი­დევ გა­დავ­რე­კე 112-ში იმის სა­კი­თხა­ვად, თუ სა­ი­დან მო­დი­ო­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა, ვერც ამა­ზე მი­პა­სუ­ხა ოპე­რა­ტორ­მა, გა­მო­სუ­ლია და და­ე­ლო­დე­თო. სა­ი­დან არის გა­მო­სუ­ლი და რამ­დენ ხან­ში მოვა, ეს უნდა მემ­კი­თხა­ვა.

რო­გორც იქნა, მო­ვი­და სას­წრა­ფო დახმრე­ბა და ფო­თის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მოგ­ვთა­ვა­ზა გა­დაყ­ვა­ნა, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდით. იქ მი­სუ­ლებს დაგ­ვხვდა სა­ში­ნე­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია. შე­ნო­ბა არის საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი რე­მონ­ტით, მაგ­რამ არის არ­ნა­ხუ­ლი სი­ბინ­ძუ­რე! თუ ენ­ტე­რო­ვირუ­სით არ მოხ­ვდით ამ კლი­ნი­კა­ში, აქ აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­მარ­თე­ბენ მას. მად­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის და იმის­თვის, რომ ბავ­შვს ნორ­მა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია, მაგ­რამ დი­ლამ­დე ვი­ყა­ვით სრულ სი­ბინ­ძუ­რე­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან

"თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ!" - ქართველი დედის გამოცდილება საზღვაო კურორტიდან

ზაფხულში ზღვის კურორტებზე დასვენება ბევრს ტრადიციად აქვს ქცეული. ხშირად ზღვისპირეთში პატარა ბავშვებთან ერთად დადიან და ბევრ მშობელს აქვს იმის გამოცდილება, რომ შვილი ენტეროვირუსით და სხვადასხვა ტიპის ალერგიით ჩამოჰყავთ ზღვიდან.

mshoblebi.ge-ს ახალგაზრდა დედამ მიმართა, რომელსაც სწორედ ასეთი გამოცდილება აქვს - ურეკში დასასვენებლად წაყვანილი ბავშვი ენტეროვირუსით გახდა ცუდად, თუმცა ამის შემდეგ პაციენტს და მის მშობლებს უარესი ელოდათ წინ... აი, რას წერს 32 წლის სალომე:

"ურეკში ბავშვის დასვენება რომ სასარგებლოა, ეს ყველა ექიმმა იცის! ეს ვიცით ჩვენც, ახალგაზრდა მშობლებმა და ჩვენმა მშობლებმაც, რომლებსაც ურეკში დავყავდით დასასვენებლად. ამ კურორტს თავისი უნიკალური სამედიცინო ფაქტორებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურანლო ზღვისპირა კურორტებს შორის. ჩემი შვილი 5 წლის არის, მე და ჩემს მეუღლესაც გვინდოდა ზღვაზე დასვენება და რადგან ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ურეკი შევარჩიეთ.

მაგნიტურ ქვიშასთან და სხვადასხვა მინერალთან ერთად სანაპიროზე დაგვხვდა უამრავი ხალხი, დაყრილი ნაგავი, ზედაპირულად დამარხული ნახმარი შპრიცები თავისი „ატრიბუტებით“, გატეხილი მინის ბოთლები და ა.შ. ანუ თუ ბავშვი ქვიშაზე დაწვება ან ითამაშებს, შესაძლოა დაინფიცირდეს სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის - აივ ინფექცია, ცე ჰეპატიტი და ყველა ის დაავადებაა, რომელიც ინფიცირებული შპრიცის შერჭობით შეიძლება გადაეცეს ადამიანს! სასმელად უვარგის წყალზე აღარ დავიწყებ საუბარს და მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალს მაღაზიაში ვყიდულობდი, ბავშვს მაინც დაემართა ენტეროვირუსი. ძალიან ხშირი პირღებინების შემდეგ, აუცილებელი გახდა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა.

გაგვიმართლა, რომ მანქანით ვიყავით წასულები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენით მივიდოდით კლინიკაში. თუმცა, მაინც სასწრაფოს გამოძახება ვარჩიე, რადგან ბავშვი ძალიან სუსტად იყო და ექიმის მეთვალყურეობით ჯობდა საავადმყოფომდე მისვლა. დავრეკე 112- ში და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, ოპერატორს ვთხოვე სასწრაფოსთვის გადაეცა, რომ დამკავშირებოდნენ ტელეფონზე, რადგან მინდოდა მეკითხა, თუ შეაგვიანდებოდათ, გულის წასვლის შემთხვევაში როგორ მოვქცეულიყავი. ოპერატორმა მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ, თუ სასტუმროს ვერ მოაგნებდნენ. როდესაც კიდევ გადავრეკე 112-ში იმის საკითხავად, თუ საიდან მოდიოდა სასწრაფო დახმარება, ვერც ამაზე მიპასუხა ოპერატორმა, გამოსულია და დაელოდეთო. საიდან არის გამოსული და რამდენ ხანში მოვა, ეს უნდა მემკითხავა.

როგორც იქნა, მოვიდა სასწრაფო დახმრება და ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შემოგვთავაზა გადაყვანა, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. იქ მისულებს დაგვხვდა საშინელი ანტისანიტარია. შენობა არის საკმაოდ ნორმალური, ნორმალური რემონტით, მაგრამ არის არნახული სიბინძურე! თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ მას. მადლობა სამედიცინო დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ დილამდე ვიყავით სრულ სიბინძურეში... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ